გუდანი

ძველი ანდრეზებით, ‘’ხევსურეთის’’ დასახლების უპირველეს კერად სოფელი გუდანი მიიჩნევა. ‘’თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები კი შედგებიან სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისაგანო.
შეუძლებელია, რომ გუდანის დაარსების დროს ან იმაზე უწინ, ფხოვის ტერიტორიაზე სხვა გვარები არ მდგარიყვნენ. შესაძლოა, რომ ფხოვში რომელიღაც სხვა გვარების მომძლავრებისას შევიწროვებული რამდენიმე გვარი გუდანში ერთად იყრიდეს თავს და ძმად შეყრის გზით ერთიანდება გუდანის ჯვარში ან ფხოვის დასუსტების პროცესში, ძლიერდება რა მისი ერთ-ერთი თემი ‘’ხევსურეთი’’, ითხზვება ანდრეზი ხევსურეთისა და მისი სამი ძმის შესახებ. (ზოგი ანდრეზით გოგოჭა არაბასა და ჭინჭარას ბიძაა ან საერთოდ არ იხსენიება).
არაბას, ჭინჭარას და გოგოჭას გუდანში დასახლებისას მათი კიდევ ერთი ‘’ძმა’’, აფშოელი გელდაური, ლიქოკის ხეობაში სახლდება. დაახლოვებით XVII საუკუნემდე ლიქოკის ხეობაში დგანან მაგანძურის მოძმე გვარები. დღევანდელი ლიქოკის ხეობის მკვიდრნი, ბასხაჯაურისა და ვაჩიაურის გარდა, აქ მოგვიანებით დასახლებულან, ნაწილი – გელდიაურის საქალოზე’’ (ზესიძედ). ‘’ხევსურებ პირველში ვყოფილორთ ლიქოკშია და გუდან, მემრ ზეისტეჩოში გადასულან’’. (სანათისძეთ ბაჭყურას ანდრეზი, ჩაუწერია თ. ოჩიაურს).
ლიქოკის, გუდანის და შემდეგ გორშეღმის ხეობის მკვიდრნი საფუძველს უყრიან ‘’ხევსურეთის’’ ჩამოყალიბებას. აქ იხვეწება და იქმნება დღევანდელი ხევსურეთის ყოფისა და ტრადიციების მახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა ტალავარ-ჩაცმულობა, ნაჭრელა, აღჭურვილობა, სახუცო ტექსტები, კაცის კაცობის მუხლები, ადათობრივი სამართალი, უქმეები და დღეობები.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

149 thoughts on “გუდანი

  • 15/02/2013 at 13:16
    Permalink

    რამდენი გვარია აღწერილი ხევსურეთში დღეის მონაცემებით?
    არ იცით არავინ?ან სად შეიძლება ამ იმფორმაციის ნახვა?

  • 18/02/2013 at 22:02
    Permalink

    ,,ხახამი” – იოლადლპობადი ხე (,,ხევსურული ლექსიკონი” ალ.ჭინჭარაული), ,,კაბალა” – ხართა გააბარებენ სასარგებლოდ იფქლითა მოსაცემლად (ს.საბა.ლექსიკონი)

    • 30/03/2013 at 21:18
      Permalink

      ხახამი ებრაული სიტყვაა! ამაზე მეტი ფაქტი კიდევ რა შეიძლება იყოს? როდესაც აზრზე არ ხართ ელემენტარულობის გაჩუმდით მაინც.მხოლო მოკეტე და გაჩუმდი! ხახამი დიახაც ხევსურული ხევსურული სიტყვაა და ებრაული.ძალიან ბევრი სიტყვებია ხევსურულ დიალექტში ებრაული რომელიც ჯერ შესწავლილი არ არის

      • 01/04/2013 at 21:39
        Permalink

        გეთანხმები.ხახამი ებრაული სიტყვაა და ნიშნავს წინამძღვარს. ხახამ, ნიშნავს ჭკვიანს. რაც შეეხება ხევსურულ გვარებს, თუნდაც მთიულების გვარებს, რომლების დაბოლოებაც არის “ური” ამაზე ნურავინ იდავებს. არის ისტორიული კავშირი ებრაელებთან.

        • 16/07/2014 at 23:19
          Permalink

          თქვენ ბევრი იცით გეტყობათ და ცისტრაკი რას ნიშნავს იქნება ესაც ამიხსნათ.ნუ გაგიკვირდებათ ბერძნული გვარია. ხახამი ებრაულიაო რომ დაგიჩემებიათ, არ ვიცი ვინ გედავებათ,მაგრამ რა კავშირი აქვს ხევსურულ ხახამთან ეს ვერ გავიგე.ბერძნებსაც აქვთ სიტყვა აგური,მაგრამ ბერძნულად აგური კიტრს ნიშნავს და რა ვქნათ ახლა ჩვენ, ვთქვათ რომ ბერძნები ვართ? კრიტზე ვცხოვრობ 17 წელია უკვე და მათ ძველ ადათ-წესებს რომ გავეცანი,მეგონა ხევსურეთის ისტორიას მიყვებოდნენ. ერთი ბერძენი მეცნიერია დაინტერესებული ხევსურეთის ისტორიით და იქედან ვიცი რომ ხევსურების დიდი დღესასწაული ათენგენობა უკავშირდება ბერძენი წმინდანის სახელს ათენგუსს.(αθενγγους).ეს წმინდანი ივლისში იყო დაბადებული. ზოგი ისტორიკოსის აზრით კი ათინას დაბადების დღეს უკავშირდება ეს დღესასწაული.სიტყვა-სიტყვით რომ ვთარგმნოთ ათინას დაბადებას ნიშნავს.ებრაელებს ქუდით გამოარჩევ. ეს ქუდი მათთვის ისევე წმინდა რამეა როგორც სალოცავი.ხევსურს კი თვალითაც არა აქვს ნანახი ებრაული ქუდი.

