დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც გველეშაპის აღით არის, ბერი ბაადური, თერგვაული და ა.შ . თვით ეს ხთიშვილნიც რამდენადმე დევური ნიშნების მატარებელნი არიან.
კოპალა. უმთავრესი საბრძანისი ლიქოკის ხეობაში, კარატის მთაზე მდებარეობს. ღვთაების ძირითადი ფუნქციაა დევ-კერპთა ალაგმვა, ველზედ მოკლულის, ზვავით ან წყლით მომკვდარის, თვითმკვლელობით გარდაცვლილის სულის ეშმა-მაცილისა და უფრისაგან გამოხსნაა. ამავე ჯვარში ხდება ფსიქიკურად დაავადებული პიროვნების ‘’დაკოჭვა’’ . ტახტის ყმანი არიან ბასხაურები.
იახსარი. კოპალას მოძმე, დევთა ნატყვევარი. უმთავრესი საბრძანისი სოფელ შუაფხოშია. ტახტის ყმანი არიან ქისტაურები.
პირქუში. აქვს სხვა ტაბუირებული სახელიც. მჭედელი. იგი ხთიშვილებს და ყმებს უჭედავს საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს, ვერცხლის თასებსა და სამკაულებს. მის მიერ გაჭედილი თასები შენახულია ჯვარში. ‘’ცეცხლის ალიანი’’. უმთავრესი საბრძანისი სოფელ ბაცალიგოშია.
ბერი ბაადური (სახმთო). მოიხსენიება წმ. გიორგიდაც. ხევსურთა უმთავრესი მოლაშქრე ღვთაება. მდებარეობს სოფელ გუდანში. ტახტის ყმანი ჭინჭარაულები.
პირიმზე. ციდან სინათლის სვეტად ჩამოსული. მითრას კულტის უძველესი სალოცავი. მოიხსენიება გიორგი ოქროსმშვილდიანის სახელით. განაგებს დარ-ავდარსა და ცა-ღრუბელს. უმთავრესი საბრძანისი სოფელ ჩირდილში, საჩალის მთაზე.
ფუძის ანგელოზი. პირიმზეს მოდე (დობილი). მდებარეობს სოფელ უკანახოში. ფუძის ანგელოზსა და პირიმზეს ლოცულობენ გუდამაყრელნი და ფშავლებიც.
ნახარელა. ჭინჭარაულთა სათემო სალოცავი. ძირითადი საბრძანისი სოფელი გუდანი.
თეთრი მთის ქორი თერგვაული. ეს უძველესი ღვთაება პირიქითა ხევსურეთში, ლებაისკარის მთაზე მდებარეობს და კისტნელ-შატილიონნიც ლოცულობენ, მიაბარებენ ბავშვებს. დათვის ჯვარზე ასული მლოცველები მასაც უხდიდნენ ქუდს და მსხვერპლს სწირავდნენ.
გიორგი ნაღვარმშვენიერი (ნაღვრისპირისა). ნაყოფიერების, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ღვთაება. ძველად მოლაშქრე ღვთაებაც ყოფილა. მდებარეობს სოფელ ხახმატში.
ხელი სამძიმარი. გიორგი ნაღვარმშვენიერის მიერ ქაჯავეთიდან მოყვანილი ხთიშვილთა ტოლი ძალისა და შეძლების მქონე დობილი. მდებარეობს სოფელ ხახმატში.
სომხოს გიორგი. ‘’სომხეთიდან მოყვანილი’’ ჯვარი. მდებარეობს სოფელ არდოტში და აქ სრულდება ხევსურეთში სრულიად განსხვავებული დღეობა ‘’დატიობა’’.
მთავარანგელოზი. ეს ღვთაება, ისევე როგორც გიორგი და ადგილის დედა, სხვადასხვა სახეს ატარებს. აღსანიშნავია, რომ მთავარანგელოზისა და გუდანის ჯვრის ყმანი გვიანობამდე ერთმანეთს მტრობდნენ და ზოგიერთ სოფელში ერთმანეთზე ძალმომრეობის გამო ადგილიდან აყრილან კიდეც.
ცროლის სანება. წულის მომცემი და მონადირე-მეკოპრეთა ღვთაება. მდებარეობს ხადუს და კალოთანელთა სალოცავიც არის.

ამათ გარდა არის კიდევ სხვა ჯვრებიც: პეტრე ნაღვრისპირისა (სოფ. ხიტალე), ნაბაკური (სოფ. დათვისი), უნჯის ანგელოზი (სოფ. ღელე), დევთ დედა (სოფ. როშკა), ბრო – კარისმეზობელი (სოფ. ჭიმღა) და ა.შ.

‘’ჯვართ ენა’’. ქადაგ-მკითხავები და მესულთანენი ნაძახინარებში (საკრალური ტექსტები, რომლებიც მითოლოგიურ-მაგიურ პოეზიას მიეკუთვნება) წარმოთქვამდნენ წინადადებებს ან ტერმინებს, რომლებიც ყოველდღიურ მეტყველებასა და ყოფაში არ გამოიყენებოდა. ჯვარი ‘’თავის ენაზე’’ ამეტყველებდა ექსტაზში შესულ ქურუმებს, რომელნიც ღვთაებათა ნებას გამოცანებით გადასცემდნენ საყმოს.
ამ ტერმინებიდან ზოგი ძველი ქართულის ნაშთებია, რომლებიც სალაპარაკო მეტყველებაში აღარ იხმარება, ზოგი კი ჩრდილოელი მეზობლებიდანაა გადმოღებული.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

43 thoughts on “დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

  • 01/03/2011 at 21:48
    Permalink

    კორშელი შოთა არაბულის ისტორიული მოსაზრებები ,,ოსები გადაუყრია ბაცალიგოდან ფიცხელაურებს” და სხვა სასაცილოა. ასეთი ,,ისტორიკოსები” რომელ მასწავლებელთან გადიოდნენ კურსებს?. მაგ კაცს თეთრწყლებელმა ხევსურებმა ლექსი დაუწერეს და მაგრად არის გაფორმებული!!!.

  • 02/03/2011 at 16:42
    Permalink

    ჩემო მეგობარო ასეთი კომენტარებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ! (ადმინი)

    ეს არის საიტი სადაც შეუძლია ყველას რაიმე ფაქტი,ისტორია მოყვეს და აღწეროს.

    თუ დასაბუთება შეგიძლია,დაასაბუთე რატომაა სასაცილო და თუ ფლობ უფრო სწორ ინფორმაციას გაგვიზიარეთ სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს აზრს(არა ცინიკურს).
    ხალხმა განსაჯოს სიმართლე.

    შოთა არაბული “ისტორიკოსი” არაა. ისტორია კი არაზუსტი მეცნიერებაა.
    ეს არის კაცი რომელსაც უყვარს თავისი,ქვეყანა და ცდილობს, რომ ეს პატარა კუთხე როგორც ხევსურეთია გააცნოს ხალხს და შემოუნახოს ტრადიციები,ისტორია ხალხს.

  • 13/03/2011 at 01:30
    Permalink

    ხევსურეთში უცხოელი დამსვენებლები აგვყავს ზაფხულობით და ტურისტები ზოგჯერ ისეთ კითხვებს გვაძლევენ (უფრო უკრაინელი ან პალტიისპირელები)რომ გაოცდები. რუსული საინფორმაციო წყაროები ყველანაირად ცდილობენ დაამახინჯონ მეზობელი ქართველ ხალხთა ისტორია მაგ. ასეთი კითხვებია:,,მართალია რომ ხევსურები ვაინახური ხალხია?”. ერთი მაგალითის მოტანაც ამტკიცებს რომ აქ საქმე უფრო ღრმად საკვლევია ვიდრე კავკასიური მეზობელი ენები. მაგ: ხევსურეთში შემონახულია ძველ ბერძნულის მსგავსი სიტყვები კურეტი, კორშა, კორნე, კურო, ხორონი, ტალავარი,ხიჩონი, სერკვი, დრამა, სტილი, კულანი, ქსუ, ატრატი, ფოლი, ქოქომონი, აზღოტი, ზიკი, კოტი, დუნია, კაკურაზი, ოდითგანი და სხვა. ასევე მთავარ გუდანის ზენა სამხვთო სალოცავში ხსენდება ,,კულხა”, ,,კოლხა”. ხევსურულ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით არის მოკვლევა ,,ტერმინ წარმართობისთვის” გ.კოკოშაშვილი. არის ხევსურული ხალხური 17-ე საუკუნის ლექსი ,,მესხნი ჩვენაც გვყვან წყლისანი”, რომელიც პირიქითა ხევსურებზეა ნათქვამი. ასევე ძველ ბერძნების შესახებ ,,..ამბობენ წინავ ბერძენთა, ხელ ჰქონდათ საკვირველია..”. რომელ ვაინახებზეა საუბარი?. იყვნენ დურძუკნი რომელიც იბერიული ენის ჩრდილო კავკასიური განშტოება წამოვიდა. ჩაჩნურში არის ღოდობერიული დიალექტი და ჩაჩნური ენით ,,დამბადებელი” არის ,,ВЕРШ” ,,вер динарг,,. მკვლევარები აღნიშნავენ, ეს ენა ადრე გაცილებით ახლოს იდგა ქართულ ენის ძირთან, მერე სლავური და ხაზარული ენის გავლენამ გამოიწვია
    დაშორიშორება.ბოლოს სარწმუნოების ცვლილილებამ უკვე ირანული გავლენით სამტრო ატმოსფერო წარმოშვა. ხევსურეთში აღმოჩენილია მტკვარ-არაქსული პერიოდის კერამიკის ნაშთები, სოფ: ხახმატში 5-საუკ. კულტურული სამარხია აღმოჩენილი და ისტორიაში იხსენიება ფხოვი, როგორც ჯვარისმსახურთა ხალხი. გურო,შატილი,ანატორი, მუცუ ქართული დასახელებებია (,,მუცუ” ძვ.ქართ. ეგვიპტეს ეწოდებოდა ,,მუცური”).შატილის შუა ქუჩას ,,ენგური” ჰქვიან. ჩაჩნები დღეს ,,ფხიას” უწოდებენ ხევსურებს რაც ,,წყლისას” ნიშნავს (ФХЮ),,ხი” -წყალი, იგივე ქართ.,,ხევი”. არსებობდა ასევე მუშქების ქვეყანაში ,,ფახუას” ხალხი და გვაქვს საქართველოში ფოცხოვის ხეობაც. ხევსურები რომ უძველესი პროტოქართველები არიან ამაზე უამრავი დამამტკიცებელი საბუთია. ჩემი აზრით,გარეგნული მსგავსება არაფერია, მთავარია ლექსიკა, რიტუალები და ჩვეულებები. ინტერნეტში უნდა განთავსდეს ხევსურეთზე სწორი მეცნიერულად დასაბუთებული წერილი, ქართულად,რუსულად და ინგლისურად. გ.გ. ბორჯღალიონი

  • 14/03/2011 at 15:18
    Permalink

    კი გეთანხმები, ბევრი რამე საეჭვო და ახლიდან შესასწავლია. ეს ალბად ისტორიკოსებმა, ლინგვისტებმა და ეთნოგრაფებმა უნდა გააკეთონ(კავკასიოლოგებმა,საინტერესო იქნებოდა მათი აზრი ამ თემაზე).
    ეტიმოლოგია და ტოპონიმიკა ისეთი რამ არის, რომ ადვილად წაიტეხავს ფეხს კაცი. ამ კვლევაში მარტო ქართველმა ისტორიკოსემა და ეთნოგრაფებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, გასათვალისწინებელია სხვების აზრიც,რათა არ მოხდეს ერთი მხრიდან ისტორიის შეფასება.

    რაც შეეხეება ვაინახური ხალხს, ჩეჩნებს, ინგუშებს და მათ მონათესავე ბაცბებსა და ქისტებს,არ მგონია ვაინახები იყვნენ ხევსურები, მაგრამ ზოგადად ქართველ მთიელებს ბევრი საერთო აქვთ ენასა და ტრადიციებში, ეს იმიტომ რომ მეზობელი ერები ვართ და არაა გასაკვირი,არც დასაძრახია.
    ფაქტია, რომ მომავალს ერთიანი კავკასიის თვალით უნდა ვუყუროთ!

    რამოდენიმე პატარა ფაქტი:
    “ანატორის ჯვარი” შატილიონებისა და ქისტების საერთო სალოცავია. ანატორის ჯვარში ბოლო დრომდე მოდიოდნენ ქისტები სალოცავად საკლავით, ქადა-პურითა და სანთლით. XX საუკუნის ოციან წლებში ანატორის ჯვარს ჰყოლია გამორჩეულად წმინდა და ჯვარ-ხატების კარგი მცოდნე ქისტი ხუცესი ბაგახა. ის მთისიქითა ქისტეთიდან მოდიოდა ანატორის ჯვარში სანთლით, საკლავითა და ბაჩაყურეებით (სამკაპა ან ოთხკაპა ქადის მსგავსი) ჯვარს ადიდებდა. შემდეგ ქისტები მოხარშულ ხორცსა და ბაჩაყურეებს ხალხს ჩამოურიგებდნენ. ხევსურ ბავშვებს განსაკუთრებით უხაროდათ ქისტების მოსვლა ანატორის ჯვარში. ბაგახა სანთელს რომ აანთებდა, ასე ლოცულობდა: _ “ნაქორინწა წეიმ ბარა”! _ გწყალობდეთ ანატორის ჯვარიო.

    “ანატორის ჯვარი მტრედის სახით მოფრინდებოდა, აკლდამაზე დაჯდებოდა და ღუღუნს დაიწყებდა ხოლმე… მხოლოდ ბაგახას _ ქისტ ხუცესს შეეძლო ჯვრის ძალით აკლდამასთან ასვლა, ხოლო მტრედი მხარზე დააჯდებოდა მას და კლდეებზე დაატარებდა. მტრედი და დროშა, როგორც ანატორის ჯვრის სახე, ქისტ ხუცესს ხშირად ქისტ სოფლებშიც მიჰყავდა და იქ ხუცობდა”. როგორც მთხრობელმა ჩორეხ ჭინჭარაულმა მიამბო ქისტებს ხევსური ხუცესიც მიჰყავდათ თავიანთ სოფლებში: “ჩემ პაპა გიგიაც შატილის ხუცეს იყვის, მიჰყავდისთ ქისტეთჩი და ახუცვინებდიან ბანებზედ” (ხ. მამისიმედაშვილი, “ვაინახები და ქართველი მთიელები”, გვ. 21).

