რელიქტური და ენდემური სახეობები

ფშავ-ხევსურეთის ფლორაში მნიშვნელოვნად არის ცარმოდგენილი უძველესი, ადგილობრივი და უნიკალური მცენარეთა ჯიშები. ასე მაგალიტად გვხდება უთხოვრის უნიკალური კორომი, კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum), ლიტვინოვის და რადეს არყი (Betula litwinowii, B. raddeana) და ეკლიანი გლერძა (Astracanta denudata= Astragalus denudatus). საქართველოში მხოლოდ შატილის და წუქიოს მიდამოებში გვხვდება ჰაიესტანის ჭნავი (Sorbus hajestana), რომელიც ბოლო დრომდე სომხეთის ენდემად ითვლებოდა. ფშავ-ხევსურეთის მაღალმთის ფლორის ნახევარი შედგება მხოლოდ საქართველოსთვის და კავკასიისთვის დამახასიტებელი, უნიკალური მცენარეებისგან. მათი სარტყელშია გავრცელებული. ფშავ-ხევსურეთის ლოკალური ენდემებია-ფშავის ტყის კამა (Peucedanum pschavicum), ჭრელი ჩაწყობილა ბაია (Ficaria varia), შატილის ანისული (Pimpinella schatilensis), ხევსურული ხახვი (Allium chevsuricum), ოჩიაურის ხახვი (Allium ochiauriae), პატარათავცეცხლა (Galeopsis nana). ასე სოფელ ხონის მიდამოებში გხვდება კავკასიაში გავრცელებული 17 ენდემური გვარიდან 6 – სობოლევსკია, ტრიგონოკარიუმი, მანდენოვია, გადელია, ფსევდოვეზიკარია, სიმფიოლომა, აგაზილისი, ვავილოვია (Sobolewskiacaucasica, Trigonocaryuminvolucratum, Mandenoviakomarovii, Gadelia lactiflora, Pseudovesicaria digitata, Symphyolomagraveolens, Agasyllis latifolia, Vavilovia formosa) ენდემებითაა გაჯერებული როშკა-არხოტის და შატილ-მიღმახევ-აწუნთა-თუშეთის ტურისტული ბილიკების მიმდებარე ტერიტორიები. აქ გვხვდება ბევრი იშვიათი ენდემური და სპორადული გავრცელების მცენარე (Lilium monadelphum subsp. georgicum, Lamyropsis sinuata, Primula luteola, P, bayernii, P. darialica, Mandenovia komarovii, Trigonocaryum involucratum, Aconitum tuscheticum, Rosa tuschetica, Symphyoloma graveolens, Pseudovesicaria digitata, Podospermum grigoraschvilii, Delphinium caucasicum, Ranunculus tebulossicus, Silene humilis, Senecio lapsanoides, Teproseris karjaginii, T. caucasigena, Campanula argunensis, C. petraea, C. sarmatica, Cerastium kasbek).