გიორგი არაბული – მე და შენ ღმერთო..

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… “ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი).

გიორგი არაბული

ეს საინტერესოა

  • გიორგი არაბული – გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ, ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა, თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ, მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ […]
  • ხევსურული საღამო – “ჩემი ხევსურეთი” 9 დეკემბერს, ხევსურული საღამო გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში. მონაწილეობა მიიღეს,როგორც ბარისახოდან ჩამოსულმა ხევსურებმა ასევე,ადგილობრივებმა.მოეწყო გამოფენა,ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც […]
  • გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ ”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი […]
  • გიორგი არაბული – ხევსური მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს […]
  • ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს "ამირიკის დიდს მთავრობას,ხევსურეთის წარმომადგენლობის  თხოვა: ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს, ბალშოვიკებით.გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად […]
  • არხოტში გაყინული ერეკლე ჭინჭარაულის ტრაგედია და მისი დანატოვარი 2014 წლის 1-ელ იანვარს მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა - არხოტში 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გაიყინა. პირველ­ იანვარს არხოტის მესაზღვრეებისთვის მიულოცავს ახალი წელი. იქიდან წამოსულს მორყეულ ხიდზე­ ფეხი […]
  • ორი ხევსური (მხატვრული ფილმი) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სტუდია ”სანგუკო”. ფილმის თემაა დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან თავისუფალი ახალგაზრდა კაცი და ტრადიციების ერთგული უფროსი თაობის წარმომადგენელი. დაძაბული […]
  • ათი მოსახლის იმედად დარჩენილი შატილი ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები­ ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და […]