    ერთ საინტერესო აზრს წავაწყდი ფორუმზე:
    “სუფთა სისხლის ქართველები არიან თუშებიც, ფშავლებიც, ხევსურებიც მარა არიან ვაინახური წარმოშობის, მაქედან ვაინახური ენა დღემდე წოვა თუშებს შემორჩათ, ჩენებურ მთიელებს, ანუ ზემოთ ჩამოთვლილთ, რომ ჩამოაშორო ქრისტიანული რელიგია და ჩეჩენ-ინგუშებს ისლამი, ფაქტიურად ერთი ხალხია ერთნაირი სოფლებით, ერთნაირი არქიტექტურით, ერთნაირი სამზარეულოთი, ერთნაირი ცეკვით, ერთნაირი ტრადიციებით, პროსტო ჩვენებურ მთიელებში ქართულმა გავლენამ თავისი ქნა, ქართულ სახელმწიფოში მოეცნენ და საქართველოს მეფეები ყოველთვის ცდილობდნენ მთის დამორჩილებას, ანუ დაიმორჩილეს აქეთა მხარე, სადამდეც ცხენის ფეხი მოუწვდათ, ქართული სახელმწიფოებრიობის გავლენამ ბოლოს თავისი ქნა, თუმცა ბოლომდე არავის არ ემონნენ მაინც. ზურაბ არაგვის ერისთავი მათი დამორჩილების მცდელობას არ შეეწირა სულაც?
    მოკლედ “ვაი ნახ” ნიშნავს “ჩვენ ხალხს” ვაინახურ ენაზე, სწორედ ხევსურების, თუშების და ფშავლების გამოგვიწოდებენ ისინი მოძმე ხალხს, ნებისმიერ ჩეჩენს, რომელიც მიჰყვება თავისი წინაპრების კვალს და რომელმაც იცის “ვისი გორისაა”, შეკითხვაზე მოძმე ერი ვინ არის თქვენიო, პირველ რიგში ქართველს დაასახელებს, მიუხედავად იმისა რომ ზედ დაღესტანი ესაზღვრებათ და შერეული დაღესტნურ-ვაინახური სოფლებიც კი არსებობს. ნამდვილი კავკასიელი მთიელი ვინახი ლეკის და ქართველის ჩხუბის დროს ქართველის მხარეს დაიჭერს ისე რომ არც იკითხავს რომელია ლეკი და რომელი ქართველი, იერზე არ შეეშლება! არ გეგონოს მე რამე მოვიგონე , პაპაჩემს ყავდა ძმადნაფიცი ლეკი, იმან მომიყვა ბავშვობაში, თვითონ პაპაჩემსაც ბევრი რამე აქვს მოყოლილი, ზოგი ლეგენდა, ზოგიც ნამდვილი”

    ვაინახი

    ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებაა და ნიშნავს «ჩვენს ხალხს». ამ ეთნონიმით ეს მონათესავე ხალხები თავიანთ თავს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეთნოსებისაგან გამოაცალკევებდნენ. ვაინახები ცენტრალური კავკასიის ოდინდელი მკვიდრნი არიან. ჩეჩნების თვითსახელწოდებაა ნოხჩი, ხოლო ინგუშებისა ღალღაი. ისინი ჩრდილო-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში ერთიანდებიან. ისტორიული ნარკვევი
    ვაინახებს უშუალოდ ემეზობლება ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს ერთი მონაკვეთი — თუშეთი და ხევსურეთი. ტერიტორიული სიახლოვე ხელს უწყობდა მეზობელ ქართულ თემებში ვაინახური მოსახლეობის ინფილტრაციას. XI საუკუნიდან, ვაინახების ის ნაწილი, რომელიც მთიან ზოლში ცხოვრობდა, საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. აქ საქართველოდან გავრცელდა ქრისტიანობა და, შესაბამისად, ქრისტიანული კულტურის ელემენტები. მართალია, ახალმა რელიგიამ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მსგავსად, ვაინახებშიც სრულყოფილად ვერ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ამ გარემოებამ მაინც, გარკვეულწილად, განაპირობა საქართველოსაკენ მათი ორიენტაცია.
    მოსახლეობის დინება, ძირითადად, ბარისკენ ხდებოდა, მაგრამ ამავე დროს იყო მთის პირობებში ახალი საცხოვრებელი ადგილების ძიების ფაქტებიც. ვაინახები ქართულ ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ ცალკეულ კომლებად და ზოგჯერ ერთდროულ მასობრივ დასახლებებსაც ქმნიდნენ. დროთა განმავლობაში ხდებოდა მათი ასიმილაცია.

    ქართულ წერილობით წყაროებში თავდაპირველად ვაინახური ტომები კავკასიანებად ან დურძუკებად//ძურძუკებად მოიხსენიებიან, თუმცა მოგვიანებით,
    ეს ეთნონიმი კონკრეტულად ჩეჩნების აღმნიშვნელად იქცა, ხოლო ინგუშების აღსანიშნავად გვხვდება ეთნონიმი ღლიღვი. გვიან ფეოდალური ხანიდან
    ქართველთა ლექსიკონში მკვიდრდება ეთნონიმი ქისტი, რომელშიც ჩეჩნების გარდა ინგუშებიც იგულისხმებიან. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ეთნონიმ ქისტს დღესაც ორივე ხალხთან დაკავშირებით ხმარობენ. ამავე დროს, ქისტებად იწოდება საქართველოს მოსაზღვრე თემებიდან პანკისის ხეობაში გადმოსული და კომპაქტურად მოსახლე ჩეჩნური წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფი (ზოგიერთი ავტორის შეხედულებით, ქისტები ცალკე ვაინახური ტომია). ვაინახების საქართველოში მიგრაციის მიზეზად მკვლევარები მთიელთა ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მეტად მწირ მიწის სავარგულებს, სისხლის აღების ტრადიციასა და შამილის მიერ გატარებულ რელიგიურ რეფორმებს მიიჩნევენ, აგრეთვე, ე.წ. «ბეითალ-ვაჴარის» (ბეითალმანობის) წესსაც, რაც დაწინაურებული მეურნეობის მქონე ოჯახისთვის საქონლის ნაწილის კონფისკაციას გულისხმობდა: თუ რომელიმე მეურნეს საქონლის ჯოგი ძალიან გაუმრავლდებოდა, თემის უხუცესნი გადაწყვეტდნენ პატრონისათვის ჩამოერთმიათ «ზედმეტი» საქონელი და თანასოფლელებს შორის გაენაწილებინათ. ქონების ჩამორთმევისათვის თავის არიდების მიზნით, მეპატრონე კავკასიის ქედს გადაღმა ეძებდა თავშესაფარს. ამ მიზეზით, ბევრმა ვაინახმა დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და საქართველოში გადმოსახლდა. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ვაინახური ეთნიკური ერთეულის შემოდინებას თავდაპირველად ჩვ. წ. III საუკუნეში ჰქონდა ადგილი, როდესაც ფარნავაზ მეფის ძემ, საურმაგმა, პოლიტიკური მოსაზრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მასობრივად გადმოასახლა თავისი დედულნი — დურძუკები. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დასახლებული დურძუკები დროთა განმავლობაში გაქართველდნენ. ამის შემდეგ
    კავკასიონის ქედის სამხრეთით ვაინახთა გადმოსახლების პროცესი ინტენსიურ ხასიათს XIII საუკუნიდან იღებს, ხოლო XVIII საუკუნის მიწურულიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა — ერთეულ შემთხვევებს მოგვიანებითაც აქვს ადგილი. XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან საქართველოში გადმოსული ვაინახები, ძირითადად კი ქისტებად სახელდებული ჩეჩნები, თიანეთისა და თელავის რეგიონებში ბინავდებოდნენ. ამათი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა, ხოლო ნაწილი პანკისის ხეობაში დასახლდა.
    ვრცლად: “ეთნოსები საქართველოში”-“ვაინახები” http://ftp.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000725/00-Tituli.pdf

  • 14/03/2011 at 20:01
    Permalink

    მართალი ხართ. ანატორი (ღვთის ხელი ,,ტორი”) ერთობლივი სალოცავი იყო და ასევე ლაშარიც, კარატი, ხახმატი(რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი). უბრალოდ ვერ მოიძებნა ერთი სახელი რომელიც ქართულ, ვაინახურ, ინგუშურ ენაზე მოსაუბრე ხალხებს ერთი გვექნება. ჩემი აზრით, ესენი არიან ,,იბერიული ენები”, რომელიც ჩრდილო კავკასიაში შემორჩა(ჩაჩნეთში არის ღოდობერიული დიალექტი). ბამუტის რაიონში არის ,,მკვდართა ქალაქი”, იგი ვნახე 1987 წელს და შიგ სამკაულებიც იყო შემორჩენილი და ზედ წინაქრისტიანული ჯვრებით (ტოტიანი ჯვრები) მოსევადებული ორნამენტები. კულტურული ფონი სამხრეთიდან ადიოდა, ამას ადგილობრივი ისტორიკოსებიც აღიარებენ. ქართულ და ინგუშურ ენების გარკვეული მსგავსებები გენეტიკურია და არა მეზობლური (რასაც რუსი ,,მეცნიერები” ამტკიცებენ). შორს დასავლეთ ევროპაში ობლად შემორჩენილი იქაური იბერიული ენის მემკვიდრე ბასკურ ენაში (ჰ.შუხარდტის მიხედ) არის როგორც ქართული ისე ვაინახური ენის მსგავსი სიტყვები. ჩემი სურვილია შეიქმნას ,,იბერიულ-კავკასიური სამეცნიერო ცენტრი”, რომელიც ამ ხალხის ცხოვრების სწორად დამფასებელი და მაკორდინირებელი იქნება. გ.გ.ბორჯღალიონი

    • 23/02/2013 at 12:10
      Permalink

      რა არის ვაინახურის მონათესავე შენ ხომ არ გაკლია მაგ უნაოჭო ტვინში ნაოჭები,ხევსურების ლაპარაკი შეგახსენო?..

      როგორაა იგივე ენა როდესაც მეზობლები არიან ხევსურები და ვაინახები და ერთმანეთის ენები არ ესმით,ეს ნიშნავს რომ სხვადასხვა ხალხია.

  • 15/03/2011 at 13:24
    Permalink

    კავკასიის სამეცნიერო ცენტრის შექმნა კარგი იდეაა,იმედია ვინმე იკისრებს მომავალში და გაურკვეველი გაირკვევა, რაც საკმაოდ რთული იქნება.
    ისტორია ხომ არაზუსტი მეცნიერებაა და ადვილად შესაძლებელია შეცდომების დაშვება,როგორც დღეს ხდება, გარკვეული მიზეზების გამო.

    ამაზე ბევრის ბჭობა შეიძლება,მთავარია მოქმედება, საქმე გაკეთდეს და მხოლოდ ამ გვერდზე და გუნებაში არ დარჩეს,რომ რუსმა “პოლიტ მეცნიერეებმა” ისტორია არ დაგვიმახინჯონ.

  • 27/03/2011 at 20:05
    Permalink

    ევროპაში მარტო ბასკები არ არიან შემორჩენილი გამოსაკვლევია გასკონელები კორსიკელები და ამავე დროს ირლანდიელები რომლების საკუთარ თავს ჰიბერიონებს თუ ჰაიბერიონებს უწოდებენ (სამწუხაროდ ვერ ვიხსენ ზუსტად სახელს) და ამბობენ რომ ესპანეთიდან გადმოსახლდნენ კუნდძულზე. მქონდა ამ თემაზე საუბარი რამოდენიმე ირლანდიელთან რომლებიც მიიჩნევდნენ რომ ქართველები მათი მონათესავ ერია.

  • 19/01/2012 at 03:19
    Permalink

    ვეინახები -,, ვეი ნახ” მე როგორც ვიცი არის- ,,ჩვენი ხალხი” და ამ განსაზღვრების ქვეშ ვგულისხმობთ ერთი და იმავე ხალხის რამდენიმე ტომს:საკუთრივ ჩეჩნებს,ინგუშებს და ბოლო დრომდე პირიქითელი ვაინახებისთვისაც უცნობ პანკისის ქისტებს.თვით ეთნონიმი ,,ქისტი”როდის წარმოიშვა ეს ზუსტად დადგენილი არ არის. ვაინახთა ორ ეთნოსს – ჩეჩნებს და ინგუშებს რუსებისგან მიეცათ სახელები აულების – ჩეჩენის და ანგუშტისგან.ეს მე-19 საუკუნეში მოხდა ,როცა ვაინახური პრობლემა მსოფლიო მასშტაბით აქტუალური იყო.მანამდელ ზედწოდებებს რაც შეეხება,მე-18 საუკუნეში შედგენილს რამდენიმე რუსულ საბუთში,როცა პეტრე პირველის მიერ დაწყებული კავკასიური კამპანიის გაგრძელება მისი მემკვიდრეების მიერ ,,ღირსეულად”მოხდა,ფიქსირდე​ბა სახელი ქისტი რომელიც ვაინახთა საერთო სახელად უნდა მოვიაზროთ ახლა და ალბათ ის ისტორიკოსნიც ასე გულისხმობდნენ.სავარაუდოა, რომ ეს სახელი მაშინ რუსებმა ქართველებისგან აიღეს,რადგან თვით რუსებს პირველად მოუხდათ ვაინახ ხალხთან შეხება(და ზოგადად კავკასიი ხალხებთან,მაშინ მოხდა მეტ-ნაკლებად ინტენსიური ურთიერთობა)და ცხადია ,მათ ამ ხალხის აღმნიშვნელი სიტყვა ენაში ვერ ექნებოდათ.ქართველი მთიელები კი ,რომლებიც ვაიახების მეზობლები და ნათესავები არიან(განსაკუთრებით თუშები,ფშავლები და ხევსურები)მათ მოსაზღვრედ ,ისტორიულად მდებარე ვაინახთა ქვეყანას ეძახდნენ – ქისტეთს და ამ სახელწოდებით აერთიანებდნენ მთელი დღევანდელი ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რიგ ხეობებს,რომელიც მერე გაიყო და ეს დაყოფაც პირობითია.მარტო პანკისის ვაინახებს რომ ვეძახდეთ ქართველები ქისტებს, მაშინ ფშავ-ხევსურულ ხალხურ პოეზიაში მაისტის,მითხოს(მელხისტის)ტ​ერელოს ,ჯარიახის ხეობების მკვიდრთ არ ერქმეოდათ ქისტები და მათი განსხვავებული ჩამომავლობის შემთხვევაში არ გაუჭირდებოდათ ჩვენს მთიელებს მათთვის საკუთარი სახელების დარქმევა.თუმცა ქართული ისტორიოგრაფია მშვენივრად ანსხვავებს ვაინახი ერის ქვეეთნოსებს ,ინგუშებს მოიხსენიებს როგორც ღლიღვებს ,ხოლო ჩეჩნებს როგორც ,,ძურძუკებს” .ქართველი ერის ტომობრივი განსახვავებულობის აღმნიშვნელი სახელები ვაინახებსაც აქვთ.მაგ:ფშავლებს ქვიათ-შვეი,თუშებს -ბაცოი,მოხეევებს-ბიენო დ ასე შემდეგ.მაგრამ ვაინახებმა კარგად იციან რომ ესენი ყველანი ქართველები არიან და დაზემოთხსენებულ კუთხის მცხოვრებთა სხვა ერებად მოხსენიება არავის მოსვლია აზრად.მე ესე მესმის – როგორც ქრთველი ერის ფორმირება მოხდა ორი ძირითადი, ერთი ჩამომავლობის ტომისაგან მეგრელთაგან და ქართთაგან,ასევე ვაინახური ერი შექმნა ინგუშურმა(ღალღა) და ჩეჩნურმა(ნოხჩი)სუბეთნოსმა