  • 24/03/2013 at 13:54
    Permalink

    ხევსურეთის ისტორია ხევსურეთის წარმოქმნა როგორ ხდება და როგორაა?

    ხევსრები დასახლდნენ გუდანში თავდაპირველად და შემდეგ არიან აქედან გაფანტულები ხევსურები.

    ხევსური ნიშნავს ხევის ურიას,გრამატიკული თვალსაზრისით სწორედ ასეა.

    ხევსურეთი იშიფრება როგორც ხევი და ური,

    სახელწოდება ხევსურეთიდან ხევი არის მიცემით ბრუნვაში მიმართებითი ფორმით ანუ ხევის ურია,ხევი-ს მიუთითებს ამ შემთხვევაში ურიას,ხოლო დაბოლოვება არის “ეთი”

    ეს შეუგნებელი ხალხის გასაგონად რომელიც ვერ გაერკვა სახელწოდება ხევსურეთის მნიშვნელობაში

    ხევსურები არიან გუდანიდან წარმოშობილი გვარები(პირაქეთა ხევსურეთი) პირიქითა ხევსურეთს პირობითად ჰქვიათ ხევსურეთი.

    მცხეთაში ებრაული თემის მოშლის შემდგომ 4-ე საუკუნეში ებრაელები მთელს საქართველოში გაიფანტნენ და მათ შორის მთიანეთისკენ,შესაბამისად ხევსურები არიან ის ურიები.

    რჯული ხთის გაჩენილია და უძველესი დროიდან მოდის – ასეა ხევსურულ რჯულსა და კანონებზე და მის წარმოშობაზე.

    ამაზე მეტად საუკეთესო შედარება რანაირადღა გავაკეთო რომ ძველ ებრაული რჯული და კანონები პირდაპირ კავშირშია ხევსურულ რჯუთან და კანონებთან?!

    აქვე დავამატებ ერთ ყურადსაღებ საკითხზე, ზოგიერთის აზრით ხევსური ქერათმაინია ან მწითურია. ეს არის არასერიოზული წარმოდგენა. ნამდვილი ხევსურები ვინც არიან ისინი შავთმიანები არიან.ხევსურები ზოგადად შავთმიანები არიან.ეგ მწითურთმიანები და ქერა გვარები წარმოშობით ან ჩაჩნები არიან ან ქისტები უდიდესი ნაწილი.

    ასევე ზოგჯერ ისმის ის რომ ვითომ ვისი გვარიც ური-ზე და ული-ზე მთვარდებაო ებრაელები არიანო..

    ასეთი გამოთქმა უდიდესი შეცდომაა და ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება არასწორ წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას და ფრთხილად უნდა მოეკიდოს ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს რათა შეცდომა არ დაუშვას რაიმეს თქმის დროს

    პირველრიგში იმ გვარებზე ვისაუბროთ რომლებიც თავად ხევსურეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ან შემდეგ მოვიდნენ,ხევსურები რადგან ეწოდათ ურიებს შემდეგ მთელ ტერიტორიასაც ეწოდა ხევსურეთი და შესაბამისად ზოგიერთმა გვარმა მიიღო ხევსურული ური და ული სუფიქსით დაბოლოვება.

    ასე მაგალითდ

    წიკლაურები ხევსურები არ არიან,წიკლაურების წინაპრები ერწოთიანელები არიან,ხოლო შემდეგ მათი ხევსურეთში მოსვლისას გვარი ურით დაბოლოვდა,მაგრამ წიკლაურებს ხევსურეთშიც და შემდეგ გუდამაყარში გადასვლისასაც ბევრი გვარები დაეწერნენ და ასე გამსხვილდა ეს გვარი.

    დორე,სისა,აფცია,ჩოღე,ქისტა – დორეული,სისაური,აფციაური,ჩოხელი,ქისტაური და შესაბამისად ამათი განაყრი გვარები არცერთი არ არიან ხევსურები
    ეს გვარები ვაინახები არიან და ჩრდილოკავკასიიდან გადმოსვლისას გვარები ური ან ელ სუფიქსით დაიბოლოვეს.

    ლიქოკელი,არდოტელი ასევე არანაირად არ არიან ხევსურები არც გადმოცემით და არც რაიმე ანდერძით.

    რაც შეეხება გვარებს: ღუდუშაურს,ქეთელაურს ეს გვარები დგანან შიოლაშვილთა(ღუდუშაური) და ჭავჭავაძეთა(ქთელაური) ძმაგანაყრებად ანუ არც ესენი არ არიან ხევსურები.

