ვინ იყვნენ ფხოველნი

ს. ჯანაშია წერდა: “ფხოველები დღევანდელი ფშავლები და განსაკუთრებით ხევსურებია”-ო. მაგრამ რომელიმე მხარის ფხოველად მიჩნევა არ იქნება სწორი. რამდენადაც “ფხოველთა ქვეყანა” ვრცელი და ხალხმრავალი იყო, ამიტომ “ფხოველი” (ისევე, როგორც “ქართველი”) უფრო კრებითი სახელწოდება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა გვარ-ტომის ხალხისა, რომელთა შორის იქნებოდნენ ფშაველნიც და ხევსურნიც. ფხოვის დაშლის შემდეგ გამოიკვეთება ორი ძლიერი ხევი, რომლებიც ცალკე ეთნიკურ კუთხეებად ჩამოყალიბდებიან. “აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურეთსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოველნი.”
ფხოველთა მეზობელი ქისტები ხევსურეთს გვიანობამდე “ფხიებს” ეძახოდნენ, ხოლო ფშავლებს “შუებს” (ფშავლების სოფელი “შუაფხო” უნდა წარმოსდგებოდეს შუების, ე.ი ფშავლების, ფხოვიდან).
ფხოვთან დაკავშირებული ტოპონიმები გვხვდება ქისტეთშიც: “ფხიჭოუ” – ფხოველთა ჭალა, ნასოფლარი “ფხოწეხი” – მითხოს ხეობაში (სოფელი “წიეხი” გვხვდება შუაგულ ხევსურეთშიც).
საიდან წარმოდგება სახელწოდება “ფხოვი”, უცნობია. ძირი “ფხ”, “ფხუ” თბილს, ცხელს ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ ძველ ანდრეზს იმის შესახებ, რომ “წინავ ხევსურეთ თოლ არ მამდინარ, სრუ ზაფხულ ყოფილ”, შეიძლება ვთქვათ, რომ ფხოვის სახელწოდება თბილიდან, ზაფხულიდან მოდის.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • გიორგი არაბული – ხევსური მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს […]
  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ღულელნი სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. […]
  • კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში […]
  • ნიადაგი აღწერილ რაიონში სიმაღლეთა ცვლის მიხედვით სხვადასხვა ტიპის: ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მთა-მდელოს ნიადაგებს ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი (2000-3500 მ.) უჭირავთ. მათ შემადგენლობაში […]
  • www.khevsureti.ge-ს შრიფტი შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის […]
  • ფშავ-ხევსურეთის ფაუნა არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი […]
  • მშობიარობა ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი […]

2 thoughts on “ვინ იყვნენ ფხოველნი

  • 09/09/2011 at 17:34
    Permalink

    იმიტომაც ვართ ალბათ ფშავლები თბილები..მიყვარხართ ფშავ-ხევსურებოოოო…იხარეთ

  • 16/12/2012 at 20:29
    Permalink

    ფხოველთა მეზობელი ქისტები ხევსურეთს გვიანობამდე “ფხიებს” ეძახოდნენ, ხოლო ფშავლებს “შუებს” (ფშავლების სოფელი “შუაფხო” უნდა წარმოსდგებოდეს შუების, ე.ი ფშავლების, ფხოვიდან).
    ფხოვთან დაკავშირებული ტოპონიმები გვხვდება ქისტეთშიც ,გვიანობამდე ეძახდნენ იმიტომ რომ ხევსურები მისული ხალხია და სანამ კარგად შეიცნობდნენ ვინ იყვნენ ხევსურები მანამდე მათ მეხსიერებაში სიტყვა ფხიელი,(ფოხველი) ტრიალებდა,ფოხველებს ჩრდილოკავკასიელები ეძახდნენ მათი დარქმეულია ეს ტერმინი,საკითხავია ხევსურებიც თU თავიდანვე ფხოველებს უწოდებდნენ თვაინთავებს ფხოველებს,არამგონია რადგან ხევსურები ახლაც სიამაყით და მთელი სერიოზულობით ამბობენ ცნობილ გამონათქვამს “ჩვენ მაინც ხევსურები ორთ” “აი ის ხევსურები ორთ” .

Comments are closed.