    • 22/02/2013 at 20:21
      Permalink

      იბერიელები არიან დღევანდელი შიდა ქართლის,იმერეთისა და კახეთის მნიშვნელოვანი ნაწილის მოსახელობა. ქართლელები არიან,არიან ქართლელები ანუ სპარსელები იგივე ეს ქართლელები დღევანდელი ქართლის მოსახლეობის ერთი ნაწილია,სვანები ტაოელების მეორე მონათესავე შტოა,სვანები და ტაო-კლარჯები იგივე ტაოხები იყვნენ დიაოხები,მეგრელები ადრე კოლხები არიან ეგვიპტელები,აფხაზები ჩრდილოკავკასიელი ტომების აფსუებისა და აბაზგების შთამომავლები,იმერხეველები-შავშები-აჭარლები არიან ხალიბებისა და მოსინიკების შთამომავლები,მეხები არიან მუშქების შთამომვლები,გურულები აჭარულისა და იმერულის ნაზავია.რაჭველები-ლეჩხუმელები არიან სვანებისა და ძველი იბერების სინთეზის შედეგნი ზოგადად,ხევსურები არიან ძველი ებრაელები,ფშავები ფხოველთა ერთი ნაწილი,თუშები ვაინახები,მოხევეები წანარები იგივე ძურძუკები არიან ფშავლებიც,მოხევებიც,თუშებიც,ცხავატელები,ცხრაზმისხეველები,ხადელები,წიკლნელები,გუდამაყრელები,პირიქითა “ხევსურები” რომლებიც მეფე საურმაგის დროს გადმსახლებულ ძურძუკთა შთამომავლები არიან.ვაინახები ნაწილი სირელები არიან,ნაწილი შუა აზიიდან წამოსული მომთაბარე მონღოლურ-ყაზახური ტომების შთამომავლები,ოსები იგივე სკვითები ანუ სპარსელები,დაღესტნელები ზოგადად და ყუმუხები თურქუული წარმოშობის ხალხია.

      ამ ყველა ტომებიდან ყველაზე აღზევებული ასე ვთქვათ არიანელი წართლელები გამოვიდნენ და ასპარეზი მას დაუთმეს სხვადასხვა ხალხებმა და აქედან ეწოდა მთელს ახლომახლო რეგიონს ქართლი და შემდგომ საქართველო.

      რეალობა ესაა.

  • 02/02/2012 at 19:56
    Permalink

    ,,მეგრელთა და ქართთაგან”?, მესხები და იბერები ვინღა იყვნენ? რაებს წერენ აქ?. ბასკებშია შემორჩენილი ურ-ზე და ია-ზე დაბოლოებული უძველესი გვარები და ეს ნიშნავს რომ არსებობდა უძველესი იბერიული მოდგმის ხალხები. კვაშილავას პარტია აქაც შემოვიდა?

    • 23/02/2013 at 12:04
      Permalink

      ეგ ნაბოდიალები დაივიწყე აბსოლიტური სისულელეა, მართლა რას ბჟუტურობ შე ჩმორიკო,ვინ არიან და მეგრელები მეგრელები არიან,ქართები ქართლელები, და შენი კითხვა მესხები და იბერები ვინღა იყვნენო…მესხები არიან დღესაც მესხები მემგონი და წინაპარი მათი მუშქები იყვნენ,იბერები კი გაფანტულნი არიან მთელ საქართველოში,იბერია ეწოდებოდა ქართლიდან დაწყებული დამთავრებული შავ ზღვამდე აჭარის,შავშეთის,და ტაოკლარჯეთის ჩათვლით მოქცეულ ტერიტორიას!ხევსურები ხევის ურიები არიან!ნუ ჭამ ტვინს თორემ მაგ თავს გადაგიხეთქავთ შუაზე შენ და შენნაირ გაუნათლებელ არახალხს! ბლიად

  • 14/11/2012 at 15:38
    Permalink

    იაღსარი ხევსურთ სალოცავად გაქვთ მოხსენიებული. შუაფხო-ფშავია. მე ფშაველი ვარ და ვიცი, რომ ჩემი გვარი იაღსარის ყმაა…

    • 28/11/2012 at 17:27
      Permalink

      ნია,
      კი, შუაფხის საყმო იაღსარისაა, თუმცა ღვთისშვილების უმრავლესობას ბევრი საყმო ჰქონდა. იაღსარის ხატის ფუძე ფშავში იყო, თუმცა ხევსურნიც ყმობენ.

      ანდრეზებში ხშირად კოპალასთანაც აიგივებენ იახსარს (მაგალითად, აბუდელაურის ტბებში დევნილი დევსის ლეგენდის სხვადასხვა ვარიანტში გმირი განსხვავებულია_ზოგი მთხრობელი დევების დევნას კოპალას მიაწერს, ზოგიც _იაღსარს) , თუმცა უმრავლეს შემთხვევაში დამოუკიდებელი გმირები არიან.

  • 29/11/2012 at 13:29
    Permalink

    მოკლედ მე წავიკითხე აქ გამოთქმული აზრები და მინდა ვთქვა რომ არცერთს არ ვეთანხმები გარდა ავტორისა რომელმაც სამართლიანად გამიჯნა ხევსურები ვაინახებისაგან,ჩემი ღრმა რწმენით ხევსურებს ნამდვილად ვთვლი ებრაული წარმოშობის ხალხად,იმაზე ლაპარაკი რომ როგორ შეიძლება ეს ასე იყოს კი ბატონო ეგ თქვენი აზრი იქნება მაგრამ მე დავამტკიცებ უახლოეს მომავალში ხევსურთა ებრაულ წარმოშობას,ფაქტები:ებრაელები ნამდვილად ცხოვრობდნენ ზანავში,სარკინესა და ჰურიათუბანში მთელი არაგვის ხეობების შეყოლებით,ცნობილია რომ 3000 სული თუ ოჯახი შემოვიდნენ ქართლში ებრაელები,ჯერ იმაზე დავფიქრდეთ, თუ ვთქვათ 3000 სული შემოვიდა ქართლში,როგორ შეიძლება დღევანდელი ეგრეთ წოდებული ქართველი ებრაელები წარმოადგენდნენ იმ 3000 სულის შთამომავლობას სულ რაღაც 1000 კაცის ოდენობით,(1000 კაცი 1989 წლის მონაცემებით) 2600 წლის მანძილზე,(დღვანდელი ეგრეთ წოდებული ქართველი ებრაელობა არიან გვიან პერიოდებში მოსულები,ხევსურები კი პირველი ნაკადია)ისტორიის შესაძლო განვითარება ასეთი იქნებოდა ებრაელთა პირველი ნაკადი რომლებიც სახლდებიან არაგვის ხეობის შეყოლებებზე და მის მიმდებარე ქალაქებში,შემდგომ ხდება მათი უფრო ჩრდილოეთით განსახლება,ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს,მაგალითად მტრის შემოსევა,ან სულაც სამეფო ხარკის შეწყვეტა და უფრო დაცულ ადგილზე დამკვიდრება რომელსაც დღეს ხევსურეთი ჰქვია,თუ ამ რაოდენობის ებრაელები შემოვიდნენ ქართლში,გასაკვირი არცაა რომ მათ შეექმნათ ცალკე ტერიტორიული ერთეული “ხევსურეთი”ანუ ხევის ურიებით დასახლებული ადგილი ხალხნო,როგორ გჯერათ 3000 კაცი შემოვიდა 2600 წლის წინ და დღეს აღარვაინ აღარაა საქართველოში მათი შთამომავლობა?ზოგიერთი იძახის რომ ებრაელები არ კარგავენ თავის თავსო,თავად ტერმინი ხევსური უკვე ნიშნავს ებრაელს,უბრალოდ ამან ისეთი ფორმა მიიღო დღევანდელობაში რომ ვითომ არც ასოცირდება ებრაელთან ხევის ური(მაშინ რატომ დაიკარგნენ ებრაელები საჰარაში ,ტუარეგებში რომ აირივნენ?ეს მხოლოდ 7-ე საუკუნეში მოხდა ასე რომ ნუ გიკვირთ თუ ვინმე დაიკარგა, თან ხევსურები დაკარგულად სულაც არ ითვლება,ვინც არ აქცევს ყურადღებას ხევსურეთსა ამ სიტყვას),გვარების დაბოლოვებას სხვა ახსნა არა აქვს,შანსი არაა რომ ეს სხვანაირად აიხსნას,რჯული და კანონები საიდან შეიძლება მოვიდეს თუ არა ებრაელთა მიერ შეტანილი რწმენის ნიმუში?ვაჟას მამის გადმოცემას საინტერესოა რატომ არ უჯერებენ?ასეა ტერმინ ურიას ვერავინ ვერ ახსნის გარდა ებრაელობისა საჭიროა დაუყოვნებლივ ჩატარდეს გენეტიკური კვლევები,დარწმუნებული ვარ რომ ხევსურებს ებრაული გენეტიკა აქვთ,პირაქეთელებს ანუ (ჭინჭარაული,არაბული,გოგოჭური,გიგაური,წიკლაური,ბექაური ,ბევრი სხვა გვარები კიდევ და ამათი განაყარი გვარები),ზოგადად კიდევ ხალხნო ფაქტები დევს ისტორიული რომ ებრაელობა არაგვის ხეობის ქალაქებში დასახლდნენ ,რჯული და კანონები არსებობს, ურია ტერმინი გვარებში და სახელწოდებებში,ანუ მხოლოდ თუ ვინმეს რჯული შემოეტანა ეს იქნებოდნენ ებრაელები,რა ბასკები,რა ირლანდიელები,რა ესპანელები ეს არის ძალიან მაგარი სიცრუე,სიყალბე,და საცოდავობა ან მაპატიეთ და “უზნეობაც და უგუნურობაც”ფაქტებზე ვისაუბროთ,იმაზე, ვინ შემოდიოდა ,სად შემოდიოდა და როდის,რაც შეეხება სხვა ფაქტების ვითომ არ არსებობას ზოგიერთისათვის,დავითის ვარსკვლავი რატომ არააო ხევსურთში,ჯერ ამას რომ ამბობ როცა ებრაელები ქართლში შემოვიდნენ ანუ 2600 წლის წინ მაშინდელ იუდეაში იყო ან იხმარებოდა ეგ ვარსკვლავი???ებრაელები რომ ქართლში შემოვიდნენ მაშინ აქ მაზდეანური რწმენა იყო,მერე ქრისტიანობა შემოვიდა,და კიდევაც, ასე ვთქვათ იმფორმაციულად მადლობლები უნდა ვიყოთ ხევსურების.ჩვენი წინაპრების რომ რჯული და კანონები მაინც შემოგვინახეს “ურჯულო და უღმრთო ” ქვეყანაში,ალბათ ზოგიერთს ისიც ავიწყდება თუ რატომ დაიპყრო და რატომ აქცია ბაბილონმა იუდა და ებრაელები ლტოლვილებად,ეს ღმერთის ძალით მოხდა სწორედ იმიტომ რომ ებრაელებმა დაივიწყეს უფალი და ქალდეველთა და ამორეველთა რწმენას მისდევდნენ ,ამიტომ დაისაჯნენ,და ზოგიერთს უკვირს რატომააო ხევსურეთში ქალდეველთა ურის დროინდელი რწმენაო,ზუსტადაც რომ ეს კარგი საბუთია,თქვენ ზოგიერთებმა იმას კი არ უნდა უყუროთ და შეადაროთ დღვანდელ ებრაელობას ხევსურები,არამედ 2600 წლის წინ რა მდგომარეობა იყო ისრაელში და ებრაელებში,საკუთარ სანმშობლოში ,სანამ აქ მოვიდოდნენ,ამაზე მეტი საბუთი რაღა გინდათ რჯული და კანონები,დაბოლოვებები,სახელწოდებები,ზუსტად პასუხობს ხევსურული რწმენა ყველაფერს რაშიც ხევსურებს ანუ ებრაელებს მოუწიათ ყოფნა,თავად ისრაელში ქალდეური რწმენა გამოყვათ ,თუმცა რჯულიც კარგად ახსოვდათ,მერე აქ მაზდეანობაც იქონიებდა გავლენას,მერე ქრისტიანობა,აი ამ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს სწორი დასკვნა,რაშიც მე დარწმუნებული ვარ რომ ხევსურთა ებრაული წარმოშობა დამტკიცდება,რაც შეხება ჩრდილო კავკასიაში თითოროლს ურით თუ ულით დამთავრებულ გვარებს ეგ ხევსურეთიდანაა გადაღებული რა გიკვირთ?საუკუნეები ერთად განიცადეს ბევრი რამ,თუ პირაქეთა ხევსურები ჩრდილოეთიდან არიან გადმოსულები რაც”სიბოროტეა”ამის თქმაც კი,რატომ არ დამკვიდრდნენ პირიქითა ხევსურეთში,მთელი რიგი ხევსურული გვარები?პირაქეთელები ანუ , ყველა პირაქეთელი პირაქეთა ხევსურეთში ცხოვრობს ანუ სამხრეთიდან არიან ასულები,ისტორას გადახედეთ მერე მოხდა პირაქეთელების მიერ პირიქითა ხვსურეთის დაკავებაც,მე შეურაცყოფას არავის არ ვაპატიებ ვინც გაუაზრებლად და უგუნურად აფრქვევს რაღაც აბსურდულ აზრებს,ხევსურების ერთადერთი ახსნა მათი ებრაული წარმოშობაა!!!!!!1

    • 22/02/2013 at 18:45
      Permalink

      შენ, ჩემო მეგობარო, გეტყობა კარგად იცი ხევსურეთის ისტორია და იქნება ისიც ამიხსნა თუ რატომ დღესასწაულობენ ხევსურები ბერძნების ღმერთის (ათინას) დაბადებას. ათენგენობა ხომ ხევსურების ცნობილი დღესასწაულია.სხვა დროს სანამ რამეს დაწერდე ცოტა უფრო მეტი წაიკითხე.