    დანარჩენ წვრილ გვარებზე არ მაქვს ლაპარაკი : ნაროზაული,მინდიკაური,ალუდაური,შეთეკაური,ჯალაბაური,ჯაბუშანური,ხოშარაული,გოგოლაური

    გვარები გიგაური,წოწკოლაური,თეთრაული და ზვიადაური 4 ძმისაგან მოდისო და ერთერთი ვერსიით მათ ფუძე ფშავშია ,მეორე ვერსიით კი ხევსურეთში ბლოში.მაგრამ ფაქტია ის რომ წოწკოლაურები ფშავლები არიან ამჟამად.

    ბლო,როშკა არ ითვლებიან ხევსურეთის დასახლების კერად და შესაძლოა ამ სოფლებიდან წარმოშობილი გვარები არც არიან ხევსურები და მერე გახევსურდნენ,რადგან აქ მხედველობაში მისაღებია ის ანდერძები და გადმოცემები რომლებიც ხევსურეთის დასახლებად გუდანს მიიჩნევენ და გუდანში მცხოვრებლებიც არიან ხევსურები,ზოგადად ფაქტია რომ გუდანიდან გაყრილი გვარები არიან მთელი ხევსურეთი დღეს უმეტესწილად.

    ჭინჭარაული,არაბული,გოგოჭური,ბურდული ეს ოთხი გვარი რომლებიც დღეს არიან, გუდანში არიან მოხსენიებულნი 17-ე საუკუნეში.

    თავად გახევსურებულ არახევსურული წარმოშობის გვარებზე ბევრი არახევსურული გვარია დაწერილი და გამსხვილებულია ასეთი გვარები და ზოგს მცდარი შთაბეჭდილება ექმნება იმაზე რომ ეს ასეა.

    ხევსურულ გვარებზეც არიან წვრილი არახევსურლი წარმოშობის გვარები დაწერილები.

    და ბოლოს ვინ მიგდიხართ ზოგიერთი გაუნათლებელი შეურაცყოფებს რომ იყენებით,თუ არ გსიამოვნებს ხევსურობა და ებრაულობა მაშინ აეგდეთ და ურის მაგივრად “ძეზე” ან “შვილზე” დაიბოლოვეთ გვარები

    ამათ უყურე ამ სრულ გაუნათლებლობაში მყოფებს როგორ ზედმეტებს ისვრიან.მაშინ როდესაც უდიდეს პატივს გვცემდნენ ხევსურებს საქართველოს მეფეები ჩვენი ებრაულობის გამო ეხლა ვიღაც ბასიაკები და ვაინახების მიერ გონებადაჩლუნგებულები ზედმეტ სიტყვებს ისვრიან!

  • 24/03/2013 at 14:29
    Permalink

    ბაგრატიონებზე არასწორია ის რომ ვითომ ისინი ებრაელები იყვნენ,ჯერ ერთი ბაგრატიონები ძველი ქართული ტომიდან სპერიდან იყვნენ და მაშინ როდესაც არაბთა ბატონობის დროს თბილისი მათ დაიკავეს, სამეფო კარი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და იქ დამკვიდრდა 8-ე საუკუნეში,ხოლო როდესაც საკითხი კვლავ დადგა საქართველოს საბოლოოდ განთავისუფლებაზე ეს მოხდა ტაო-კლარჯეთის მეშვეობით,მაშინ როდესაც არაბებს აღმ.საქართველო ეჭრათ ამ დროს ერთერთი ქართული სამეფო ტაო-კლარჯეთი მოძლიერდა და ბაგრატიონები აქედან არიან წარმოშობით

    ამ ქართულ ტომთა სამეფო შტოში დაწინაურდა ერთერთი გვარი რომლის დამფუძნებელი იყო და ტაოს პირველი კურაპალატი ბიზანტიის ხელდასმით ეს იყო აშოტ კურაპალატი და ამ აშოტის შვილიშვილი ბაგრატი ჩაუდგა სათავეში ამ სამეფოს და რადგან საქართცელო დაქსასული იყო და ქართლის სამეფო კარი არაბებისგან განდვენილი გადაწყდა რომ ტაოკლარჯეთის სამეფოს მეშვეობით მომხდარიყო საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა,შესაბამისად ბაგრატონეი ჩვეულებრივი ქართული წარმოშობის იყვნენ.და გადაწყვიტეს თავად ჩადგომოდნენ ხელმეორედ საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანებას,თუმცა დედის მხირდან ტაოელი ქართველური ტომის წარმომადგენელ ბაგრატიონები ენათესავებოდნენ ქართლელ ფარნავაზიანებს და ამიტომ გადაწყდა მათი არჩევა საქართველოს სამეფო კარზე,ამაში დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ერისთავმა ლეონ 3-ემ და სხვა დიდებულებმა.

    ბაგრატიონებს ებრაულად თავის გამოცხადება იმიტომ დასჭირდათ რომ საქმე ასე მოითხოვდა ესეც ერთგვარი პოლიტიკის ნაწილი იყო და ყველა ცდილობდა თავი გამოეცხადებინა მაღალი წარმომავლობის წარმომადგენელად.ეს იყო ხელისუფლების ერთგვარი ლეგიტიმაცია რაც ხაზს უსვამდა მათი ძალაუფლების განმტკიცებას და მათ ვითომდა ებრაულ წარმომავლობას.

