კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ინვენტარიზაცია ხევსურეთში

ხევსურეთის ტერიტორიაზე, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების– ციხე-კოშკების ნაშთების, ჯვარ-ხატებთან დაკავშირებული ნაგებობების,ხევსურული საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურიძეგლების გამოვლენისა და შესწავლისათვის 2008 წელს ფართომასშტაბიანისამუშაოები განხორციელდა. გამოვლინდა და აღინუსხა პირაქეთა ხევსურეთისძნელად მისასვლელ მთის კალთებზე გაბნეული ისტორიულ-არქიტექტურულიდა არქეოლოგიური ძეგლები, შესრულდა მათი ფოტოფიქსაცია, გამოიხაზა გეგმები,დაზუსტდა ძეგლების ადგილმდებარეობა, GPS-ით დაფიქსირდა ძეგლებისკოორდინატები, განისაზღვრა არაერთი ძეგლის ფუნქცია.ინვენტარიზაციის შედეგად, დაფიქსირდა სხვადასხვა ხასიათის (საკულტო,თავდაცვითი და არქეოლოგიური) უკვე არსებული და ახლადგამოვლენილი85 ობიექტი. მათ შორისაა კომპლექსებიც, რომლებიც რამდენიმე ნაგებობასმოიცავენ. მათ შორისაა მუცოს კომპლექსიც.
Satili,-foto--qucna-amirejibi-I-Shatili-Photo-Kutsna-Amirejibi
mucos restavracia

mucos xidi

ხევსურეთი, მუცოს კომპლექსი, X-XVIII სს.
შემსრულებელი: შპს “არსი”
პირიქითა ხევსურეთში მუცო-არდოტის ხეობაში, მდინარე ანდაქისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე გაშენებულია მიკრო-ურბანული
ნასახლარი მუცო (იგივე მუცუ).
მუცოს კომპლექსი კავკასიის მაღალ მთიან და სახლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი სიმაგრეა. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუცო აკონტროლებდა კავკასიის ქვეყნების და მაკავშირებელ გზას და იცავდა საქართველოს საზღვარს.
სიპი ქვის, მშრალი წყობით ნაგებ ტერასულად განვთარებულ განაშენიანებაში, ძლიერი ნგრევის მიუხედვად, ჯერ კიდევაა შემორჩენილი ურბანული,
კონსტრუქციული და საფორტიფიკაციო ელემენტები: ვიწრო ქუჩა თაქსელი, მცირე მოედნები, სართულშუა გადახურვების და ბანების დონეები, ქვის კიბეები, სათავდაცვო დანიშნულების სხვადასხვა დეტალები – სალოდეები და სათოფურები.
დღემდე მოღწეული ნაგებობები შესაძლებელია სავარაუდოდ განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღდეს (X-XVIII სს).
მუცოს ციხე-სახლების, კოშკების და აკლდამა-სამაროვნების წინასწარი სარესტავრაციო
გამოკვლევა პირველად 1989 წელს დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა.
2004 წელს თიბისი ბანკმა და კომპანიამ “არსი” (პროექტის
“ქართული სახლი” ფარგლებში) დაიწყეს მუცოს უნიკალური კომპლექსის
რეაბილიტაცია. მოეწყო მუშა ექსპედიცია, რომლის განმავლობაშიც შესრულდა
სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაოები.
2008 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს
დაფინანსებით მომზადდა მუცოს კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი. ექსპედიციის შედეგად, აიზომა ნაგებობები, გამოიხაზა გეგმები, შესრულდა
სახელოვნებათმცოდნეო და ეკოლოგიური კვლევა, შეფასდა და აღიწერა ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა, შესრულდა ტოპოგეგმა, შეივსო სააღრიცხვო ბარათები, გადაღებულ იქნა მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტოები. ზემოაღნიშნული სამუშაოების საფუძველზე მომავალში შესაძლებელი იქნება მუცოს კომპლექსის რეაბილიტაცია.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

2 thoughts on “კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ინვენტარიზაცია ხევსურეთში

  • 20/12/2010 at 18:40
    Permalink

    კარგი იქნება,მაგით თუ მოგვარდება უკან დაბრუნება,თუმცა ეგ მაინც არ შეეხება ყველას:((((((((

  • 31/12/2010 at 21:35
    Permalink

    თავდაუხრელთა მუცოს ციხეთა
    ფერი სდევს უცხო შეუცნობელი,
    სასტიკი დროის კუშტი სახითა
    თავი აქვს მაღლა ცას მინდობილი,
    ვერვინ შეგბედა დუშმანის ხელით
    რომ აგრეოდა გზა და ბილიკი,
    გულის გულშია გადანახული
    გაუტეხელი მხარი პირიქით,
    ანდაქის წყალით ამონასუნთქი
    შამაჯარული ნისლიან მთებით,
    იყო წარსულის ლეწება ჟამთა
    და ჩაწითლება კლდეთა კორდებით,
    არ დაილევა ჯიში იმათა
    ვისიც დედაი მღერდა გოდებით,
    თავდაუხრელთა მუცოს ციხეთა
    ფერი სდევს უცხო შეუცნობელი,
    სასტიკი დროის კუშტი სახითა
    თავი აქვს მაღლა ცას მინდობილი.
    გ.გ. ბორჯღალიონი

Comments are closed.