საათაბაკურო

გადმოცემით გუდანის ჯვრის ყმა მაგანძურებს უძველეს დროს საათაბაკურო (საათაბაგურო) ეწოდებოდა. ზოგი ანდრეზით ათაბაკური არაბას, ჭინჭარას და გოგოჭას მამა იყო, ზოგი გადმოცემით კი იგი მომდინარეობს ბაკურიდან ან ათაბაგიდან. ფარნავაზიანთა სამეფო სახლში და შემდგომ ხშირია მეფეთა სახელი “ბაკურ”. ცნობილია ისიც, რომ მთიანეთს ერთხანს განაგებდნენ “შვილნი ბაკურისნი.” რომელიმე ბაკური ან ათაბაგი ხევსურთა მართვისას უნდა დაყრდნობოდა გუდანის ჯვარს და მის ყმებს, რის გამოც მოხდა გუდანის ჯვრის შემდგომი აღზევება და მის მიერ ფხოვში სხვადასხვა მეამბოხე გვარების (მაგ., კოვკოზაურებისა და ბადრიაულების) ძლიერების შესუსტება, შემდგომ კი მათი სრული ასიმილაცია თუ აყრა.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • სამაგანძუროს ხევსურნი “ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) […]
  • საარაგვო “საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, […]
  • კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში […]
  • პირუტყვის გამოკვება ზამთარში ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება […]
  • ნიადაგი აღწერილ რაიონში სიმაღლეთა ცვლის მიხედვით სხვადასხვა ტიპის: ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მთა-მდელოს ნიადაგებს ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი (2000-3500 მ.) უჭირავთ. მათ შემადგენლობაში […]
  • www.khevsureti.ge-ს შრიფტი შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის […]
  • ფშავ-ხევსურეთის ფაუნა არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი […]
  • ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა […]

2 thoughts on “საათაბაკურო

  • 29/05/2011 at 22:19
    Permalink

    რა საინტერესოა!ნეტა არ არსებობს უფრო ზუსტი გადმოცემა?ეს “შვილნი ბაკურისნი”იდგნენ გუდანის ჯვარში?როგორც ვიცი,გაყრისას სამი ძმიდან ჭინჭარას ერგო გუდანის ჯვარი და დღემდე ჭინჭარაულები არიან იქ ხუცესები

  • 16/02/2013 at 13:50
    Permalink

    რამხელა იდიოტიზმია,ხევსურები ფხოველები არ არიან,ხევსურები არიან ებრაელები.ფხოვი ამიტომ დაიშალა ურიები რომ დასახლდნენ მანდ.
    რამდენი უნიათო ავტორები არსებობენ,ნაოჭები არ ყოფნით ტვინის და გონების ნატამალი არ გააჩნიათ!

Comments are closed.