    მაგალითისთვის მოვიყვანოთ უამრავი მაგალითები როდესაც რომელიმე ქვეყნის მმართველები თავს აცხადებდნენ ზეწარმოშობის ადამიანებად:

    ეგვიპტის ფარაონები თავიანთ თავს ღმერთებად თვლიდნენ.

    რომის იმპერატორები თავიანთ თავს ღვთის დასმულებად მიიჩნევდნენ.

    გერმანიის იმპერატორები თავს წმინდა პეტრე მოციქულის ხელდასმულებად მიიჩნევდნენ.

    ირანის გვიანდელი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები “სეფიანები”რომლებიც სინამდვილეში აზერბაიჯანული წარმოშობისანი იყვნენ თავს მოციქულ მუჰამედის შთამომავლებად ასაღებდნენ.

    ბიზანტიის იმპერატორები თავ ღმერთებს უტოლებდნენ.

    მუსლიმი ხალიფები თავს ალაჰის სიტყვის დამცველებად ასაღებდნენ.

    სპარსეთის მეფე დარიოს 1 -მა საკუთარი თავი “მეფეთ მეფედ” და “მთელი ქვეყნიერების მეფედ”გამოაცხადა

    ბაგრატიონები თავიანთ თავს დავითიან-სოლომონიანთა შთამომავლებად აცხადებდნენ რითაც ხაზს უსვამდნენ თავიანთი პოლიტიკის ლეგიტიმაციას.

    ასეთი შემთხვევები უამრავია და თითქმის ყველა ძველი თუ შუა საუკუნეების მმართველი ცდილობდა საკუთარი წარმოშობა დაეკავშირებინა ღვთიურობასთან რათა თავი წარმოეჩინა როგორც დიდებული ადამიანი.ასე რომ ასეთი რამის სწავლა ჩემგან არ უნდა გჭირდებოდეთ და ეს ისედაც უნდა იცოდეთ

    ხომ გაიგეთ ეხლა ბაგრატიონთა მიზანი რა იყო,ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენა იყო წარსულში

    ხევსურთა რაოდენობა იქნება სადღაც 20 000-დან 30 000-მდე (ჩემი გამოთვლებით,აქ შედიან ნამდვილი ხევსურები რა თქმა უნდა, რომელთა ხევსურობაც დადასტურებულია)

    • 27/03/2013 at 12:41
      Permalink

      აუ ეს ნახეთ რა, თავად შეუგნებელი სხვებს რო ეძახის შეუგნებლებს, აგეტირება რა, რას არ წაიკითხავს კაცი. რა ებრაელი, რა ურია ???? მოდი ჯერ საკუთარი ენის გრამატიკაში გაერკვიე ური/ული დაბოლოებები რას აღნიშნავს და მერე უკითხე სხვებს ლექციები ეგეთი ტონით.
      “შეგნებული” ხალხისთვის მე უბრალოდ მაგალითებს ჩამოვწერ სადაც ეს დაბოლოებებია და “შეგნებული” ადამიანი თავისით გამოიტანს დასკვნას
      მაგ:

      სადა-ური? (ეს რას აღნიშნავს შენი აზრით, სად არის ურიაო ?)
      კახ-ური (ეს რაღას ნიშნავს, კახელ ურიას ?)
      მშობლი-ური (მშობელი ურია ?)
      იქა-ური
      აქა-ური
      ხევ(ს)-ური

      და ა.შ.

      რა შუაშია აქ ან ურია ან ებრაელები ????????????
      განათლდით ჯერ მშობლიურ გრამატიკაში თორე ვინმე მართთლა დაიჯერებს იმ სისულელეებს რაც იწერება !!

      • 28/03/2013 at 11:23
        Permalink

        შე გაუნათლებელო,რა გაუნათლებელი ხალხი არსებობს რომელსაც ეს პირუტყვი განასახიერებს აქ!

        შე ლენჩო შენ ვისაც უჭერ მხარს “ბეროსა” და “ვიღაც გიორგის” ისინი ამბობენ რომ “ური”ტერმინი საერთო იბერიული ცივილიზაციის გადმონაშრეტიაო! ანუ შენ ეთანხმები მათ აზრს და კადრულობ გაუთვიცნობიერებულად იმას რომ ოღონდაც ხევსურები ებრაელები არ იყვნენ და “ური” სადაურობის აღმნიშვნელსა და “ური” ებრაელობის აღმნიშვნელ სახელ-ტერმინებს ერთმანეთში ურევ!

        ური ტერმინი აღნიშნავს სადაურობას,რაობას მაგრამ ამავდროულად არის ებრაულის აღმნიშვნელიც,უფრო სწორად ადრე “ებრაელი” სიტყვა საერთოდ არ არსებობდა და მის მაგივრად იყო ტერმინი ურია!

        და თუ არ იცი შეგახსენებ მცხეთაში-უბანი ურიათა-ანუ უბანი ებრაელთა
        კახეთში-ურიათუბანი-ანუ ებრაელთა უბანი
        მთიანეთში-ხევსურები_ანუ ხევის ებრაელები

        სადა-ურიო რომ წერ გითხარი რომ “ური” ტერმინი არის სადაურობისა და რაობის აღმნიშვნელიც

        მერე რომ წერ ასე: კახ-ური

        კახელების თვითსახელწოდებაა კახები ანი კახი

        და ხევსურების თვითსახელწოდებაა ხევსური და ხევსურები

        შესაბამისად როდესაც ამბობ კახ-ური,უნდა თქვა ასევე ხევსურ-ული,ანუ ხევსურში ტერმინი “ური” ფუძეა საკუთარი სახელი და არა სადაურობის აღმნიშვნელი,სადაურობას გამოხატავს ფორმა “ული” ანუ ხევსურ-ული,

        ხევსურეთი რას ნიშნავს შე გაუნათლებელო თუ ხარ გრამატიკის აზრზე?!

