დამარხვის წესი | Хевсурети ხევსურეთი-khevsureti »Archive » დამარხვის წესი khevsureti

დამარხვის წესი

როგორც თემები იყოფოდა გვარად, ძირად, მამებად, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ‘’საიქიო’’ ცხოვრებაზეც, რაც გამოიხატებოდა სასაფლაოების ‘’ანდაბებად’’ დანაწილებაში, სადაც კვლავ ცალკე გამოიყოფოდა გვარის, ძირის და მამიშვილობათა საფლავები. ხალხის წარმოდგენით, საიქიოშიც გრძელდებოდა ცხოვრება და ამა თუ იმ გვარის მკვიდრები ერთად უნდა ყოფილიყვნენ.
ხევსურთა გორშეღმის ხეობიდან საარაგვოზე განსახლებისა თუ ერთი რომელიმე სოფლიდან საცხოვრებლად მეზობელ ადგილებში გადასვლის შემდეგაც კი მიცვალებულს კვლავ წინაპართა სასაფლაოზე მარხავდნენ, ტერიტორიულად რაც არ უნდა შორს ეცხოვრათ ამ ადგილიდან. მაგ. ბაკურხეველნი, მოწმაველნი, გველეთელნი და ა.შ. თავიანთ მიცვალებულებს ბაცალიგოს მარხავდნენ, ჩირდილელნი – ხიტალეს, ბარისახოელნი და უკანახოელნი – გუდანში. უფრო ძველ დროს კი თავად ბაცალიგოელთ და ხიტალივნებს ზეისტეჩოს სასაფლაოზე უმარხავთ მიცვალებულნი, რადგან არაბულთა თავდაპირველი საცხოვრისი ზეისტეჩო იყო. თუ ადამიანი ზამთარში მოკვდებოდა და მისი გადასვენება უგზოობის გამო შეუძლებელი იყო, დროებით ადგილზე მარხავდნენ, გზის გახსნის შემდეგ კი ხდებოდა მისი გადასვენება. მიცვალებულს ქვის ფილებით ან მუხის ფიცრებით შემოზღუდავდნენ, მაღლიდანაც დააფარებდნენ და შემდეგ დააყრიდნენ მიწას. ზოგან მიცვალებულებს ცალ-ცალკე მარხავდნენ, ზოგან კი სცოდნიათ’’საფლავის ახდა’’ – რაც მცირემიწიანობით იყო გამოწვეული. ზოგან საფლავებზე დააშენებდნენ ყრუ კოშკებს. არსებობდა სიმბოლური საფლავებიც. შორეულ ლაშქრობაში დაღუპულს ახლობლები სასაფლაოზე მიწას მიუზომავდნენ და ჩვეული წესით დაიტირებდნენ.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

Tags: , , , , , , , , , ,

niedziela, listopad 14th, 2010 at 15:10 historia, dom. RSS .

კომენტარი გათიშულია


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0