მთის როლი სახელმწიფოსთვის

მთა, რომელიც “სახასო” იყო… იმთავიდანვე იქცა სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად. ეს მნიშვნელობა მას ყოველთვის ჰქონდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის დიდი ნაწილი მთებში იქმნებოდა.” (ჯ. სტეფნაძე)
“მთა იყო მოწინავე, მიუდგომელი ციხე სახელმწიფოსი და ამ ციხეში იწვრთნებოდა საუკეთესო ვაჟკაცობა ძველი საქართველოსი.” (ნ. ხიზანიშვილი)
“მთიელებს… სამამაცო საქმეებსა და ომიანობაზე ეჭირათ თვალი… ოღონდ კი ომიანობის ხმისთვის ყური მოეკრათ და ფიცხლავ მიწას თავს მიანებებდნენ და იარაღს აიღებდნენ ხელში.” (ივ. ჯავახიშვილი)
ზოგჯერ ხდებოდა, რომ მთა ფუნქციას იცვლიდა: “… საქართველოს ძლიერ მონარქად ჩამოყალიბებამდე იგი საფრის როლს ასრულებდა. ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ კი ზურგის ფუნქცია მიიღო. სანამ საქართველო ძლიერი იყო, მთა ზურგში ჰქონდა მოქცეული, მაგრამ განცდილმა მარცხმა (ხვარაზმელებთან, მონღოლებთან) კვლავ მშობლიური სტიქიისკენ აბრუნებიათ პირი. დაიწყო თუ არა საქართველოს პოლიტიკური წარუმატებლობა, მაშინვე აშკარად გამოიკვეთა მთის თავდაცვითი ფუნქცია.” (ჯ. სტეფნაძე)

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

One thought on “მთის როლი სახელმწიფოსთვის

  • 19/08/2011 at 09:42
    Permalink

    me saertod dzalian miyvars khevsurebis shemoqmedeba. vafaseb mat nichs, romelic ganumeorebelia. miyvars mati poezia da simgerebi. ixaret xalxno, vinc win wamowevs mat shemoqmedebas, sadac mzafrad chans mati buneba da xasiati. bevristvis aris saintereso mati istoria da mat shoris chemtvisac, da mixaria rom gaverkvie bevr sakitxshi.miyvarxart xevsurebo.

Comments are closed.