        ხევ-ის-ური-ეთი ანუ პრიმიტულ ენაზე რომ ვთქვათ ასე გამოდის ხევ-ის ებრაელ-ეთი

        ხევ”ს” ეს ფორმა არის მიმართებითი ფორმა მიცემით ბრუნვაში ანუ სათქმელი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და გვეუბნება ეს სიტყვა რომ ხევის რაღაცა არის სათქმელი კიდევ ამ შემთხვევაში ხევის ური ანუ ხევის ებრაელი,ხოლო ხევსურის სადაურობა ხევსური კი არ არის წმინდა გრამატიკული თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ არამედ ხევსურ-ული!

        და კახ-ურიო როცა ამბობ უნდა თქვა ხევსურ-ული და არა ხევს-ური!

        გაიგე თუ არა მაგ ლენჩ თავში

        მერე არათუ საქართველოში არამედ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი რამ რაც ებრაელს ახასიათებდეს და იგი არ შეიმჩნეოდეს მასში,ასე ვთქვათ ებრაელთა სპეციფიკურობა რელიგიისადმი და შინაგანი ბუნებრიობა

        მოსეს ღმერთმა რა დააწერინა ებრაელი ერისათვის ეს თუ არ იცი რომელ საკითხზე მელაპარაკები,მიდი აიღე ხელში ებრაელთა ისტორია და ნახავ რა უბადრუკი ყოფილხარ როცა აღმოაჩენ რომ მართალი ვარ და შენ რა გაუნათლებელი ყოფილხარ

        მოსემ ებრაელ ერს ღვთის მეშვეობით დაუწერა რჯული და კანონები!!!

        სანამ ამას ვერ შეიგნებენ გაუნათლებელი არსებები მანამ მათთან ერთად არ ღირს არანაირ თემაზე საუბარი

        ესეიგი ტერმინების დონეზე რომ ვიმსჯელოთ მხოლოდ , ტერმინი ურია და რჯული და კანონები ერთად იყრის ხევსურეთში თავს და ეს შემთხვევითია?!

        აბა ერთი წაიკითხე 8-ე,9-ე საუკუნის ისტორიული შედევრები “მოქცევაი ქართლისაი” და “წმინდა ნინოს ცხოვრება”

        სადაც შავით თეთრზე წერია რომ 4-ე საუკუნეში ებრაელთა გასნახლება მოხდა მთიანეთისკენ!

        ჩემი აზრით ეს არსება ჯერ სწავლების პროცესშია საკითხისადმი და ალბათ გონს მოვა და ჩაწვდება რეალობას რათქმა უნდა ისტორიული ფაქტებით გამყარებული!

        დროა თანამედროვე ტერმინებით ვილაპარაკოთ ურიას აღარავინ არ ამბობს,ჩემი აზრით ხევსურეთი დროსა და სივრცეს ჩამორჩა და მისმა მეხსიერებამ “ური”ტერმინი ვერ შეცვალა სიტყვა ებრაელით!

        კარგია ცოტა კრიტიკა რომ მოდის!ოღონდ საქმე იმაშია რომ ამ შემთხვევაში საღი კრიტიკა ვერ დაიწერება რადგან საღი აზრია თავად ის რომ ხევსურები ებრაელები არიან და საღი აზრი ვერ გაკრიტიკდება დანარჩენი გამოხტომებისაგან>

        ისე გირჩევდით ებრაელთა ხასიათსა და თვაისებურებებში გარკვეულიყავით,

        კარგი იქნება ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა” ს თუ წაიკითხავთ

      • 03/02/2014 at 23:39
        Permalink

        გეთანხმები….ერთ-ერთი ვერსიით, მართლა არსებობს ასეთი განმარტება, რომ ხევსური ხევის ურიას ნიშნავს, მაგრამ ეს სულაც არ უნდა გავიგოთ რომ ებრაელები არიან, ეს განმარტება დაყრდნობილია იმაზე რომ ხევსურეთში ქრისტიანობის გავრცელება დიდხანს ვერ შეძლეს, ამიტომ მათ როგორც არაქრისტიანებს ურიებად მოიხსენიებდნენ, და ებრაელებისგან რომ გამოერჩიათ ხევის ურიები უოწოდეს…ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ მაქვს…ხევსურების ფესვებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ვერსია არსებობს, და რაღაც ბერძნული კავშირები იკვეთება, აქცენტი კეთდება დღსასწაულების სახელებზე, მაგალითად ათენგენობა, გენას ბერძნულად დაბადებას ნიშნავს, ათინა , ვიცით ვინცაა…გამოდის რომ ათანგენობა არის ათინას დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწააული,….კიდევ არის სხვა დღესასწაულები….მოკლედ შეიძლება ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ხევსურები რომ ებრაელები არ არიან ეს ნამდვილად ვიცი 🙂

  • 29/03/2013 at 11:12
    Permalink

    მილიარდი წელი რომ ეწვალო ჩემნაირი გონებას ვერ ეღირსები,რადგან პრიმიტიული გონება გაქვს,მე არ ვიცი ხევსური თუ ხარ,ან თუ ხარ ბევრი გირევია სხვა მთიელების გენებიც და ამიტომ გონება ვერ გიმუშავებს სრულყოფილად!

