მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’).
მთასიქითის სოფლებში შემორჩენილია სიპერდიანი და ქავიანი ციხე-კოშკები.
ციხე-ქალაქ შატილში ჭინჭარაულების მოსვლამდე მდგარან ჯალაბაურები და სისვაურები. ჯალაბაურები შემდეგ ჭინჭარაულებს შეჰყრიან ძმად, სისვაურები კი ჟამიანობის დროს ამომწყდარან. ვინც გადარჩა, ბარში ჩასახლებულან.
შატილი და ანატორი დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული ცენტრი იყო და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის კარებს კეტავდა.
შატილთან ახლოს, შვეულ კლდეზე, ქაჯეთის ციხესავით აღმართულან ქაჩუს ციხე-კოშკები. იქ,სადაც შატილისა და მიღმახევის წყლები ერთდება, ,,მკვდართა ქალაქი’’ – აკლდამებია, რომელთა ისტორიაც ჟამიანობას უკავშირდება.
ანატორიდან არღუნის ხეობით შევდივართ ჩეჩნეთში.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

10 thoughts on “მთასიქითი

  • 22/05/2011 at 17:41
    Permalink

    ბლოგის ვიზიტორები ძალიან მადლობლები დაგრჩებოდით თუ სასტუმროების კატეგორიასაც დაამატებდით ბლოგზე.

    შეიძლება არის, მაგრამ ფაქტია ვერ მოვძებნე. არადა ძალიან კარგი იქნებოდა რომ ეს კატოგორია იყოს საკონტაქტო ტელეფონებით, მისამართით და საცხოვრებლის პირობებით.

    გმადლობ 🙂

    • 22/05/2011 at 21:35
      Permalink

      დაემატება აუცილებლად რამოდენიმე დღეში,
      სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა სასტუმროს მომსახურების პირობები 🙂

  • 28/05/2011 at 19:55
    Permalink

    ამ თემასთან არაფერ შუაშია, მაგრამ თუ იცით ხვალე ხევსურების პარაკლისი იქნება და რომელ საათზე?

  • 15/09/2011 at 22:10
    Permalink

    ხევსური დასტურების შესახებ რამდენიმე აზრია დაფიქსირებული მკვლევარების მიერ, რომ ეს სახელწოდება ,,ცეცხლთაყვანისმცემლობიდან მომდინარეობსო”. ყველაფრის სხვაგნიურის მიმსგავსება ან მომდინარეობა როგორ შეიძლება?. დასტური ძველ ქართული სახელწოდებაა და ქართულ ენაშიც გაშლილი სახით გვხვდება. მაგ: ,,დასტა-დასტანი” და სადაურობის ან აღწერილობის ,,ური”-თ, ბოლოსართიანი სახელები, მწითური, ქალაქური და სხვა. რატომ არ კითხულობთ ურზე დაბოლოებიანი სახელწოდება საიდან აიღეს მაზდიანულ(ცეცხლთაყვანისცემლურ) ტრადიციაში?. თუ მაზდიანობაა ყველაზე უძველესი რელიგია ძველი დროისა?. გ.გ. borjgalioni.com

  • 22/02/2012 at 11:42
    Permalink

    ჩემი აზრით ეს საიტი ვორდპრესის თემაა უკეთესი იქნება რომ მთლიანად გადააწყოთ საიტი და უკეტესი გააკეთოთ სანახაობრივად იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩრდილებია და ეგრევე იდება სიახლეები როგორც სტანდარტულ თემებშია და ბექგრაუნდი კი მერე რატომ შავდება საერთოდ არ მომწონს ამ საიტის დიზაინი ამ საიტს რომ ვუყურებ არ მინდება დასვენება ხევსურეთში რამე სლაიდ შოუ დაამატეთ ამისთვის ბევრი პლაგინია და ა.შ

    • 22/02/2012 at 15:26
      Permalink

      მეგობარო ამ ეტაპზე ლმობიერი ვიქნები, ყველაფერს წავშლი რაც გააკეთე, და აღარ გამეორდეს, თუ დახმარება გინდა სხვნაირად უნდა ქნა.

