მორიგე

ხევსურთა წარმოდგენით, უზენაესი ღვთაებაა მორიგე, რომელიც განაგებს და წესრიგს ამყარებს ქვეყანაზე. თავისი ნების ამსრულებლად მას “დასახული” ჰყავს დიდი და მცირე ძალისა შეძლების ხთიშვილები (არა ფიზიკური შვილები), რომელთაც სხვადასხვა საქმე აკისრიათ. ხთიშვილებს თავის მხრივ ჰყვანან დამხმარე ძალები: დობილნი, ლაშქარ-იასაულნი, მწევარნი… რომელთაგან ზოგი კეთილის მქნელია, ზოგი ბოროტისა.
მორიგე თავად არ ჩანს. მის სახელზე სამლოცველო აღარ შემორჩა. იგი გუდანის “სახმთოში” (ბერი ბაადური – წმ. გიორგი) არის გაცხადებული, რომელიც ამბობს: “ჯერ მე დამსახა მორიგემა, ბერი ბუქრაი ბაადური…” თვით მორიგეს, ხთიშვილებსა და საყმოს შორის შუამავლის როლს ასრულებს “ღვთის მოკარვე”, “ხმელთ მოურავი” კვირაე.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, მორიგე ძველი ქართულით “შაბათი” არის. ხევსურეთში შვიდი საკრალური რიცხვია. დიდია შაბათის ძალა. შვიდი თაობის შემდეგ გვარი იყრება. საინტერესოა “მეშაბათეობის” ტრადიცია, “შაბათის რიგი” და ა.შ.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით


Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0