    ხევსურში “ური”რომ ურევია იგი მიანიშნების ხევის ებრაელობაზე,მაგრამ როდესაც ვიტყვით სადაურობას,უნდა ვთქვათ ხევსურ-ული,შეიგნე მაგ შეუგნებელ თავში,ტონს რაც შეეხება თქვენ ძლიერი ხელი და ძლიერი ადამიანი გჭირდებათ რათა მორჯულდეთ და სიმართლეში დაბრუნდეთ ისე ხართ გადაჯიშებულები!

    აქ მე ვსაუბრობ ჯერჯერობით თქვენს ენაზე რადგან მეცნიერულ დონეზე რა უნდა გაგაგებინონ თქვენნაირ საწყლებს.

    მე ვერავინ ვერასდროს ვერ მასწავლის ჩემს რაობას,ისე ვარ დარწმუნებული ჩემს ძველ ებრაელობაში როგორც ღმერთის არსებობაში!

    არავის ჩემთვის არ უთქვია და ზემოქმედება არ მოუხდენია იმაზე თუ ვინ ვიყავი მე! ჩემი ნიჭიერებითა და გონებით დავამტკიცე ხევსურთა ებრაულობა,მაშასადამე ჩემი ებრაულობა!

    დამოუკიდებლად მივედი იმ დასკვნამდე რომ ხევსურები ებრაელები ვართ!

    და კიდევ განვამტკიცე მეცნიერთა და სასულიერო პირთა მხრიდან ხევსურთა ებრაულობის დაყენების საკითხის ჭეშმარიტება!

  • 30/03/2013 at 18:23
    Permalink

    ხშირად ამბობენ რომ “ებრაელები თავის ებრაელობას არ კარგავენო”

    ასეთი ცრუ წარმოდგენები იწვევს რეალობის უკუღმართად აღქმას!

    ჯერ ერთი ხევსურებს რაც შეეხება რატომ თვლის ზოგიერთი დაუნი რომ ხევსურთა ებრაულობა დაკარგულია? რა არის დაკარგული? სიტყვა “ხევსური”? თუ რჯული და კანონები? თუ ისტორიაა დაკარგული?(მოქცევაი ქართლისაი,წმინდა ნინოს ცხოვრება…?!)თუ ანთროპოლგიური მონაცემებია დაკარგული?!

    ჯერ ერთი ნინოს შემოსვლის შემდგომ მცხეთელი ებრაელების ნაწილი გაქრისტიანდა!და მოგიყვანთ ციტირებას ქართლის ცხოვრებიდან და გაიგებთ რომ ხევსურებში ებრაულობა დაკარგული კი არ არის, არამედ პირიქით შენარჩუნებულია!

    ვციტირებ…

    და ესრეთსახედ ნათელღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან,თვინიერ ხოლო არა ნათელიღეს მთიელთა კავკასიანთა,არცა მოვიდეს მოფენასა მას ნათლისასა,არამედ დაადგრეს ბნელსა შინა ჟამ რაოდენმე.და ურიათა მცხეთელთა არავე ნათელიღეს,გარნა ბარბიანთა ნათელიღეს ორმოცდაათმან სახლმან და იქმნეს ქრისტიანე ჭეშმარიტი.ამისთვისცა დიდ იქმნეს იგინი წინაშე მეფისა.და მიუბოძა მათ დაბა,რომელსა ჰქვიან ციხედიდი.

    ქართლის ცხოვრებიდან ვიგებთ რომ მებრაელების ორმოცდაათამდე ოჯახს მიუღია ქრისტიანობა და ამისათვის სამკვიდრო ციხედიდიც გადაუცია მეფეს.ხოლო ებრაელთა ის ნაწილი რომელმაც ქრისტიანობა არ მიიღო მცხეთიდან გაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

    ხევსურეთში სინაგოგის არსებობას რაც შეეხება და ამაზე კითხვის დასმა რომ ებრაელები თუ არიან სინაგოგა რატომ არ ჰქონდათო პასუხი იქნება რომ სინაგოგა და ბაგინი უკვე ჰქონდათ მცხეთაში რომელიც ეკლესიად გადააკეთეს და შესაბამისად ხევსურთა სამლოცველო თუ ვინმეს დააინტერესებს შეუძლია მცხეთის არქეოლოგიური ძეგლები მოინახულოს ,ურიათა საცხოვრებელი უბანი,და ბაგინი ურიათა.

    თქვე კაი ხალხო ან მცხეთიდან არ ხართ დაკვირვებულნი ან ჯვრიდან არ გაგიხედავთ? მდინარე არაგვი,მცხეთა ერთი სივრცეა,ერთი გეოგრაფიული განსახლების არეალი,რატომ ვერ წარმოუდგენია ზოგს ის რომ მცხეთიდან ურიები პირველრიგში არაგვის ხეობაში დასახლდებოდნენ და არა რაჭაში,როდესაც მცხეთის ებრეული თემი მოიშალა.