      • 22/02/2013 at 20:02
        Permalink

        შემთხვევით ისიც ხომ არ შეგახსენო რომ ახლა რომ ეკლესიებში დადიან ხევსურები და პირჯვარს იწერენ დიდის ამბით ,მანამდე რატომ იყო რომ ქრისტიანობა ვერაფრისთ ვერ მიაღებინეს ბოლო დრომდე?

        ათენგენობა წარმათული დღესასწაულია და ბევრი რამ კიდევ და ხევსურეთში იგი შესულია მისი პოპულარიზაციის გზით საქართველოში.

        წაკითხვით მე რაც 5(ხუთი)წლის ასაკში მქონდა წაკითხული და ცოდნა იმის მეასედს რომ მიაღწიოთ სიბერემდე დრო არ გეყოფათ უბრალოდ.გამოხტებიან აქ გაუნათლებელი ლაწირაკები რომლებმაც წიგნი როგორ უნდა დაიჭირონ ის არ იციან,წადი და ტელეფონზე სმს -ები აგზავნე შენი საქმე არაა ხევსურეთის ისტორიის კვლევა რადგან ამის მისაღწევად და ამის უფლების ბოძებისათვის მოგიწვეს მრავალი ათეული წელი რათა მთლიანად შეისწავლო ხევსურეთის ისტორია,ისტორია და არა 100 და 50 წლის წინანდელი ამბები! მოგიწევს მთელი კავკასიის ხალხების ისტორიის შესწავლა,მოგიწევს ძველ ებრაელთა ისტორიის შესწავლა,იმდრონდელი ძველი მსოფლიოს ქვეყნების ისტორია,იმ დროინდელი ვითარება როგორი იყო საქართველოში(ქართლის სამეფოში),მოგიწევს ლინგვისტიკური საფუძვლების ცოდნა ,ძველ ებრაელთა გრამატიკის შესწავლა და მისი განვითარება ჩასახვის გზები საქართველოში როგორ მიმდინარეობდა,მოგიწევს ანთროპოლოგიისა და გენეტიკის მეცნიერებებში ჩახედვა.

        აგიხსენი თუ არა რატომ ზეიმობენ ხევსურები ამ წარმათულ დღესასწაულს?ისევე როგორც დაივიწყეთ თქვენი ძველ ებრაული რელიგია რჯულითა და კანონებით ცხოვრება და საერთოდ თქვენი ებრაელობა,ურიები რომ იყავით ადრე,და ახლა ის გაგიკვირდეს რომ ათენგენობაც დიდი სიამოვნებით მიიღეთ,ახლა რომ ხევსურები კოხტად დადიან ეკლესიებში,500 და 1000 წლის წინ ხევსურების წინაპრები ებრაულ რწმენას მისდევდნენ,რჯულსა და კანონებს იცავდნენ და წინდაცვეთის წესსაც რათქმა უნდა,მცხეთიდან იმიტომ მოხდა ებრალეთა განსახლება მთიანეთისკენ რომ მათ ბაგინზე დააშენეს ეკლესია და ამ “ურჯულობას”გამოერიდნენ რადგან ქრისტიანობა მათთვის მიუღებელი იყო.შეურაცყოფას სანამ მიაყენებდმე ჩემნაირ განათლებულ ხალხს სჯობია ცოტა აზრზე მოხვიდე და მე კი არ უნდა მისვამდე სასაცილო და უაზრო კითხვებს რაც გაინტერესებს ის უნდა იკითხო და არა ვინმეს ჯინაზე ჩაუდგე.

        ი ბავშვი თოხლაობს, ი ამე წამაიღევი,მაიტანევი,შაჭამევი,დალივევი – აი ამ და ასეთ წინადადებებში ნახევარი სიტყვები და სუფფიქსები ებრაულია!

        ი და ვი,ვე ებრაული სუფიქსებია და ასე ხევსურები ლაპარაკობდნენ,ბოლო დრომდე მოხუცები (ძველი თაობა)

        ხევს ურები ნიშნავს იგივე ხევის ურიებს და ურია თუ არ იცი რა არის მაშინ ასათიანი გჭირდება

  • 29/11/2012 at 21:52
    Permalink

    ვინც ამ საიტზე ხევსურებს ებრაულობის გარდა დააბრალოს სიბოროტე,კორსიკელობა,სიცილიელობა და ესპანურ ბასკობა,ის არაადამიანია ,რომელიც გამიზნულად შეურაცყოფს ხევსურებს,ს ოჯახ…. რომელ ესპანელსა და კორსიკელს აქვს რჯული და კანონები?ებრალები შემოვიდნენ ქართლში,და კორსიკლები აღარ მახსენდება ნეტავი როდის?უაზრო ხარ ვიღაცა აქედან ააცვი სანამ დროა,სპარსო ურჯულო,გითხრეს თურმე ირლანდიელებმა მონათესავე ერი ვართო და შენც დაუჯერე არა? არა ზანგებს უფრო უნდა დაუჯერო ხოლმე,პროსტა რომ ვფიქრდები ასეთ დაუნებზე და დასახვრეტ ხალხზე,რომლებიც ცოცხალ ფაქტებს რომ ხევსურები ებრაელები არიან ფეხებზე იკიდებენ და მკვდარ ფაქტებს კი ,ხევსურთა ირლანდიელობას აკავშირებენ ერთმანეთთან ასეთი ადამიანი იმენა ცოცხლად უნდა დამარხო,რეებს მიედმოედებით ფუი თქვენი სატანისტი დედაც…………

  • 30/11/2012 at 10:18
    Permalink

    ქართველი ეთნოსი როგროც ერთი ჩამოყალიბებული ეთნოსი არ არსებობს ასეთი რამ ისტორიაში,მეგრელები და ლაზები ერთი სპარსული გენეტიკის მატარებლები არიან,სვანები და ტაოელები დიაოხები,მესხები მუშქები,აჭარლები და გურულები იმერეხეველები არიან, ჭანების,ლაზებისა,მეგრელებისა და იმერლების ნარევი ანუ,აფხაზები იგივე აფსუები ანუ ჩრდილოკავკასილები,ქართლოსიანთა და კახთა საერთო მოდგმა ზოგადად 2 ვარიანტად მოიაზრება,ერთი თარგამოსიანთა შთამომავალნი,მეორე ხეთური წარმომავლობის ხალხად,რეალურად მთელი ქსნის ხეობის უძველესი მკვიდრი ხალხი სკვითთა შთამომავალნი არიან,ოსები იგივე,მარტო ქსნის ერისთავ ქვენიფნეველებს თუ გავიხსენებთ ესეც საკმარისია,ხოლო ხევსურები მი ებრაული წარმოშობის ხალხია,მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ საქართველოში წარმოდგენილი მცირე ეთნოსები ქმნიან საქართველოს და აქ ყველაზე ასე ვთქვათ დიდი ძალა აქვს ქართლოსიანთა სამეფოს და მისი ძალაუფლება ვრცელდება მთელ დღვანდელ ქართველებზე,და ამიტომ საქართველო ერქმევა,ზოგადად ეს კავკასიის გეოგრაფიული მდებარების გამოა ასე,ანუ გამოდევნილი ჯგუფები თუ ერების შემადგენელი რაღაცა ნაწილი თავს მთებს აფარებს,რეალურად კავკასიაში ძალიან ბევრი ეთნოსია,არამარტო ჩრდილოკავკასიაში არამედ თვით საქართველოში გენეტიკურად ასეა და რამდენიც გინდათ იმდენი იბაზრეთ ეხლა

  • 30/11/2012 at 12:07
    Permalink

    რატომ ამახინჯებთ ფაქტებს?თუ პირაქეთა ხევსურები ჩრდილოკავკასიიდან არიან გადმოსულები,რატომ არ დამკვიდრნენ პირიქითა ხევსურეთში,გვარების გიგაურების(ბლო)ჭინჭარაულების,არაბულების,გოგოჭურების(გუდანი)წიკლაურების (როშკა) და კიდევ ბექაურებისა და ბურდულების ძირი საიდანაა?ყველა პირაქეთა ხევსურეთიდანაა,და თუ დააკვირდებით რუკაზეც ყველა ეს სოფლები ერთ კომპლექს შეადგენს განსახლებისა,რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ერთი ეთნიკური ჯგუფია ეს გვარები რაც აქაა წარმოდგენილი,და კიდევ ერთი რაღაცა ანდერძებზე,წიკლაურები თურმე ფშაველები ყოფილან და მერე გადასულანო ხევსურეთში,და ჭინჭარაულები კიდევ თურმე კახეთის სოფელ მაღრანიდან თუ საჭინჭრედან ბატონს გაქცევიანო ის ასე მოსულა ხევსურეთშიო,რა შეიძლება ვუწოდოთ მას ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს?მე პირადად ვაჟას მამის ნათქვამზეც დავუჯერებდი მას,დამაეჭვებდა ხევსურული რჯული და კანონები საიდან იღებს სათავეს,აუცილებლად ყველა პირაქეთა ხევსურებზე ჩავატარებდი გენეტიკურ კვლევას და თუ მათ ებრაული გენეტკური ჯგუფი ექნებათ უკვე ყველაფერი დამტკიცდებოდა

  • 01/12/2012 at 16:59
    Permalink

    გ.გ ბორჯღალიონი თუ ვიღაცა,შენ ერთხელ გნახავ და იმენა ცოცხლად დაგმარხავ შე არაკაცო,რას ბოდიალობ,რეებს მიედმოედები,ბიჭი ხარ თუ გოგო მკიდია თუ გავიგე ვინ ხარ ან სად ხარ იმენა მაგარი გაფუჭდები,რომელ ბასკობაზე მელაპარაკები ან ირლანდიელობაზე?ვაფშე შენ თუ ვაინახი თუ ჩეჩენი ან ინგუში ხარ ეგაც მკიდია როცა საქმე ჩემიანებს ხევსურებს ეხება,ხევსურებს ნუ აიგიავებ ვაინახებთან,ხევსური ჰქვია იმიტომ რომ არიან ხევს მოსახლე ურები,და გვაქვს რჯული და კანონები!!! და წარმოვადგენთ პირაქეთა ხევსურებს!!!როცა აზრზე არა ხრა მიაყენე,სულ მკიდია სად იყავი 1987 წელს თუ რომელირაცა წელს ძაან კარგი თუ იყავი დაამტკიცებ მაგით ვაინახების ისტორია,ხევსურებს ნუ უმახინჯებთ ისტორიას,აქედან ჩანს შნი დამოკიდებულობა ხევსურებზე,ხევსურები როცა შემოვიდნენ ქართლში მაშნ 3000 ოჯახი იყო სულ და ნაწილი დღევანდელ ხევსურეთში დასახლდა,და დღს აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ხევსურებითა და ხევუსრნაყარი გვარებითაა დასახლებული!!!!

  • 01/03/2013 at 11:45
    Permalink

    ერთხელ კიდევ განვმარტავ და დავწერ ვინ ვინაა რადგან ზოგიერთი ვერ ან საერთოდ ვერ ერკვევა ვერაფერში.მოხევეების,მთიულების(ხანდოელები,ჭართლელები,ცხავატელები,ხადელები,გუდამაყრელები) თუშების და ფშაველთა ნაწილის გვარები ბოლოვდება ძე – თი და ნაკლებად შვილი – თ

    გვარების 95 % რომელიც ური-ზე და ული-ზე ბოლოვდება ფუძე აქვთ ხევსურეთიდან,კერძოთ კი პირაქეთა ხევსურეთიდან

    ჩამოვწერ გვარებს და დაინახავთ რომ ხევსურების გვარები მთავრდება ურით და ულით

    მოხევეების გვარები:

    ხულელიძე,ხუნაშვილი,ქირიკაშვილი,მოხევიშვილი,სუჯაშვილი,კაკალაშვილი,ხერატიშვილი,მარსაგიშვილი,კობიაშვილი,შიოლაშვილი,გელაძე,ზაგაშვილი,კორხიბაშვილი,ჩაბაიძე,ჭილალაშვილი,გუჯარაიძე,ქუქიშვილი,ავსაჯანიშვილი,ჩოფიკაშვილი,ყანობელი,ქუშაშვილი,ქერაშვილი,ალიბეგაშვილი,ხაიკაშვილი,ვარდიშვილი,გომიაშვილი,ეფხოშვილო, ჭუნაშვილი,სამყანაშვილი,ჩიბაშვილი,ღვინაშვილი,ფაჯიშვილი,ჟორჟიკაშვილი,ბულაშვილი,აიდარაშვილი,ჯანეზაშვილი,გაბრიაძე,ომიაძე,ზალდასტანიშვილი,რიჟამაძე,მარხვაიძე და ასე შემდეგ…

    მთიულების გვარები(აქედან ზოგი გუდამაყრელია,ხოგი ხანდოელი,ზოგი ცხავატელი…)

    ქავთარაძე,ნარიმანიძე,ბერიანიძე,ნაზღაიძე,ქარჩაიძე,ჭიკაიძე,ბენიაიძე,ოგბაიძე,კობაიძე,ალხანაიძე,ნადიბაიძე,ჯაღმაიძე,წამალაიძე,ზაქაიძე,ნათობაიძე,მთიულიშვილი,ლაზვიაშვილი,ღარიბაშვილი,ჩიტიშვილი,ტატიშვილი,ოდიშვილი,შერმადინი,მახარაშვილი,სუარიშვილი,ჯამაგიძე,ყველაიძე,მელიქიშვილი,ბეგოიძე,ბედოიძე,თორღვაიძე,მელაძე,რუსიტაშვილი,ყველაშვილი,დურგლიშვილი,მნათობიშვილი,ნათაძე,ამირიძე,გაგაძე,ხოსრუაშვილი,ბეჟანიშვილი,კედელაძე,ბედუკაძე, და ასე შემდეგ კიდევ ბევრია…

    თუშების გვარები გასაგებია რომ ძე-თი და შვილი-თ ბოლოვდება

    ხევსურების გვარები კი რომელიმე მიპოვეთ რომელიც ურითა და ულით არ ბოლოვდება,შვილით იმ შემთხვევაში ეწერებოდნენ თუ ხევსურეთიდან წამოვიდოდნენ და ძველ გვარზე აღარ რჩებოდნენ.

