მუცო

მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია.

სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. 2004 წლიდან დაიწყო მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, მაგრამ მალევე შეჩერდა, იმედს ვიტოვებთ რომ მალე განახლდება,რადგან იგი უპატრონობის გამო ნადგურდება. ძეგლის 60 პროცენტი უკვე დანგრეულია. 6 კოშკიდან 2 თითქმის აღარ არსებობს, დარჩენილი ოთხი კი სასწრაფოდ, შველას საჭიროებს.

Mutso / მუცო

ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.

წყარო: ვიკიპედია
ინფორმაცია მუცოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე:
http://goo.gl/oUQzQ
http://goo.gl/cYczn
http://youtu.be/7unV8PXkP3g