დამარხვის წესი

როგორც თემები იყოფოდა გვარად, ძირად, მამებად, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ‘’საიქიო’’ ცხოვრებაზეც, რაც გამოიხატებოდა სასაფლაოების ‘’ანდაბებად’’ დანაწილებაში, სადაც კვლავ ცალკე გამოიყოფოდა გვარის, ძირის და მამიშვილობათა საფლავები. ხალხის წარმოდგენით, საიქიოშიც გრძელდებოდა ცხოვრება და ამა თუ იმ გვარის მკვიდრები ერთად უნდა ყოფილიყვნენ.
ხევსურთა გორშეღმის ხეობიდან საარაგვოზე განსახლებისა თუ ერთი რომელიმე სოფლიდან საცხოვრებლად მეზობელ ადგილებში გადასვლის შემდეგაც კი მიცვალებულს კვლავ წინაპართა სასაფლაოზე მარხავდნენ, ტერიტორიულად რაც არ უნდა შორს ეცხოვრათ ამ ადგილიდან. მაგ. ბაკურხეველნი, მოწმაველნი, გველეთელნი და ა.შ. თავიანთ მიცვალებულებს ბაცალიგოს მარხავდნენ, ჩირდილელნი – ხიტალეს, ბარისახოელნი და უკანახოელნი – გუდანში. უფრო ძველ დროს კი თავად ბაცალიგოელთ და ხიტალივნებს ზეისტეჩოს სასაფლაოზე უმარხავთ მიცვალებულნი, რადგან არაბულთა თავდაპირველი საცხოვრისი ზეისტეჩო იყო. თუ ადამიანი ზამთარში მოკვდებოდა და მისი გადასვენება უგზოობის გამო შეუძლებელი იყო, დროებით ადგილზე მარხავდნენ, გზის გახსნის შემდეგ კი ხდებოდა მისი გადასვენება. მიცვალებულს ქვის ფილებით ან მუხის ფიცრებით შემოზღუდავდნენ, მაღლიდანაც დააფარებდნენ და შემდეგ დააყრიდნენ მიწას. ზოგან მიცვალებულებს ცალ-ცალკე მარხავდნენ, ზოგან კი სცოდნიათ’’საფლავის ახდა’’ – რაც მცირემიწიანობით იყო გამოწვეული. ზოგან საფლავებზე დააშენებდნენ ყრუ კოშკებს. არსებობდა სიმბოლური საფლავებიც. შორეულ ლაშქრობაში დაღუპულს ახლობლები სასაფლაოზე მიწას მიუზომავდნენ და ჩვეული წესით დაიტირებდნენ.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • გორშეღმა გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ […]
  • ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ბაკურხევი ფხიტუს უღელტეხილის იქით, გუდამაყარში, ბაკურხევის ხეობის სათავეში, მდებარეობს ორი ხევსურული სოფელი გორული და საკერპო. ძველად ბაკურხევის ამ სოფლებში ‘’კერპების მჭედელი’’ დევები მდგარან, რომელნიც უკანახოს ფუძის […]
  • ტალავარი (ტანსაცმელი) ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • შატილობა 2015 5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური […]
  • ქორწილი ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს […]