თამარული

ხევსურეთის ზეპირმა ისტორიამ მომხვდურებითან ვაჟკაცურად მებრძოლი რამოდენიმე გმირი ქალის სახელიც შემოგვინახა. ამათგან ერთ-ერთია თამარული (თამარი). სხვადასხვა მეანდრეზე სხვადსხვანაირად გადმოგვცემს თამარულის სადაურობას. იგი ყურაული, კივკოზაური, ან გოგოჭურია. ერთი კი ცხადია, რომ თამარულის გვარი ხევსურეთში აღარ დარჩენილა.
დიდი და ძლიერი გვარი იყო ყურაული. ნაწილი ლიქოკის ხეობაში, ნაწილი კი შუაგულ ხევსურეთში იდგა. მეტისმეტი აღზევებისა და თავმეტობის გამო ისინი “გუდანის ჯვარმა გაათავა”. ყურაულები იყვნენ ვეფხვის მომკლავი მგელა და ხევსურთა რჯულმდებელი თათარა.
კიდევ უფრო ძლიერი და ხალხმრავალი გვარი იყო გუდანის ჯვარის მტერი კივკოზაური. იმდენად აღზევებული, რომ “გუდანის ჯვარის სამუქაროდ” სანეს ციხე-კოშკიც კი აუგიათ, რომლის სამშენებლო ქვა ახალხევიდან (ჩხუბასა და ბაცალიგოს შორის ) უზიდავს . კივკოზაურთა “მოძალე” გვარიც “გუდანის ჯვარმა გაათავა”, მათი ნადგომი ადგილები კი თავად დაიჭირა.
ერთხელ ხევსურეთს ლეკები დაეცნენ. ეს ამბავი მაშინ მომხდარა ხევსურეთი დაგვირილას რომ ულაშქრავს და სიმაგრე-სახიზარში ღულელი ქისტაურებიც ამოუხოცავს (XVII ს.).
მტირს გამოჩენისას მოსახლეობა სიმაგრეებში გაიხიზნა. თამარულმა კი რომელმაც სოფლიდან გასვლა ვერ მოასწრო ჭერხოში შევარდა, მამის შუბს დაავლო ხელი და კარების უკან დაიმალა. შუბი ჭერხოში შემოსულ ლეკს ჰკრა, მოჰკლა და ბნელ ადგილას გადაათრია. მოკლულს ხანჯალი აართვა და ისევ კარების უკან ჩასაფრდა. გაბოროტებული ლეკები, მოსახლეობა ხელთ რომ ვერ იგდეს, სოფელში დაძრწოდნენ და მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნენ. რამდენი ლეკიც თამარულას ჭერხოში შევიდა, ქალმა მოჰკლა. შვიდი ლეკი მოუკლავს, ზოგი გადმოცემით უფრო მეტი.
ნადავლით დატვირთული ლეკის ჯარი რომ წავიდა და გახიზნული მოსახლეობა სოფელში დაბრუნდა, გაუკვირდათ თამარულის მამაცობა და უთხრეს: კაცი რომ იყვე ჯვარში საკარგმყოს დაგიდგამდით, შენ რას ისურვებ, რას დასტოვებ ანდრეზადო?
თამარულას ხუმრობით უთქვამს: ჯვარში როცა ლუდს ადუღებთ, ტკბილი დამილოცეთ, ის მომწონს, სხვა არა მინდაო.
მას მერე გუდანის ჯვარში დღეობების დროს, ერთ ჩხუტს ტკბილანს თამარულისათვის დალოცავდნენ და ჯვარის კარზე მოსულ დიაც-ყმაწვილს გაუტანდნენ. ბავშვები მხიარულად დაიძახებდნენ: შაუნდნასავ თამარულსავ, კართუკენითი დამალულსავ, შვიდის ლეკის მამკლავსავ, თავის მიწა-წყლის დამცავსავ.”

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • სტუმრის გასტუმრება ძმისწულებო, აგაშენნასთ, ბარაქა მაგცასთ, მუდამ სალხინო სასმელ ნუ მაგიშალასთ, ზლის ბედისკვერა გაზიდვივასთ, მშვიდობით გამგზავრნასთ, გულის ნაგონარ გიცხადასთ. კაზე მაგიხდიანასთ ზლისად მიყოლაი, მაყვანილი ამ სახლში […]
  • გორშეღმა გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ […]
  • სამაგანძუროს ხევსურნი “ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) […]
  • სახლ-კარი ხევსურისა ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ხევსურის მიერ საცხოვრებელად […]
  • მეურნეობა ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ […]
  • პირუტყვის გამოკვება ზამთარში ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება […]
  • კოპალას დაარსება ლიქოკში ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა  კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე  ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი […]
  • გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ ”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი […]

2 thoughts on “თამარული

  • 12/09/2011 at 20:33
    Permalink

    მე ეს ამბავი ასე წამიკითხავს “კარიბჭეში”: თამარული იყო ჭინჭარაული.მოკვლით კი სულ 35 ლეკი მოუკლავს

  • 17/10/2011 at 18:31
    Permalink

    ჭინჭარაული აშკარად არ იყო…გეშლება მე მგონი…:)

Comments are closed.