      შეგიძლია ნებიმიერ დროს გამოაქვეყნო შესაბამის თემაზე ინფორმაცია მარა არა კონტენტიდან ამოვარდნილი.

      არც მე არ მომწონს ბევრი რამე, ეს საიტი რაც გავაკეთეთ არ შეგვიცვლია არაფერი,ეს არის პირველი ვარიანტი,სატესტო ვერსია იყო, თუმცა არ დარჩება ასე.

      ჩვენ არ გვაქ დაფინანსება ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ და ვინახავთ. თავისუფალ დროს ვუთმობთ ამას, შენ კი ენერგია ჯობია სასიკეთო საქმეს მოაზმარო.

    • 28/11/2012 at 17:07
      Permalink

      მე ვთვლი, რომ ხევსურეთი ლას ვეგასისგან ყველაზე მეტად იმით განსხვავდება, რომ ხევსურეთისა და ხევსურებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი აზრია და არა გარეგნული მხარე, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი გარემოა ხევსურეთში და თვითონ ხევსურებიც მთლიანობაში ლამაზი ხალხია. თავადაც კარგად ხედავენ ამ სილამაზეს, მაგრამ აქცენტს იდეაზე, შინაარსზე აკეთებენ.
      სულაც არაა საჭირო, ყველა მიიზიდოს ხევსურეთმა, მთავარია, სუფთა გულითა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, დაწმენდილი გონებით წაიკითხოს ადამიანმა ანდრეზები, მითები, ლეგენდები, ჩაწვდეს გვრინების არსს.. გააცნობიეროს ის სიბრძნე, რაც ამ ხალხის ყოფით კულტურაში იყო და რაც ჯერ კიდევ შემორჩა.. თორე თვალი ცრუ და ხარბია_ხშირად არასწორ წარმოდგენას უქმნის ადამიანს მხოლოს თვალით აღქმული სამყარო.
      სტილიზებული, ჭყეტელა გაფორმება მამა-პაპის ადათის შეურაცხყოფა იქნება_ მამის დანატოვარის გაუკუღმართება იმისათვის, რომ ტურისტებმა მეტი გადაიხადონ, მკრეხელობაა და კაი ყმას არ შეშვენის.
      ამიტომ ტექსტებისა და შინაარსის მხრივ სავსებით მისაღებია ის მასალები, რაც აქ არის წარმოდგენილი_არ იგრძნობა სტილიზაცია და სიყალბე. ყველაფერი ალალად და ზუსტადაა გადმოცემული, ისე, როგორც იყო, გადმოცემულია ისე, როგორც დღევანდელი ხევსურების მამა-პაპას გაუხარდებოდა.
      საკუთრივ საიტს და მის გრაფიკულ დამუშავებას რაც შეეხება, ხევსურების საუკეთესო ტრადიციების მიხედვითაა გაკეთებული ყველაფერი_მოკრძალებულად, გემოვნებიანად და აზრიანად. მადლობა ამ საიტის ადმ ინისტრაციას, ფრიად მაჩნივხართ!

  • 28/11/2012 at 02:02
    Permalink

    ანაქტორი ან ანაკტორი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სასახლეს, რაც მთლიანად ამართლებს ამ ნაგებობის დანიშნულებას- იყო უკურნებელი სენით შეპყრობილთა განსასვენებელი. ავადმყოფი თავის ფეხით მიდიოდა და წვებოდა სხვებს რომ არ შეყროდათ სენი. საკითხავია საიდან ბერძნული დასახელება, თანაც ასეთი?

  • 12/03/2014 at 21:57
    Permalink

    ძალიან მაინტერესებს, ანატორის თემაზე რომ რაიმე ინფორმაციას, თუნდაც შემეცნებითს ათავსებთ საიტზე, რატომ არ ხდება იქ მცხოვრები სისაურების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა? ძალიან გთხოვთ ობიექტურად განათავსეთ მასალები… და შოთას კომენტარს გამოვეხმაურები და ვეტყვი რომ ანატორი არ ყოფილა უცხო სენით შეპყრობილთა განსასვენებელი… იქ, ისევე როგორც შატილში სახლობდნენ და ცხოვრობდნენ სისაურები.

Comments are closed.