მშობიარობა

ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი ასტკივდება უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებს, შემდეგ მას აღარავინ მიეკარება. მშობიარე საწოლს გამართავს, თავ ქვეშ ხანჯალს დაიდებს რომ მავნე არ გაეკაროს. ბავშვს ჭიპლარს თვითონ მოსჭრიდა დუქარდით. რაც უნდა მძიმე მშობიარე იყოს ხევსური ქალი არ დაიკვნესებს, ეს ქალისათვის სირცხვილია. თუ მშობიარეს ძალიან გაუჭირდებოდა გამოცდილ დიაცს მიუყვანდნენ და ის მიეშველებოდა მას, საჩუქრად აძლევდნენ ერთ ძროხას, თუ ძალიან მძიმე მშობიარობა ექნებოდა ქალს ხახმატის ჯვარს შეევედრებიან. თუ მელოგინე გადარჩებოდა ხახმატში მიდიოდნენ და საკლავს კლავდნენ. თუ მშობიარე მოკვდებოდა მას თავის სახლის მახლობლად დაასვენებდნენ 3 დღე, დაიტირებდნენ და განცალკევებით დაასაფლავებდნენ. ვინც მშობარობას ქოხში გადაიტანდა ოთხი დღის შემდეგ სამრელოში გადავიდოდნენ. სამრელო ეს იყო განცალკევებული შენობა რომელიც სიპი ქვით იყო ნაგები. სამრელოში ქალი 4 კვირა რჩებოდა. ოჯახიდან მას არავინ ეკარებოდა, საჭმელ-სასმელს შორიდან, გრძელ ჯოხზე ჩამოკიდებულს, კარებიდან აწვდიდნენ. მელოგინეს რომ არ შეეშინდეს სამრეკლოს მახლობლად თვითონ ქმარი ან ახლობელი მამაკაცი წვება და დარაჯობს. თუ ვაჟი დაიბადებოდა მშობიარეს დიდი პატივით ეპყრობოდნენ და ქალებს უგზავნიდნენ. თუ ქალი განჩნდებოდა დაღონდებოდნენ და მშობიარეს გამხმარი ქერის პურით კვებავდნენ. ბოსლობის ეს მავნე წესები ხევსურეთში დღეს სრულად დავიწყებულია.
ბავშვს ხევსურები აკვანში ზრდიდნენ. აკვანში ხისაა და დაბალი, იგი ხის ყუთს წააგავს. აკვანში ჩაგებულია ჩალა, სადაც ბავშვის შარდი ჩადიოდა. სველ ჩალას ხშირად ცვლიდნენ. შიბაქი აქ არ იცოდნენ. ბავშვს თბილი წყლით ბანდნენ და ერბოს უსვამდნენ. ბავშვებს ნათლავდნენ. სახელებს საეკლესიო კალენდრის მიხედვით მღვდელი არქმევდა.

ხევსურეთში გავრცელებული სახელებია
ვაჟის: ალუდა, აპარეკა, ბერდია, ბაბღია, ბაღათურა, გუგუა, გიგია, გარსია, ფიცხელა, მარტია.
ქალის: ლელა, ნათელა, მზექალა, ნანა, მზია, შუქია, ნანუა, თამთინა, სანათა, მაია, ბუბია, ქალობა, ხორა.

One thought on “მშობიარობა

  • 05/04/2011 at 13:39
    Permalink

    🙁 ზოგიერთი მართლა მავნე წესი გვქონდა ქართველებს! რამდენი ქალი გამოესალმებოდა წუთისოფელს ამ საშინელი უყურადღებობის გამო…

Comments are closed.