    ასევე რაც შეეხება ხევსურულ ტალავერსა და ნაქარგობას,როგორც ამ საიტზე დევს იმფორმაცია მას საფუძველი ეყრება 16-ე ,17-ე საუკუნეებში და საფუძველს უყრიან ხევსურებთან ერთად ლიქოკის ხეობის მკვიდრნიო.

    ეს მაშინ როდესაც ჩემი გვარი და ბევრი სხვა ხევსურული გვარები უკვე ქსანზე ვსახლდებით სულ მცირე 8-ე,9-ე საუკუნეებში.ხოლო ხევსურული ორნამეტიკა კი სადღაც 7,8 საუკუნიშ შემდგომ იქმნება ან იხვეწება.

    შესაბამისად ჩვენ მასში მონაწილეობა არ გვაქვს მიღებული და გვიანდელი შექმნილით ვერ განსაზღვრავ ვერაფერს,500 და 1000 წლის წინანდელ ისტორიას კი ებღაუჭებით,2000 და 2500 წლის წინანდელ ისტორიას გადახედეთ

    როცა პირიქითა ხევსურეთში რომელიმე მხარე რამეზე ვერ რიგდებოდა,იტყოდნენ ხევსურები მოვიყვანოთ, მათ ხომ კარგად იციან რჯულიო!(ა.ოჩიაური)

    რაც შეეხება ქრისტიანობას ხევსურეთში ქრისტიაანობა 14-ე საუკუნეში შევიდა ანუ ჯვარ ხატების არსებობა აქედან იწყება.ფხოველებს კი რაც შეეხება ფშავლები წარმოადგენენ ფხოველებს,თუნდაც შუაფხო ავიღოთ ესაც მოწმობს ყველაფერს.

    რაც შეეხება ხევსურეთის დასახლების კერას გუდანს და მის ახლომახლო მდებარე ტერიტორიას იქ ვაინახური არაფერი არაა.რადგან ხევსურები ვაინახები არ ყოფილან და ვერანაირად ვერ დაიწყებდნენ შატილისა და მუცოს მსგავსი ციხექალაქების მშენებლობას!

  • 30/03/2013 at 21:22
    Permalink

    ხახამი ებრაულად მლოცველს(წინამძღოლს) ნიშნავს. რაღაც საეჭვოა იოლადლპობად ხეს რომ ნიშნავდეს ხევსურულად.

    ესე იგი ხახამი რომელიც ებრაული სიტყვაა ხევსურთა ებრაულობასთან არაფერ კავშირში არაა კიდევ?!

  • 05/04/2013 at 10:09
    Permalink

    გიორგასა და ბეროს გასაგონად ვამბობ! ეგ თქვენი ფარული ნიშნები ეკუთვნით ჩრდილოკავკასიელებს,ძურძუკებს(ჩაჩნებს,ქისტებს,ლეკებს)დიდოელებს,თუშებსა და ფხოველებს! სვანებს კიდევ,რაღაც არ გეტყობათ არცერთს რომ ეს საკითხები იცოდეთ.სვანეთში უნდა იცოდეთ რომ ფარული ნიშნებით გატენილია მთელი ტერიტორია,რაჭაშიც ბევრია ასეთი ნიშნები.და მოვიყვან ცნობას იმის შესახებ რომ მეფე საურმაგს ჩრდილოკავკასიელები დურძუკნი გადმოუსახლებია კავკასიის სამხრეთ კალთებზე იმის გამო რომ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული იმიერკავკასია და დურძუკნი დაუსახლებია თუშეთიდან სვანეთამდე.

    ხევსურეთის ისტორია ვერანაირად და არანაირად არაა საძიებელი საქართველოს ფარგლებს, გარეთ ეს ერთი.

    როგორ გგონიათ ვიგინდარებო,წმინდა ნინოს დროინდელი მოვლენები როდესაც არის აღწერილი(4-ე)ს მაშინ ხევსურეთის ადგილზე ფხოვი რომ იხსენიება უმიზეზოდ დაერქვა ხევსურეთი?

    ხევსურები და ხევსურეთი რომ ყოფილიყო იმ დროს, უკვე მოხსენიებულნი იქნებოდნენ წმინდა ნინომ როდესაც იქადაგა ქრისტიანობა მთიანეთში 4-ე საუკუნეში!

    რა ზღაპრებიც ამ საიტზე დევს რომ ვითომ ფხოვის ერთერთი თემი “ხევსურეთი” გაძლიერდაო და ვინმე “გუდანელი” მაღრანიდან ბატონს გამოექცაო და ამით ჩაეყარა საფუძველი ხევსურეთის დაარსებასო უბრალოდ ყოველგვარ ზღვარს სცილდება ასეთი აღვირახსნილი “ამბები” რომელიც ზოგიერთ ამ საიტის სტუმარს ჰგონია რეალური ასეთი ვინმე “მინდიასა” თუ “აპარეკას” მოყოლილი ზღაპრები და იმაზეც კი დავობენ უკვე რომ გუდანლეს ჭინჭარა და არაბა ჰყავდა მარტოო თუ გოგოჭაცო. სასაცილოა და გაუნათლებელი საზოგადოება რომელსაც საკუთარი ინტელექტი არ გააჩნია ენდობა და ბრმად სჯერა იმ სისულელეების რასაც მოუყვებიან.