    მთიულეთში თუ ვინმეა ურითა და ულით დაბოლოვებული გვარები ყველა(დიდი ნაწილი მცირე გამონაკლისების გარდა) ხევსურეთიდანაა გადასული,მთიულეთში მცხოვრები გიგაურები,წიკლაურების,ბუჩუკურების,ბურდულების ფუძე ხევსურეთია(პირაქეთა ხევსურეთი) და შემდგომ არიან გადასულები ხევსურეთიდნა იმიტომ რომ ეს გვარები ეხმარებოდნენ არაგვის ერისთავებს ხევსურეთის დამორჩილებაში და ხევსურთა ერთმა ნაწილმა ერისთავებთან შეკრული ხევსურთა მეორე ნაწილი განდევნა ხევსურეთიდან.

    ფშავში კი გვარები ჩვეულებრივ შვილით მთავრდება ნახევარი მოსახლეობის,და ბევრი ურით დაბოლოვებული გვარები ხევსურული წარმოშობისაა ფშავში.

    ამასთან ასევე არიან ჩაჩნური და ინგუშური გვარები როგორც ხევსურეთში ისევე მთიულეთშI და ხევსურეობენ და მთიულობენ

    მთიულეთში ასეთი გვარებია აფციაურები და ჩოხელები რომლებიც ჩეჩნეთიდან არიან გადმოსულები და გუდამაყარში დასახლებულები.

    ხევსურეთში კი მთელი პირიქითა ხევსურეთის გვარები რომლებიც წარმოშობით არიან პირიქითიდან ასევე ჩეჩნური წარმოშობა აქვთ
    ასეთი გვარებია სისაურები,ლიქოკელები,ნაროზაულები..

    ბევრი გვარია გაერთიანებული თავად ამ გვარებში,ლიქოკელებში,ალუდაურებში,ქეთელაურებში ბევრია სხვადასხვა გვარები რომელთა უდიდესი ნაწილი ვაინახურია ასევე
    თავად ხევსურების გვარებში ჭინჭარაულებში,არაბულებში,გიგაურებში,წიკლაურებში ბევრი გვარებია გაერთიანებული,

    ბევრი გვარია ასევე ფშავლები რომლებსაც ასევე ვაინახური წარმოშობა აქვთ,მაგალითად ქისტაურები…

    ეს რაც შეეხება გვარების მცირე მიმოხილვას

    ახლა მატერიალურ კულტურულ ძეგლებძე ვისაუბროთ და ისტორიაზეც კიდევ.

    ჯერ დავიწყოთ იმით რომ ხევსურეთის ტერიტორია რომ ადრე სხვების იყო ამას მოწმობს ის ფაქტი რომ პირიქითა ხევსურეთის ძირძველი გვარები ჩაჩნური წარმოშობისაა და თავად პირაქეთა ხევსურეთშიც მოდიოდნენ ინგუშები თავიანთ ძველ ადგილებზე სალოცავად.

    მერე ის ფაქტი რომ ხევსურეთი შედარებით ახალი ტერმინია გვიანდელი,აქედან გამომდინარე გვიან მისულები არიან და არა ადგილობრივები.

    მეორე მხრიდან შევხედოთ სიტუაციას,ისმის კითხვა სად წავიდნენ მთიანეთისკენ განსახლებული ებრაელები 4-ე საუკუნეში როდესაც წმინდა ნინოს შემოსვლის შემდგომ ურიათა ბაგინი გადააკეთეს ეკლესიად,ამის გამო მცხეთის ებრაელთა უბანი დაიშალა რადგან ამან პროტესტი გამოიწვია ებრაულ თემში.

    ნუთუ ხევსურები რომ ხევს ურიებს ნიშნავს ამაში ეჭვი ვინმეს ეპარება?

    მარტო ხევსურეთი რომ გვქონდეს ჯანდაბას კიდევ მაგრამ გვარებშIც რომ ურია ტერმინი გვაქვს?რაც არ ფიქსირდება მეზობელ კუთხეებში

    ისმის კითხვა არის რაიმე განმასხვავებელი ნიშანი იმისა რომ ხევსურები ებრაელები არიან?

    არის და ესაა უდიდესი ფაქტი.. რჯული და კანონები – შედარებისთვის მოსეს მიერ დაწერილი რჯული და კანონები უფლის მეშვეობით ებრაელებისათვის.

    ვის აქვს რჯული და კანონები მთაში ხევსურების გარდა?

    ახლა კიდევ ერთი რამ ვინმეს ხევსურული სამოსი შემთხვევით კავკასიურ ჩოხაახალუხში ან ფაფანაკში ხომ არ მოჩვენებია?

    ეს ნიშნავს რომ ხევსურები არ არიან კავკასიელები როგორც ადგილობრივები!

    აბა კარგად ჩაუღრმავდით ხევსურულ სამოსზე არსებულ ორნამენტებს ,რატომ კეთდება აქცენტი მის ორიგინალურობაზე?მეცნიერები ამტკიცებენ რომ ხევსურლი სამოსი იმ ქვეყნების ორნამენტიკასთანაა ახლოს რომლებიც ძველ ისრაელს ესაზღვრებოდნენ,ბაბილონურ ორნამენტიკასთან დგას ძალიან ახლოს.

    ახლა კიდევ ერთი საკითხი რაც სრული აბსურდია,ვითომ კრიპტები ხევსურებს შეუქმნიათ..

    ჯერ ერთი ხევსურებმა რატომ მარტო? ჩამოვთვალო კიდევ სადაც ეგ ნიშნებიანი ქვები ა დაფიქსირებული?თუშეთში რომელიც ვაინახურია,ხევში და მთიულეთშიც არის და ასევე ჩრდილოკავაკასიაში.შესაბამისად ხევსურებს როგორ ეკუთვნით არ მესმის,როდესაც ხევსურეთში ნახევარი მოსახლეობა თითქმის ვაიანხური წარმოშობისაა,რატომ ხევსურებმა და რატომ არა გახევსურებულმა ვიანახებმა?იქნებ მათ შექმნეს?თუშეთში და ჩრდილოკავკასიაში ხევსურს რა უნდოდა ან რა უნდა იქ ვინღა შექმნა მაინტერსებს ძალიან.საერთო ხალხი კი ნამდვილად არ არიან ხევსურები დავაინხები,არც შეხედულობით ,არც ხასიათით,არც სალაპარაკო ენით,ხევსურები ვაინახები არიან და მეზობლენბი ვაინახების და სხვადასხვა ენაზე ლაპრაკობენ?რატომ?თუშები რომ ვაინახები არიან რატომ ლაპრაკობენ ვაინახურ დიალექტზე?

    ეხლა უფრო ღრმად რომ ჩაწვდეთ საკითხს ვიტყვი რომ ის ხევსურები რომლებიც საუკუნეების წინ არიან ხევსურეთიდან წამოსულები ლაპარაკობენ ძალიან ბევრ ივრითულ სიტყვასა და დიალექტზე,ასეთი გვარები ბევრია კასპის,მცხეთის,ახალგორის რაიონებში განსაკუთრებით,ეს გვარები ნამდვილად ხევსურები არიან

    აბსოლიტურად არცერთი არ ლაპარაკობს არც მთიულთა კილოზე,არც მოხევურზე,არც ფშაურზე და თუშურისა და მითუმეტეს ვაინახურის ერთი სიტყვის გაგებაშიც არ არიან,ებრაელმა მეცნიერმა ნოდარ ენუქაშვილმა დამიდასტურა რომ ეგ ტერმინები ივრითის სიტყვებია.ეს სიტყვები და დიალექტი არ გვხვდება ხევსურგანაყარ გვარების დიალექტის გარდა სხვა არცერთი კუთის წარმომადგენელთა დიალექტიკაში.

    არცერთი კოშკი რომელიც ხევსურეთშია და მითუმეტეს ვაინახური(ჩაჩნურისა და ინგუშური ტიპის) სტილის ,ხევსურების მიერ არაა აგებული,ჩაჩნური წარმოშობის გვარები თავად ის გვარები არიან რომლებიც დღესაც ცხოვრობენ ხევსურეთში და ხევსურობენ!

    ანთროპოლოგიაზე აქ ვერ დავიწყებ საუბარს რადგან ამისათვს საჭიროა პირისპირ განახოთ ის შედარებები რომლებიზ ანალოგიურია ხევსურებსა და ებრაელებს შორის,ამიტომ აქ აზრ არა აქვს>>

    ბასკობა თუ გინდა დაამტკიცო გენაცვალე,ჯერ ეს ისტორიული ფაქტებით უნდა გაამყარო,რომელ პერიოდშI მოხდა ბასკების შემოდინება საქართველოში სანტერესოა როდესაც ებრაელებს აქ შემოსვლას 2800 წის წინანდელი ისტორია აქვს,იმ პირობებში როდესაც გავქვს (გვქონდა) მცხეთაში უბანი ურიათა,კახეთში ურიათუბანი, და ხევის ურიები ანუ ხევსურები,რჯული და კანონების არსებობა ხევსურებში ეს ხელწამოსაკრავი რამ არაა როგორც ამას თქვენ აკეთებთ და არც ტერმინი ურია რომელსაც თქვენ ბასკურ ენაზე იგებთ

    ხევსურეთიდან თუ ხევი ქართული სიტყვაა მაშინ ურიც ხომ ქართUლად უნდა გავიგოთ? ური კი ძველ ქართულად ებრაელია.

    ეგ კრიპტები შეიძლება ასახსავს რაღაცას და რაღაც კავშირი იყოს მაგრამ ხევსურებთან არა,ვაინახებისა და ბასკების კავშირია პირველრიგში.

    ისტორიას თუ იკვლევთ ხევსურების ისტორიას რაც შეიძლება უნდა დააკონკრეტო რომელი ტერიტორიაა ხევსურეთი და რომელი გვარებია ნამდვილად ხევსურული.

  • 01/03/2013 at 11:53
    Permalink

    თუ ტყული ვთქვი რამე შემისწორეთ

  • 01/03/2013 at 18:11
    Permalink

    მომბეზრდა უკვე კამათი ხევსურების ებრაელობაზე. მაშ თუ ასეა, ხევსურებს კავკასიური G ჰაპლოჯგუბი რატომ აქვთ ყველაზე ჭარბად სისხლში?და რატომ არა ებრაული?პასუხი გამეცი მხოლოდ არგუმენტებით და არა შენი მოსაზრებით

  • 02/03/2013 at 10:36
    Permalink

    ეს თემა ვაჭრობის საგანი არაა რომ ამაზე ვივაჭროთ,და შემდეგ ეს ვაჭრობა მოგვბეზრდეს.მოსაბეზრებელია ამაზე კამათი არგუმენტების გარეშე,არ ხართ კარგად გათვიცნობიერებული ამ საკითხებში და ამიტომ მოგბეზრდათ ამ თემაზე საუბარი.

    სანამ დავწერდე ჰაპლოჯგუფებზე რომელიც ფართო თემაა და კონკრეტიკას არ ექვემდებარება მანამ ვიტყვი რომ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ ევროპელ ებრაელებსა და ეგრეთწოდებულ ქართველ ებრაელებს განსხვავებული გენეტიკა ჩამოუყალიბდათ,შესაბამისად გააჩნია ებრაელთა რომელ ჰაპლოჯგუფებთან მოხდა ხევსურების ჰაპლოჯგუფების შედარება.ხევსურებისა და ებრაელების ჰაპლოჯგუფების შედარება არ მომხდარა არცეთხელ!

    G და J ჰაპლოჯგუფი ზოგადად ყველაზე მეტად აღმოაჩნდათ კავკასიის რეგიონში,ეს ერთჯერადი კვლევებია პირველრიგში და კონკრეტულად ხევსურებზე არაა ჩატარებული.

    ხევსურები უნდა გამოიკვლიონ პირველრიგში ვინ არიან და მათზე ჩაატარონ კვლევა,ბევრი გვარი არათუ ვაინახურია არამედ თავად ხევსურულ გვარებზეა დაწერილი.

    რატომ მოხდა რომ ევროპელ ებრაელებსა და ქართველ ებრაელებს განსხვავებული გენეტიკა აღმოაჩნდათ?

    იმიტომ რომ ქართველი ებრაელი ებრაელზე ქორწინდებოდა,აქ იშვიათობას წარმოადგენდა სხვა ერთან შერწყმა.

    ევროპაში კი ევრპელი და ებრაელი ჩვეულებრივ ქორწინდებიან.

    ქართველი ებრაელების თაობები დედის მხრიდანაც ებრაელები იყვნენ და და ევროპელი ებრაელები შერეულად ქორწინდებოდნენ
    ხევსურები ბევრ ეთნოსთან არიან შერწყმულები,ვაინახებთან,ქართველებთან,მთიულებთან,მოხევეებთან,ოსებთან და როგორ შეიძლება ზუსტად მსგავსი გენეტიკა გვქონდეს ევროპელ და ქართველ ებრაელებთან შედარებით,ევროპელ ებრაელებს J ჰაპლოჯგუფი აქვთ,J ჰაპლოჯგუფიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში.

    კონკრეტულად რომ ხევსურებზე ჩატარდა ეგ კვლევები გამორიცხულია ასე რომ ყოფილიყო მაგრამ გენეტიკურად ქართველ ებრაელებსა და ევროპელ ებრაელებს არა აქვთ ზუსტად მსგავსი ჰაპლოჯგუფები.ევროპელი ებრაელობა 1 საუკუნიდან დაწყებული გაიდევნენ ისრაელიდან .საქართველოში კი ებრაელობა ჯერ 2800 წლის წინ,შემდეგ 2600 წლის წინ და შემდეგ 2100 წლის წინაც შემოვიდნენ და მთელი შუა საუკუნეებშიც მიდიოდა ეს პროცესი,ბევრ ებრაელი საბჭოთა დროსაა საქართველოში შემოსული.ჩემთან არავინ არ მოსულა და არავის არ ჩაუტარებია კვლევები,მე კი დედის,ბებიის დიდი ბებიისა და იმის ბებიები არცერთი არ მყოლია ხევსური,ოსიც მირევია,ქართლელიც,მეგრელიც,იმერელიც,მთიულიც და ეგრეთ წოდებული ქართველი ებრაელები რომლებიც საუკუნეების მანძილზე დედებითაც ებრაელები იყვნენ როგორ მექნება მე ან ხევსურებს როგორ ექნებათ მსგასვი გენეტიკა მათთან შედარებით?

