მაღალმთის მდელოები

ფშავ-ხევსურეთში მდელოების მრავალპეროვნება ძალიან მდიდარია და აერთიენებს მცენარეების 400 ზე მეტ სახეობას. სუბალპური მდელოები მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2500მ სიმაღლეებს. მანდ გავრცელებულ ფლორაშ როგორც მარცვლოვანი მცენარეები ისე სხვადასხვა ბალახები ქმნიან. მათ შორის არიან: ნამიკრეფიანი (Agrostis planifolia), ძიგვიანი (Nardus stricta), ჭრელწივანიანი (Festuca varia), ბრძამიანი (Calamagrostis arundinaceae), ჭრელშვრიელიანი (Bromus variegatus) მდელოები. ერტი სახეობის მიერ დომინირებული ნაირბალახოვანი მდელოებიდან აღსანიშნავია ფრინტიანი (Anemone fasciculata), უძოვრიანი (Trollius patulus), მზიურიანი (Inula orientalis), მარმუჭიანი (Achillea caucasica, A. sericata) მდელოები. ინტენსიური ძოვების ადგილებში გავრცელებულია შხამა (Veratrum lobelianum), ღოლო (Rumex alpinum), ნარი (Cirsium obvalatum) და ძიგვა (Nardus stricta). ასეთი მდელოები გვხვდება საზაფხულო საძოვრებზე ბოროლას მთის მასივში, როშკის ხორხში, ველკეთილისა და წუბროვნის მასივებში, გიორწმინდის მიდამოებიში, შატილის წყლის სათავეებში და ჰუროს და ხაროჰკის მიდამოებში. პირიქით ხევსურეთში, მდინარე არღუნის ხეობაში სიმშრალეს შეგუებულ მცენარეულობის შემადგენლობაში გვხვდება მთის სტეპის ელემენტები – ვაციწვერა, ავშანი, გლერძა და სხვა (Stipa pulcherrima, S. capillata, S. dagestanica, Artemisia chamaemelifolia, Astragalus microcephalus). ამ მცენარეთა აქ არსებობა მიგვანიშნებს, რომ არღუნის ხეობის ფლორა აღმოსავლეთიდან განიცდის დაღესტნის ფლორის გავლენას, ხოლო ჩრდილოეთიდან იჭრება ველის მცენარეულობა. ამ მონაქვეტზე ალპური მცენარეულობა და კონკრეტულად მდელოები, გავრცელებულია ზღვის დონიდან 2500-2900მ-მდე. ამ სიმაღლეებზე დომინანტურია მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები.