რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური

თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს – “რა არის სწორფრობა?!

ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი წაიკითხოთ. ქვემოთ კი ცოტა წიგნის წინასიტყვაობიდან:

სწორფრობის არსისა და რაობისთვის.

ლელა გაბურის მიზანია  გასაგებად აქციოს სწორფერთა –  “სიყვარულში სადარ-მხვედრთა”(გრ.რობაქიძე)   გარშემო  შექმნილი  შეხედულებების  ძირები, თავისთავად  საგულისხმო  და მნიშვნელოვანი. ავტორი საკმაოდ რისკიან და საინტერესო გზას ირჩევს: ნაცნობი თემის, თუ თვალსაზრისების ვარირებას კი არ მიმართავს,ხანგრძლივად ნაფიქრის, ლოგიკურად ნამსჯელის ჩარჩოში ჩასმას ესწრაფვის და ახერხებს.

ხევსურეთის კულტურული მემკვიდრეობის არაკომპლექსურმა კვლევამ გამოიწვია შექმნილიყო „სრულიად არაადეკვატური“ სამეცნიერო ნაშრომები კუთხის ტრადიციებზე. როგორც ავტორი აღნიშნავს, ფშავსა და ხევსურეთში სატრფიალო პოეზიის მნიშვნელოვანი ნაწილი… ცხოვრებაში არასრულად რეალიზებული სასიყვარულო ენერგიის სუბლიმაციის შედეგს წარმოადგენდა.

ლექსი და ნაჭრელა! აი სად მჟღავნდება კურუმი თუ მთვარიანი ღამეების თეთრად მთეველ ნანდაურთა ძალუმი სურვილი – თავი მოეწონებინათ ერთმანეთისთვის… ვისაც ორნამენტებით ჰარმონიულად გაწყობილი ხევსური ქალების, ნატიფი ნახელავი უნახავს,მისთვის არ იქნება ძნელი მისახვედრი:“ხალხური გამოყენებითი ხელოვნების“ თვითეულ ნიმუშში თავშეკავებული,ნებადაურთველი და ,ამდენად ,ტრაგიკული სიყვარულის გაუნელებელი ღადარი ღვივის…

ავტორი უარყოფს აღზრდის ოკულტური პრაქტიკის კავშირს სწორფრობასთან,და ასაბუთეს თავის პოზიციას. ნებისყოფის ოკულტური თეორია,მისი აზრით,მიუღებელია რადგან მსგავსი რამ, ხევსურეთის ისტორიულ მეხსიერებაში არ ჰოფილა და უსაფუძვლოა გარედან შემოტანილი სქემისა თუ მოდელის მისადაგება ღრმადნაციონალურ მოვლენასთან…

ავტორის ახსნა ასეთია:“ხევსურებმა სწორფრობა შემოიღეს უიმედოდ შეყვარებულ წყვილთა(რომელთაც ჯვრისწერის უფლებას რჯული არ აძლევდა) ტანჯვის შესამსუბუქებლად და არა მათი  ნებისყოფის არსაზრდელად…

[issuu width=640 height=360 backgroundColor=%23222222 documentId=120121211923-a9ff7b42c2c44aec91cdfb956b728979 name=ra_aris_scorfroba_-_lela_gaburi username=iraklichumburidze tag=caucasus unit=px id=0b5b46e2-056d-ce50-20ea-1b46c8b4f86e v=2]

2 thoughts on “რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური

  • 27/10/2014 at 17:57
    Permalink

    სწორფრობა ძველი ხევსურული ტრადიციის ურთულესი ფენომენია. რამდენიც უნდა დაიწეროს მასზე, ვთვლი, რომ ახალგაზრდების დაყენება ამგვარი საცდურის წინაშე გაუმართლებელია.თავდაპირველად,შეიძლება იდეა მაღალ მიზანსაც ემსახურებოდა, მაგრამ მასში იმთავითვეა ჩადებული დადგენილი წესების დარღვევის დიდი ალბათობა. მიკვირს რატომ უარყოფენ აღზრდის ოკულტური პრაქტიკის კავშირს სწორფრობასთან.მაშ, რა ჰქვია სწორფრული წოლა-დგომისას გააქტიურებული სექსუალური ენერგიის ტრანსფორმირებას? მე არ ვამბობ, რომ ეს ჩვეულება უზნეობაა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ ყველა წყვილი დაიცავს ადათით გათვალისწინებულ წესებს. რა ხარისხის ნდობასაც არ უნდა უცხადებდნენ ახალგაზრდობას, ვთვლი, რომ ძალზე სახიფათო და რთული გამოცდის წინასე აყენებენ თუ აყენებდნენ, რამეთუ, რამდენადაც ვიცი, ეს ადათი თითქმის აღარ შემორჩა.

Comments are closed.