    შეუძლებელია ამით ზუსტი იმფორმაციის მიღება,მაგრამ კონკრეტულად რომ ხევსურებზე ჩატარდეს კვლევები და მოხდეს შედარება ქართველ ებრაელთა ჰაპლოჯგუფებთან დარწმუნებული ვარ შედეგი მაინც დადებითი იქნება.იმ ქართველ ებრაელებთან ასევე რომლებიც დიდი ხანია რაც საქართველოში ცხოვრობენ და არა იმათთან რომლებიც ევროპიდან მიგრირდნენ საქართველოში საუკუნენახევრის, ერთი საუკუნისა და ნახევარი საუკუნის წინ

  • 02/03/2013 at 12:03
    Permalink

    G ჰაპლოჯგუფი არის 100%კავკასიური J ჰაპლოჯგუფი კი ნაწილობრივ.ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ხევსურებზე ჩატარდა კვლევა (სამწუხაროდ ამ კვლევებს ვერ მივაგენი მაგრამ როცა მივაგნებ აუცილებლად დავდებ) რის შემდეგაც ხევსურებს დიდი რაოდენობით G ჰაპლოჯგუფი ქონდათ და არა რაიმე სხვა.ანუ იქიდან გამომდინარე ხევსურები ადგილოვრები არ არიან საიდან აქვთ ამდენი G ჰაპლოჯგუფი სისხლში?აი ლინკებიც:http://en.wikipedia.org/wiki/File:Haplogroup_J_(Y-DNA).svg , http://en.wikipedia.org/wiki/File:Haplogrupo_G_(ADN-Y).PNG

  • 02/03/2013 at 12:10
    Permalink

    თუ რამეში ვცდები შემისწორ,.ოღონდ მხოლოდ მტკიცებულებით.

  • 03/03/2013 at 09:51
    Permalink

    არაა ასე რომ 100%-ით კავკასიურია G ჰაპლოჯგუფი,კავკასიაში საკმაოდ გავრცელებულია ასევე J ჰაპლოჯგუფიც,აქედან პროცენტული გადანაწილებაა მომხდარი რომელ რეგიონში ზოგადად რომელი ჰაპლოჯგუფი უფრო ჭარბობს,G ჰაპლოჯგუფი ყველაზე მეტად როგორც რუკაზე ჩანს გავრცელებულია ოსებსა და ვაინახებში კარგად არ ჩანს რუკაზე,და აფხაზეთსა და სამეგრელოში (მუქ ფერში რომელიცაა აღნიშნული ანუ)http://en.wikipedia.org/wiki/File:Haplogrupo_G_

    აბა შეხედე J ჰაპლოჯგუფის გავრცელების არეალს ,ხევსურების განსახლების არეალში მისი პროცენტული მაჩვენებელი 30 დან 60-მდე მერყეობს,ხოლო მეგრელებში საერთოდ არ აღინიშნება ეს მაჩვენებელი(სამეგრელო-აფხაზეთის ტერიტორიაზე) ანუ J ჰაპლოჯგუფი მეგრულ და ოსურ გენეტიკაში არ არსებობს,ხევსურებში რუკაზეც ჩანს რომ J ჰაპლოჯგუფი არის გავრცელებული(არამარტო ხევსურეთის ტერიტორიაზე არამედ მთელ აღმ.საქართველოს მთიანეთში) http://en.wikipedia.org/wiki/File:HG_J1_(ADN-Y).PNG

    G და J ჰაპლოჯგუფიც არის გავრცელებული როგორც ჩანს ხევსურეთის ტერიტორიაზე ეს იმას ნიშნავს რომ ორივე გენეტიკის მატარებელი ეთნოსი ფიქსირდება ანუ ეს ლოგიკურია რადგან შერეულები არიან მთელი კავკასიელები ერთმანეთთან

    აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე G ჰაპლოჯგუპი ფიქსირდება 25-დან 50 %-ს ფარგლებში,ხოლო J ჰაპლოჯგუფი 10%-დან 60%-მდე,ორივეა

    ისრაელის ტერიტორიას შეხედე მერყეობს თუ არა ჰაპლოჯგუფების გავრცელება 10-დან 30%-ის ფარგლებში და მერე შეხედე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას იგივე რაოდენობითაა გავრცელებული 10-%-დან 30%-მდე(იგივე ფერითაა აღნიშნული ანუ)

    ისრაელის ტერიტორიაზე G ჰაპლოჯგუფიცაა გავცელებული 10%-დან 25%-მდე,ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი და პროცენულად 25%-დან 50%-მდე მერყეობს

    ანუ ორივე ჰაპლოჯგუფები ფიქსირდება და ეს საუკუნეების მანძილზე ერთმანეთთან შერწყმის შედეგია.ფაქტია რომ არც ხევსურეთის ტერიტორია არაა “გათეთრებული” და ორივე ჰაპლოჯგუფები ფიქსირდება.

    არაფერში არ ცდები მაგრამ მარტო G ჰაპლოჯგუფი არაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში,100%-დან თუ G ჰაპლოჯგუფი 50%-ითაა გავრცელებული,გამოდის რომ დანარჩენი 50%-ით J ჰაპლოჯგუფია გავრცელებული,ოსები შედიან G ჰაპლოჯგუფში და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესობა არაა ოსებთან გენეტიკურად მონათესავე.

    მე ამ რუკაზე ჰაპლოჯგუფების პროცენტული მაჩვენებლების გადანაწილებაში ვერ ვხედავ ვერავითარ განსაკუთრებულ და დამამტკიცებელ საბუთს ზოგადად ვერაფერში.

    ეს მხოლოდ არის ზერელე და მშრალი კვლევები.

    მტკიცებუყლება ესაა რომ ორივე ჰაპლოჯგუფის გარკვეული პროცენტული მაჩვენებლები მთელ აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება

  • 03/03/2013 at 12:37
    Permalink

    მოკლედ ადრინდელი პერიოდიდან მთელ კავკასიაში სახლობდნენ ქართველური ტომები და არამარტო კავკასიაში მთელ ანატოლიაშიც კი,ასე გავრცელდა G ჰაპლოჯგუფი,ხოლო J ჰაპლოჯგუფი ნაწილობრივაა ქართულ კავკასიური.მოკლედ ამის ახსნას დიდი დრო უნდა რა და რომ იცოდეთ გენი სულ სხვა რამეა და ამას სხვანაირი თვალიდ დანახვა უნდა.და ჩრდილო კავკასიელები ჩვენი შთამომავლები არიან და ამიტომ გასაკვირი არაა ნაწილობრივ ჩვენი სისხლიც რომ ჰქონდეთ. მათ ჩვეულებრივ J ჰაპლოჯგუფიც აქვთ და G-ც ანუ ეს იმას ამტკიცებს რომ მათ ჩვენი სისხლი ურევიათ.ამაზე ბევრი შემეწინააღმდეგება მაგრამ რაც სიმართლეა სიმართლეა, რომ ჩვენ მათთან დიდი ნათესაური კავშირები გვაკავშირებს.და რაც შეეხება იმ ებრაელებს რომლებიც 2600 წლის წინათ მოვიდნენ აქ მათი და ადგილობრივ კავკას-იბერიელების შერწყმა მოხდა და ალბათ ასე ჩამოყალიბდნენ მთიელები.და რაც შეეხება ჩრდილო კავკასიელებს მათ სისხლშიც იქნება რაღაც ებრაული და დიდი რაოდენობით იბერიული სისხლი.ამ ყველაფერს იმიტომ არ ვაღიარებთ რომ დიდი ზიანი მოგვაყენეს და გვიღალატეს თავის დროზე ჩრდილო კავკასიელებმა მაგრამ მოვა დრო და ამ ყველაფრისთვის ისევ და ისევ ჩვენ გვთხოვენ დახმარებას…და ამის გამო არ უნდა დაგავიწყდეთ ის, რომ ჩვენ ერთი სისხლი და მეზობლობა გვაკავშებს.მხოლოდდა მხოლოდ ჩვენშორის ისაა განსხვავება რომ ისინი მუსულმანები არიან ჩვენ კი ქრისტიანები და ეს მუსულმანობა რომ არა დამიჯერეთ ერთი ერი ვიქნებოდით…

    • 26/06/2015 at 14:15
      Permalink

      ჩვენ ურიებს ებრაელებს ვეძახით და არა ხევსურებს. ხევის ურის (მიწისქვეშეთს ური ჰქვია. სადანაც ამოდიოდნენ ნახევარღმერთები (დევები) ამოსასვლელებს იცავდნენ ხევის მებრძოლები(მესხები). გურიაში არის „ჩახატაური“ რაც ნიშნავს ჩასასვლელს ურის სახლში. 3000 ებრაელის დასახლების ადგილები მშვენივრად ვიცით ქართველებმა და ნუ აქვს მცდელობა ზოგიერთებს დაკვეთით….. ტვინის გამორეცხვის ხვთისშვილთა-იბერთა მისამართით. ჩაიხედონ ქართულ ქართულ მითოლოგიაში და ბიბლიაში, რა თქმა უნდა თუ ჭეშმარიტების დადგენის სურვილი ამოძრავებთ.

  • 05/03/2013 at 10:49
    Permalink

    დიაოხები იგივე ტაოელები,ხალიბები,მოსინიკები,მუშქები იგივე მესხები,კოლხები იგივე მეგრები ან ზანები,ლაზები,პონტოელები,სვანები,ქართები(ქართები და კახები იგივე ხალხია)იმერხეველები(შავშები,აჭარლები,ერუშეთელები)ესენი არიან ქართველური ტომები ზოგადად რომ ვთქვათ ანუ.

    მაგრამ სახელწოდებები სხვადასხვა დროს სხვადასხვაა,როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიანელი ქართლელები მოვიდნენ ანუ ირანიდან ამ დროიდან იწყება ქართლის სამეფოს დაარსება,მაგრამ იმ პერიოდისათვია აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრდნენ იბერიული წარმოშობის ტომები,იბერიის სახელწოდებაზე ადრე სხვა ადრენდელი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები არსებობდა,რაც ზემოთაა ჩამოთვლილი

    ასევე ქართული ჯგუფებში შედიან მოხევეები(წანარები ადრე)მთიულები ასევე,მთიულეთი ზოგადი სახელწოდებაა დღევანდელი მთიულეთის,მთიულეთი ადრე შედგებოდა პატარ პატარა კუთხეებად , ჭართალი,ხანდო,ცხავატი,ხადა,გუდამაყარი,და წილკანიც კი

    როდესაც მირიან მეფის დროს ფხოველთა აჯანყება მოხდა ,ფხოველთა წინააღმედგ სამეფო კარს ჭართლელები და ხანდოელებიც ეხმარებოდნენ მათ დამორჩილებაში.

    კონკრეტული ფაქტები იმისა რომ ვაინახები ქართების,მეგრების,სვანების ან მესხების მონათესავეები არიან არ არსებობს.ასევე ოსები.

    ვაინახები და ოსები არასდროს არ შედიოდნენ ქართული სახელმწიფოების გაერთიანებებში

    ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ სახელწოდებებ ხშირად იცვლებოდა.მაგალითად სამეგრელოს ადრე ეგრისი ერქვა უფრო ადრე კი კოლხეთი,კოლხების წარმოშOბის შესახებ კი საინტერესოა ჰეროდოტეს გადმოცემა მათი ეგვიპტელობის შესახებ.

    ლაზები და მეგრელები საერთოდ არ მიმაჩნია ქართების მონათესავე ხალხად,საერთო ფუძიდან არ არიან გამოსულები პირიქით შემდეგ მოხდა ამ ეთნოსების გაერთიანება სადაც ჰეგემონია ქართლს ეკავა და საქართველო მთელს ამ გაერთიანებებს ეწოდა საბოლოოდ.

    ეპოქასაც გააჩნდა როგორ ვითარდებოდა მოვლენები,8 საუკუნიდან 11 საუკუნემდე მთელ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთი ეწოდებოდა,ევროპელი განათლებულები ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ საქართველოს.

    რაც შეეხება კავკასიას სამხრეთით ქართველები ჩრდილოეთით კი ვაიანხები ცხოვრობდენნ და ცხოვრობენ და შესაბამისად კავკასიონის პერიმეტრზე მსგავსი გასვლებსა და შემოსვლებს ექნებოდა ადგილი,

    ფაქტი ამისა რომ საურმაგ მეფემ ფარნავაზის ძემ დურძუკები იმიტომ გადმოასახლა კავკასიის აქეთო რომ ჩრდილოკავკასია გადამეტსახლებული იყოო,ფაქტია ფხოველები და თუშები იმ დროს არიან გადმოსულები კავკასიონის აქეთ.

    ასევე საურმაგის დედის ძმის ქვეყანა იყო დურძუკეთი.ნათესაური კავშირები ათასწლეულებს ითვლის ქართველებსა და ვაინახებს შორის.მაგრამ მტკიცებულებები იმისა რომ საერთო წარმოშობა აქვთ არ არსებობს.

    არსებობს გადმოცემები ოღონდ ჩეჩნების ნაწლში რომ მათი წინაპარი ვინე ლიუნგიევი საქართველოდან ყოფილა წარმოშობით.მაგალითად ჩეჩნების ერთერთ ნაწილს შაროელ ჩაჩნებს აქვთ გადმოცემა სირიული წარმოშობის შესახებ,და ასევე არსებობს ლეგენდა რომ ვითომ ჩაჩნების წინაპარი გოლიათი ყოფილა სახელად ნოხჩი.

    და საერთოდ ყველაზე გამართლებული იქნება თუ იმ ქვეყნების ენაზე ვისაუბროთ რასაც თავიანთ თავებს უწოდებენ, ქართველები კი უწოდებენ ჩაჩნებს და ქისტებს ვაინახ ხალხს,მაგრამ თავიანთ თავს ნოხჩსა და ღალღაებს ეძახიან.შესაბამსიდ ვაინახები ფხოველებს უწოდებდნენ ფხოვს თავიანთ ენაზე.

    ვაინახ ნიშნავს ჩვენს ხალხს,ფხოვი კი მთასიქითას.ვაინახებისთვის მთასიქითელები იყვნენ ფხოველები მათ ენაზე

    როდესაც წმინდა ნინოს დროს ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო მთიელებისთვის ყველამ მიიღო ახალი სარწმუნოება გარდა ფხოველებისა,სამეფო კარმა როდესაც ფხოველები დაამარცხა ისინი აიყარნენ და გადაიხვეწნენ თოშეთსო.

    მაგრამ პირიქითა ხევსურეთის ძველი გვარები პირობითად არიან ხევსურები,პირაქეთა ხევსურეთშიც იყვნენ და ახლაც არიან მცირე არახევსურული წარმოშობის გვარები რომლებიც ხევსურეთა გვარებზე ეწერებიან.

    და საერთოდ ხევსურეთში არ არსებობს გვარები რომლებიც ური-ზე არ ბოლოვდებოდეს,

    რაც შეეხება ფშავს იქ ასეთი გვარები არის, ფშვალები ანუ,მაგალითად ქუმსიაშვილები,შავერდაშვილები,ციგროშვილი,ბიჩინაშვილი,ბოსლიაშვილი.

    ლიქოკელებში რამოდენიმე გვარეია გაერთიანებული,ასევე არდოტელებში,ლიქოკის ხეობის მოსახლე გვარები ერთ გვარში გაერთიანდნენ და ლიქოკლები ეწოდათ,ლიქოკელები არცერთი არ არიან ხევსურები.

    ასევე წიკლაურად ძალიან ბევრი გვარია დაწერილი,რომლებსაც არახევსურული წარმომავლობა აქვთ თითქმის ყველა დიდი გვარი ასეა.

    ქეთელაურებადაც და ალუდაურებადაც რამოდენიმე გვარია გაერთიანებული.

    ბევრი გვარები არიან ფხოვური წარმომავლობის,პირიქითა ხევსურეთიდან არიან ჭავჭავაძეები,ჩოლოყაშვილები,მაყაშვილები რომლებიც ხევსურეთის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ მათი წინაპრები და ამავდროულად ხევსურული წარმომავლობა კი არა აქვთ.

    აქვე ვიტყვი რომ რეალურად ხევსურები ვინც არიან 80 % ს ხევსურული გვარი არა აქვს,ხევსურეთიდან წამოსული ხევსურები ძირითადად დასახლდნენ ქვეყნის შიგნით და არა მთიულეთში,ან ხევში საუკუნეების წინ წამოსულ ხევსურებზე მაქვს ლაპარაკი.8-10-ე საუკუნეებში ხევსურგანაყარი გვარები ფიქსირდებიან კასპის, მცხეთისა და ახალგორის რაიონებში.ებრაელთა განსახლება მთიანეთის მიმართულებით რომ მოხდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქი დარჩებოდნენ სულ,ბევრი გვარი მალევვე საქართველოს ბარში წამოვიდა.

    განსაკუთრებით ასეთI გვარები ბევრია მცხეთისა და კასის რაიონების სოფლებში,კომპაქტურად ცხოვრობენ და სალაპარაკო ენა აბსოლიტურად განსხვავებულია მთიულებისა და მოხევეების დიალექტისაგან და ჩაჩნური სიტყვა არ არსებობს ერთი მემილიონედიც კი ჩვენს საუბარში.

    მე კითხვას ვსვავ თქვენ ხევსურეთში დარჩენილი ნამდვილი ხევსურები ვინც არიან არ საუბრობენ ივრითულ დიალექტზე?თუ არ საუბრობენ მაშინ სერიოზული გავლენაა მომხდარი მათზე ვაინახების მხრიდან.

    კიდევ ერთი რამ ძალიან მაღიზიანებს და სრულ იდიოტიზმობას ვუწოდებდი იმას რომ ვითომ ხევსურებმა იციან ჯვრიანი ქადები

    ჯვრიანი ქადების დასმა არამხოლოდ ხევში და განსაკუთრებით მთიულეთში იციან არამედ ქსნის ხეობის ოსურმა მოსახლეობამაც ყველა ოჯახში ასე ხდებოდა,და რატომ ხევსურები არ მესმის!

    ასევე ძალიან დიდი ტყუილია ასეთი სათაურებით ინტერნეტში განთავსებული თემები როგორიცაა:

    <>

    ანუ ლაპარაკია ფარულ ნიშნებზე(კრიპტებზე)ხევსურეთში კი არა თუშეთშიც ძალიან ბევრი ასეთი ნიშნიანი ქვები. და რატომ არ წერენ სათაურს :

    წერაქვული დამწერლობის ნიშნები თუშეთში?!

    არ არის ასე?

    ხევსურებზე როდესაც ვლაპარაკობთ შორს არ უნდა წავიდეთ და ხევსურები არ უნდა გავხადოთ ქართველებსა და ვაინახების ნათესაობას შორის დამაკავშირებელ ღერძად ,რაც აბსოლიტური სისულელეა

    ტერმინი “ფხ” -იასა და ტერმინ “ური”-ის შედარება და მათ საერთოობაზე საუბარი გონების ზედმეტი ტანჯვაა(ანუ ლაპარაკი მაქვს იმაზე რომ ფხოვიდან შეუძლებელია ხევსურეთი დარქმეოდა უმიზეზოდ ხევსურეთს,თან ხევსურეთი რეალურად პირაქეთა ხევსურეთია )

    ქართველებსა და ვაინახებს შორის გარდამავალი ხალხი არიან მთიულები(ჭართლელები,გუდამაყრელები,ხანდოელები,ხადელები,ცხავატლები)მოხევეები და განსაკუთრებით ფშავლები და თუშები!

    მთიულები და მოხევეები ქართველები არიან ზოგადად.

    ხოლო ფხოველები რომელთაც დღეს ფშავლები და გახევსურებული ჩაჩნები წარმოადგენენ და თუშები არიან ვაინახების მონათესავე ხალხი.

    თუშებსა და მოხევეთა დიალექტზე არაფერს ვამბობ და მთიულთა საუბარი როგორიცაა შეგიძლიათ ნახოთ ფილმი ხევისბერი გოჩა

    სამართლის გადასაწყვეტად ხევსურებს რჯულის კაცები ჰყავდათ,ხოლო მოხევეებსა და მთიულებს ხევისბერები.
    თუშები ვაიანხები არიან და მათ არცერთიც არ ჰყავდათ,ფშავლი კი ხევსურეთს ემსგავსება იმის გამო რომ ხევსურები ბევრია ფშავში დასახლებული.

    კიდევ ერთი ფაქტი

    ბახტრიონის ბრძოლაში მონაწილე ხევსურების შესახებ გადმოხემა რომ გვაქვს:

    ბახტრიონის ციხის აღებაში თავი გამოუჩენიათ ხევსურებს

    ზეზვა გაფრინდაულს,ნადირა ხოშარაულს,გოგოლაურს და გურგენ ჭინჭარაულს

    გვარი გოგოლაური როგორც ჩანს ხევსურული გვარია მაგრამ ფშავში ცხოვრობენ,ასე რომ ნებისმიერი გვარის ხევსურულ თუ არახევსურულ წარმოშობაზე ზუსტი იმფორმაციის გადამოწმება და მიღებაა საჭირო.

    ჰაპლოჯგუფების გავრცელება ზოგადადაა წარმოდგენილი აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილოკავკასიაში და ხევსურების წარმოშობაზე საუბრისასა მთავარ დამამტკიცებელ საბუთად მას ვერ მივიჩნევთ,მითუმეტეს ხევსურული წარმოშობის გვარები უმეტესობა ხევსურეთში კი არა არამედ მცხეთის,კასპისა და ახალგორის ტერიტორიებზე ცხოვრობენ საუკუნეებია უკვე

  • 11/03/2013 at 19:26
    Permalink

    ხევსურეთის დაარსება სავარაუდოდ ხდება 4-ე საუკუნიდან

    “წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოანე და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი.
    მივიდეს და დადგეს წობენს,და მოუწოდეს მთიელთა,პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა,ჭართალელთა,ხადელთა,ცხაოტელთა,ფხოელთა,წილკანელთა და გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი… ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება.მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმათა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრა კერპნი მათნი”

    ხევსურეთის ხსენება არაა იმ დროს მთიელთა შორის არ ჩანან საერთოდ,ხევსურეთი და არც ფშავი არ ჩანს.წყაროები ასევე გვამცნობენ რომ ფხოველები ნაწილი გადავიდა თუშეთში.

    “ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქვეყანა თვისი და გარდავიდეს თოშეთს”

    ფხოვი დაიშალა შემდეგ როგორც არის ყველამ კარგად იცის.ხევსურეთად და ფშავად!

    ამასთან მცხეთაში რა მდგომარეობა იყო ასევე,წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ და მასთან ერთად გამოგზავნილმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა მონათლეს ქართლის მოსახლეობა და ქრსტიანული ეკლესიაც ააშენეს,ამ ეკლესიის აშენება მოხდა ურიათა ბაგინზე და ამას ხელი შეუწყო ასევე ებრაელთა თემის წინამძღოლმა სახელად აბიათარმა,ამან კი ებრაული თემის მღელვარება გამოიწვია,ეს ნიშნავდა რომ ებრაელებს მცხეთაში აღარ დაედგომებოდათ და მცხეთა დატოვეს ებრაელთა დიდმა ნაწილმა და ერთი ნაწილი ებრაელთა, განსახლდა მთიანეთისკენ,ეს ხდება 4-ე საუკუნეში.

    ეხლა ვსვავ კითხვა რას დაუძახებდნენ მთიანეთისკენ განსახლებულ ებრაელებს(იმ დროს ურიებს) თუ არა ხევსურებს?! ფხოვი და ფხოველები ერქვა ფშავსა და ხევსურეთის ტერიტორიებს და არა ხევსურებს.

    დღეს ყველა კუთხის წარმომადგენლები არიან ვინც კი მაშინაც არიან უკვე მთიანეთის მცხოვრებლები: ჭართლელები,გუდამაყრელები,ხადელები,ცხავატელები,თუშები,მოხევეები
    ხოლო ხევსურები მაშინ არ იყვნენ მთიანეთის მცხოვრებლები.ყველამ შეინარჩუნა თვითსახელწოდებები და ფხოველები თუ იყვნენ ხევსურები ეთქვათ ფხოველები ვართო დღესაც,ხევსურებს იმიტომ ამბობენ რომ ხევსურები არიან და იყვნენ ყოველთვის.

    ფხოვი მოიცავდა ფშავის,ხევსურეთის და კიდევ სხვა ტერიტორიებს ადრე.

    და ხევსურეთი კი რეალურად არა ფშავსა და სხვა ტერიტორიებს მოიცავს არამედ საკუთრივ ხევსურეთს ტერიტორიაც ნახევარია ხევსურეთი პირაქეთა ხევსურეთი ანუ.

    ფხოველთა აყრა მოხდა და ჩვენ კი ისტორია გვეუბნება რომ ხევსურეთის დასახლების კერა პირაქეთა ხევსურეთი არის.ანუ დასახლების უპირველესი კერა ნიშნავს რომ ურიები პირაქეთა ხევსურეთში დასახლდნენ თავიდან!

    ხოლო ეგ თქვენი ფარული ნიშნები მანამდე მცხოვრებ ფხოველებს ეკუთვნით

    ფხოველები კი დასახელებულნი არიან როგორც უშნოსა რამისა თაყვანისმცემელნიო.მეის წარგზავნილმა ერისთავმა შემუსრა კერპნი მათინიო.

    ეხლა კითხვას ვსვავ რა შუაშია რჯული და კანონების არსებობა მაგ ფარულ ნიშნებთან?

    ასეთი კითხვა რომ დაგისვათ

    მაშინ იმ გვარებმა რომლებსაც ხევსურული წარმოშობა არა აქვთ და ხევსურეთში ყველამ კარგად იცის რომ არ არიან ხევსურები და უბრალოდ ხევსურეობენ მაშინ იმათმა რაღა შექმნეს?იმათ რაღა სწამდათ?თუ ხევსურებმა შექმნეს ეგ კრიპტები?!რაც აბსოლიტური ტყუილია.

    მერე ხევსურებს რომ განსაზღვრავთ ხევსურეთში მცხოვრები არახევსურული წარმოშობის გვარების მიხედვით ერთხელ რატომ არ დაინტერესდით ბატონო გიორგი ხევსურგანაყარი გვარების დიალექტით,როდის გადმოვიდნენ ხევსურეთიდან ,ხევსურ განაყარი გვარები 8-ე და 9-ე საუკუნეებში ფიქსირდებიან მცხეთის,ახალგორისა და კასპის რაიონებში.აი ეს გვარები არიან ნამდვილი ხევსურები და არა ლიქოკელები და სისაურები ან სხვა თვითმარქვიები,შეურაცყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ასეა!ან რა არის აქ საწყენი…

    მერე… ხევსურებზე ზოგიერთი უმსგავსო რომ ამბობს ვაინახები არიანო,კითხვას ვსვამ და ჩემს მყარ ფაქტსაც ვამბობ ამასთან

    რომელი ვაინახი დაარქმევდა 1500 ან თუნდაც 1000 წლის წინ ასეთ სახელებს როგორიცაა მაგალითად ჭინჭარა,გიგა,გოგოჭა,ზვიადა,ფიცხელა,არაბა?!

    ვაინახები არიან ჩოხელები,აფციაურები,სისაურები,ფსუტურები და ბევრი ასეთები სინამდვილეში მათი სახელები ვაინახურია,ჩოხელი – ჩოხი ან ჩოღე, აფციაური – აფცი,სისაური – სისა,ფსუტური – ფსუტი.ლიქოკელებიც და არდოტელებიც ვაინახები არიან ან ფხოველები და ამ დასახლებებში მცხოვრები გვარები არიან გაერთიანებულები და ერთი გვარი აქვთ მიღებული ბევრია ასე კიდევ.

    ზღაპრებში ცხოვრება თუ გნებავთ როგორც გენებოთ.

    ხევსურები მანდ ცხოვრობენ 4-ე საუკუნის შუა ხანებიდან ან მისი ბოლო პერიოდიდან.

    და კიდევ რატომ არავინ არ მაკრიტიკებს საღი აზროვნებით?

    კრიტიკაში ბევრი სიმართლე ამოტივტივდება

    სიმართლე ყოველგვარ კრიტიკას უძლებს.

    რიგით ხევსურებზე არ მაქვს ლაპარაკი

    გიორგი და ბერო სად დაიკარგნენ!

    ანუ ნიჭიერი ვარ და ეს გასაგებიცაა!!!

    • 05/07/2013 at 13:40
      Permalink

      ნიჭიერი ნამდვილად ხართ. მწიგნობარიც, მაგრამ განათლებული არა, რადგან მხოლოდ გონებით უპოწიწკებ ფაქტებს და არა ნათელღებული სულით

      • 06/07/2013 at 00:58
        Permalink

        საბოლოოდ, არც ჭკვიანი ხართ. ჭკვიანი, აგე ბესო და გიორგია გალაყბეს და გაგეცალნენ…

  • 19/03/2013 at 19:34
    Permalink

    მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ საბჭოთა კავშირის გავლენა გავრცელდა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში,აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კომუნისტური მთავრობები ტოტალიტარული რეჟიმით მართავდნენ, საბჭოეთი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო მოექცია მისი გავლენის ქვეშ,ეს ძირითადად ხდებოდა ძალის გამოყენებით.მაგრამ არსებობდნენ ისეთი ქვეყნები რომლებიც არა ძალით არამედ თავად ცდილობდნენ საბჭოეთისგან მიეღოთ მისი მფარველობა,ასეთი ქვეყანა იყო კუბა.
    1959 წელს კუბის ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლის შემდგომ ქვეყანამ გეზი აიღო საბჭოეთთან დაახლოებაზე და აშკარად დაუპირისპირდა იგი აშშს.ამის მიზეზი კი იყო კუბის აღქმა ამერიკელთა მიერ, როგორც ერთერთი მათი საუკეთესო გასართობი კუნძული,ამერიკელების ყველაზე დიდი მნიშვნელობის კურორტი,კუბა მიჩნეული იყო ასევე აშშს ხელისუფლებისაგან როგორც პლაცდარმი.

    აშშ-ის მთავრობას არ შეუშლია ხელი კასტროს გამარჯვებისათვის.კასტროს წინამორბედის ფულხენსიო ბატისტას რეჟიმი გამოირჩეოდა სისასტიკით,კორუფციით და კუბას რეფორმები ნამდვილად ესაჭიროებოდა.მაგრამ ამ რეფორმების განხორციელება შეუძლებელი ჩანდა იმ პირობებში როდესაც ინდუსტრიულ სექტორს და მიწის დიდ ნაწილს კუბაშI ამერიკლები ფლობდნენ.

    თავიდან კასტრომ აშშ-თან საერთო ენის მონახვა გადაწყვიტა იგი 1959 წლის მაისში ვაშინგტონში შეხვდა ვიცე პრეზიდენტ ნიქსონს და სთხოვა კუბის რევოლუციის აღიარება,რაც აშკარად გულისხმობდა ამერიკელთა ქონებრივ ნაციონალიზაციას.კასტრო აშკარად ხელს უშლიდა ამერიკელთა ინტერესებისა და მათი ფეხსი მოკიდებას კუბაზე.
    თეთრმა სახლამ გადაწყვიტა დაემხო კასტროს რეჟიმი.განხორციელდა კასტროს მომხრეთა მკვლელობები,იგეგმებოდა კასტროს მკვლელობაც.

    აშშ-მა დაიწყო ფართო სპეცოპერაციების ჩატარება კუბაზე,ეიზენჰაუერი ეცდებოდა კუბაზე ომს პარტიზანული სახე მიეღო და იგი არ ჩქარობდა ომის დაწყებას კუბაზე,რადგან აშშ ჩამბული იყო “დიდ შეჯიბრებაში”

    მოიხედავად კასტროს იმედისა რომ ვითარება კუბაზე შეიცვლებოდა ახალი პრეზიდენტის კენედის მმართველობის დროს,უშედეგო აღმოჩნდა.

    კენედი თვლიდა,რომ კუბაში ამერიკელთა ქონების ნაციონალიზაციის ფაქტზე თვალის დახუჭვა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებსაც წააქეზებდა ანალოგიური ქმედებისკენ.რაც აშშ-სთვის პრობლემების მომასწავებელი იყო.

    ცსს-მ კენედის წარუდგინა გეგმა კასტროს რეჟიმის დამხობის შესახებ.

    1961 წლის 17აპრილს ამრიკული დესანტი გადასხდა კუნძულ კუბაზე კასტროს რეჟიმის დასამხობად,მაგრამ დესანტი ტყვედ ჩავარდა.

    ამ გეგმის ჩავარდნამ კენედის იმიჯი შელახა,შემუშავდა კიდევ ერთი ახალი გეგმა სახელწოდებით “მანგუსი”რომელიც კასტროს ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

    კასტრომ შეიტყო ცსს-ის გეგმა მისი ლიკვიდაციის შესახებ და რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური კურსი.
    კასტრომ კუბის მთავარ მტრად ცნო აშშ,და გადაწყვიტა კუბაში სოციალიზმის აშენება,კასტრომ დახმარება საბჭოთა კავშირს სთხოვა.საბჭოეთთან კავშირი კასტროს ცდილობდა ქვეყანა გაეხადა დიდი პოლიტიკის ნაწილად და საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად.

    საბჭოთა კავშირის კუბაზე “პატრონაჟმა” აშშ-ის თან მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა.განსაკუთრებით მაშინ როდესაც საბჭოეთმა კუბაზე განალაგა ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტები,რომლებიც პირდაპირ აშშ-ზე იყო დამიზნებული,ეს ყოველივე გახდა “კარიბის კრიზისის” დაწყების მიზეზი.

    საბჭოეთისათვის კუბა კომუნიზმის ერთადერთი საყრდენი იყო დასავლეთ ნახევარსფეროში და მოსკოვი მისი შენარჩუნებით ძალიან იყო დაინტერესებული.

    ცსს-ს მიერ კუბაზე საბჭოთა რაკეტების აღმოჩენამ აშშ-ის მთავრობა აიძულა დაეწყო გამოსავლის ძიება.

    რაკეტები უნდა განადგურებულიყო საჰაერო დაბომბვით,მაგარამ ეს გეგმა სარისკო იყო რადგან საფრთხე ემუქრებოდა კუბაზე განლაგებულ 40 000 სამხედროს სიცოცხელეს რაც შესაძლოა სსრკ-თან ომის დაწყების ტოლფასი ყოფილიყო

    მეორე გეგმით უნდა მომხდარიყო კუბის საზღვაო ბლოკადა რათა საბჭოთა გემებს ვეღარ მოეხერხებინათ სამხედრო სურსათის შეტანა

    მესამე გეგმით კი უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან

    18 ოქტომბერს სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო შეხვდა პრეზიდენტ კენედის,საბჭოეთმა უარყო კუბაზე სსრკ-ს ატომური რაკეტების არსებობის ფაქტი,სსრკ-მ მოითხოვა დასავლეთ ბერლინის დემილიტარიზაცია

    ეს ყოველივე აშკარა მინიშნება იყო დასავლელი მოკავშირეებისათვის იმისა რომ სსრკ-ს სურდა პირველობა

    გამოსავალი არ მოიძებნა.ბერლინის ნახევარი ზონის გადაცემა საბჭოეთისათვის აშშ-სთვის მიუღებელი იყო და საპასუხოდ აშშ-მა დაიწყო კუბის საზღვაო ბლოკადა.ამით აშშ ცდილობდა არ დაეშვა ამერიკის ავტორიტეტის შერყევა მსოფლიოს წინაშე.

    1962 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში,1100 საბრძოლო თვითმფრინავი და 180 000 ქვეითი ჯარისკაცი განთავსდა აშშ-ის საზღვაო ძალების 200-მდე გემზე და ალყაში მოაქცია კუბა,საპასუხოდ საბჭოთა ფლოტიც დაიძრა კუბისაკენ,კარიბის კრიზისმა და ბირთვული ომის საშიშროებამ პიკს მიაღწია,მრავალი ვარუდობდა რომ გარდაუვალი იყო მესამე მსოფლიო ომის დაწყება.

    24 ოქტომბერს კი კენედიმ განაცხადა რომ აშშ არ დაუშვებდა თავისი საზღვრების სიახლოვეს საბჭოთა ბირთვული რაკეტების არსებობას და ხრუშჩოვს მოუწოდა გაეტანა კუბიდან ატომური რაკეტები.

    საპასუხოდ ხრუშჩოვმა შესთავაზა კენედის კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანა თურქეთიდან აშშ-ის რაკეტების გაყვანის სანაცვლოდ.ამ შეთავაზებამ შედეგი გამოიღო.

    მოხდა ორივე მხრიდან რაკეტების გაყვანა,კუბას საზღვაო ბლოკადა მოეხსნა,

    კასტრო კარგად სარგებლობდა აშშ-ისა და სსრკ-ის დაპირისპირებით მიუხედავად იმისა რომ კუბა ახალი ბირთვული ომის ცენტრი შესაძლოა ყოფილიყო.

    კუბით დაინტერესება საბჭოეთის მხრიდან გამოწვეულიყო იყო იმით რომ მას ჰქონოდა დასაყრდენი დასავლეთ ნახევარსფეროში და პასუხი გაეცა იმ ქმედებებისათვის აშშ-ის მიმართ თურქეთში ამერიკული რაკეტების განლაგების სანაცვლოდ.

    კარიბის კრიზისის გამომწვევი ძირითად მიზეზი იყო კასტროს რეჟიმის დამყარება ქვეყანაში რომელიც ითვალისწინებდა ფაქტიურად ამერიკელთა ქონებრივ და მოქალაქეობრივ “ლიკვიდაციას”.თავის მხრივ სსრკ-მაც არა იმდენად კასტროს რეჟიმის შენარჩუნებისათვის არამედ სოციალიზმმის საყრდენი პუნქტების შექმნისათვის დაუჭირა მხარი კასტროს კუბის ხელისუფლებაში მოსვლას,რაც გახდა მისი 49 წლიანი მმართველობის შენარჩუნების საფუძველი

  • 05/04/2013 at 21:22
    Permalink

    რა ებრაელები,რის ურიები,ხევსურები წმინდა სისხლის ქარველები არიან,ასევე თუშებიც შეიძლება ურევიათ ვაინახური სისხლიც რაც არაა გასაკვირი,ასე რომ ბოდვას თავი დაანებეთ და ნუ ურევთ ხალხს თავგზას

  • 15/04/2013 at 03:18
    Permalink

    საინტერესოა

  • 15/04/2013 at 03:19
    Permalink
  • 08/06/2013 at 20:04
    Permalink

    გუჯო საბაურო (მახევეო) შენი გვარიც ბოლოვდება ,,ური” -ზე და რა ებრაელი ხარ წარმოშობით?. მოძებნე ინტერნეტში (თუ წიგნების კითხვა გეზარება) Angel name იპოვე სახელები რომელიც არაებრულია და ქართულთან გასაგებია. საიდან ებრაულში ქართული ენის მსგავსი სახელები? გაატოკე თავი

  • 11/04/2015 at 12:53
    Permalink

    საკმაოდ ძველი პოსტებია აქ მაგრამ მაინც დავწერ, და თუ წაიკითხავს თავად მიხვდება ვის ვის ეკუთნის ეს წერილი……..
    ,,საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცვის IV საუკუნემდე” ში წერია ,126–ე გვერდზე, ასეთი რამ ,,გვიანდელი ქართლის ტერიტორიაზე დღემდე არსებობს ისეთი გეოგრაფიული სახელწოდებანი, როგორიცაა: ბაზალეთი, ჭართალი,კასპი,ფხვენისი,წობენი,ალგეთი, თრიალეთი,გოგარენი და სხვა. ცხადია ,ასეთი ონომასტიკა ოდესღაც არსებულ ბაზალთა, ჭართალთა,კასპთა,ფხოველთა,წოვათა,ალგელთა,თრიალთა, (თუ თრელთა), გოგართა და კიდევ მრავალ სხვა ტომთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომელნიც ოდესღაც აქ სახლობდნენ, ეთნოგენეზის ათასწლოვან პროცესში განიცადეს ასიმილაცია და , საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის წარმოქმნა–ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა.
    აქედან გამომდინარე წოვა თუშები (ბაცბები) არიან საქართველოს უძველესი მკვიდრნი , და არა ქისტებისა და ვიღაცეების ნარევი ახლად ჩამოყალიბებული ტომი.
    ჩემი ღრმა რწმენით წოვები სახლობდნენ წანარეთში , დვალეთში და წობენში.
    ცნობილია , რომ წანარები მზისა და ცეცხლის თაყვანისმცემლები იყვნენ , აქედან მომდინარეობს სიტყვა ,,წარმართი” რაც თაგმანში ბაცბურად ნიშნავს ცეცხლსა და მზეს , და აქედან მომდინარეობს სიტყვა ,,წანარები” რაც ცეცხლის ხალხს ნიშნავს.
    მთელი საქართველო სავსეა ბაცბური ტოპონიმებით , იმდენად უძველესითაც ,რომ წარმოუდგენელია იქ ქისტებზე და ჩეჩნებზე საუბარი.
    ამბობენ , რომ ბაცბები ქისტები არიანო. ალვანში რომ ჩახვიდე და ბაცავს უთხრა ქისტი ხარო ძალიან ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი. ძველი ბაცბები სასტიკად ამბობდნენ უარს იმის შესახებ ,რომ ისინი ჩეჩნები, ქისტები ან ინგუშები იყვნენ. ამას რომ თავი გავანებოთ , საქართველო იმდენად ბევრი ტოპონიმებით არის სავსე , ნებისმიერ ჩეჩენ–ინგუშს შეუძლია პრეტენზია განაცხადოს იქ ვცხოვრობდითო რადგან თვითონ სახელი ,,საქართველო” სიტყვასიტყვით ითარგმნება ,, სულსა და თავს ჩვენ მივცემთ” .. მაგრამ ეგენი თავიანთი დურძუკული იმპერიიდან არსად გადიოდნენ და ეს უძველეს თქმულებებსა და ჩანაწერებშიც ჩანს . მითუმეტეს ამიერ კავკასიაში არასოდეს უცხოვრიათ ქისტებამდე. ამიტომ ნუ გააიგივებს ნურავინ წოვა თუშებს ქისტებთან და ჩეჩენ–ინგუშებთან. ენა რაზეც წოვა თუშები საუბრობენ , არის ბაცბური , წოვა თუშური ენა და არა ქისტური. ამასთან ერთად ისინი არიან უძველესი ქართელები და არა ნარევი ტომებისგან შექმნილი ხალხი. ამიტომ ნუ წერთ იმას რაც არ იცით.

  • 25/06/2015 at 14:40
    Permalink

    ვაინახური და ქართული ენის ამოსავალი, ფუძე, ერთი და იგივეა. რაც შეეხება ხევსურებს, მათი წინაპრები ძვწა მე–6 საუკუნეში შემოვიდნენ კოლხეთში. მცხეთელი სამარა მათი ეთნოსის კაცი იყო. მცხეთის გარშემო 300 ერთეული ეთნოსი ცხოვრობდა. აზოს ხალხის შემოსვლის შემდეგ ეთნიკური სურათი შეიცვალა. ებრაელების ერთი ნაწილი ალანიაში გადავიდა, ერთი ნაწილი ხაზარეთში, ერთიი ნაწილი როგორც ჩანც ხევსური გახდა, უფრო დიდმა ნაწილმა ”ქართველ” ეთნონიმს შეაფარა თავი. ისტორიული ქართველი დღევანდელ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 16 პოცენტს შეადგენს. პოლიტიკურ ქართველობას განსზღვრავს ქართული ენა, მეტი არაფერი.

Comments are closed.