    ასეთი სისულელეები და სიჩლუნგეები გადააშენეთ ყველა საიტიდან.და რეალობა ილაპარაკეთ ისტორიული ფაქტებით გამყარებული რაცაა!

    ებრაელთა ერთი ნაწილი სახლდება ისტორიული ფხოვის ტერიტორიაზე და მათი დასახლების ადგილს უწოდებენ ხევსურეთს.და ფხოვის დაშლა თუ გაყოფა ამიტომ მოხდა.შემდგომ ზოგიერთმა ადგილობრივმა მიიღო ხევსურთა მსგავსად გვარები და ზოგმაც ჩრდილოკავკასიიდან გადმოსულებმა,ვისი გვარიც “ური”თ ან “ული”თ მთავრდება იმას არ ნიშნავს რომ ყველა ხევსურია!

    კიდევ ერთი ზღაპარი რომელსაც ამ საიტიდან უყვებიან სტუმრებს, ის რომ ვითომ ხევსურები წინ აღუდგნენ განსხვავებული ჩვეულებების მატარებელ მეზობლებს და თან წერენ სავარაუდოდ ებრაელებსო, რათქმა უნდა ასეთი ამბის მომყოლი პირდაპირ დასახვრეტია რადგან ყველაზე დიდი დანაშაული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და გაცურებაა.

    ხევის ურიები აღუდგნენ წინ ებრაელებს – პირდაპირ სასწაულია!

    მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი “მოსეს რჯულის ქართველთა კავშირი” მაინც არ გაგიგიათ?
    რჯულზე და კანონებზე მაინც დაფიქრდით რომელსაც ხევსურები ამბობენ რომ ღვთის გაჩენილიაო!

    ამას წინათ წავიკითხე რ.თოფჩიშვლის ერთი ყოვლად გაუაზრებელი და გაუთვიცნობიერებილი მონაყოლი,რომელიც ჟურნალ “ისტორიანში”გამოქვეყნდა,სადაც იგი საუბრობდა ჩაჩნებისა და ქისტების შესახებ და ზოგადად ვაიანხი ხალხისა და რუსეთის დამოკიდებულებას მათ მიმართ და ეწერა ასეთი რამ რომ ვითომ

    ვციტირებ მის ნათქვამს:

    “მართალია,ანატორის ჯვარი ხევსურთა სალოცავი იყო,მაგრამ მასზე ,როგორც “წმინდა”ნადირის მფარველ ღვთაებაზე,ქისტებიც ლოცულობდნენ,ქისტეთის სოფელ ჯგარეგოში ანატორის ნიშიც მდგარა”-ო

    ეხლა მინდა გავცე პასუხი მის ამ ნათქვამს,ჯერ ერთი მან ის უნდა იცოდეს რომ პირიქითა ხევსურეთის ძირძველი გვარები და იქ არსებული მატერიალური კულტურა მთლიანად ვაინახურია.ანატორის სალოცავი ვისიც იყო ან არის,ის გვარები არ არიან ხევსურული წარმოშობის.ანატორი უძველესი დროიდან სისაურთა და ლიქოკელთა სალოცავი იყო რომლებიც არ არიან ხევსურები,და თუ თოფჩიშვლის გონია რომ ეს გვარები ხევსურები არიან სჯობია კარგად შეესწავლა ხევსურთა ისტორია და აღარ დაწერდა იმ სისულელეს რაც ეწერა.

    ამას წინათ ერთერთმა სვანმა მომწერა პირველად გავიგე ის რომ შატილი ხევსურებისა არ იყოო.არადა სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ საქართველოში ცნობილი მკვლევარია გინდ დაიჯერეთ გინდ არა ეხლა

    და ბეროს ვეტყვი რომ სანამ ცნება “იბერიულ-კავკასიური ენები” დამკვიდრდებოდა ერთერთი ქართველი მეცნიერის მიერ, მანამ მოხდა ებრაელთა განსახლება მთიანეთისკენ და ებრაელთა აქ შემოსვლას 2800 წლის ისტორია აქვს ანუ მანამდე სანამ საერთოდ იბერია ეწოდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს.

    შეზღუდულად ნუ აზროვნებთ და ბარიერს ნუ უქმნით საკუთარ თავებს.სანამს დარწმუნდებოდე რომ იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის გადმონაშთია ხევსურების მიერ შექმნილი რამე ხევსურეთში მანამ გადახედე ისტორიას.

    თუ არ შეხედე ხევსურთა წარმოშOბას უველანაირი კუთხით ვერ გააკეთებ სწორ დასკვნას.შეუძლებელია განათლებული და ჩახედული ადამიანი დაინტერესდეს ხევსურთა წარმოშობით და მან ხევსურები განხილოს ებრაული წარმოშობის ხალხად,ადგილობრივ ფხოველებად ან ვაინახებად და სწორი დასკვნა არ გამოიტანოს,საქმე იმაშია რომ ბეროსა და გიორგას ერთხელაც არ განუხილიათ ხევსურთა ებრაული წარმოშობა და ამიტომ უკუღმართად აზროვნებენ,მე იმდენ ივრითულ სიტყვას ვლაპარაკობ რომ მეც მიკვირს ზოგჯერ რომ როგორ მოახერხა ბაგრატიონთა დინასტიამ ასე გადაჯიშება ხევსურების რომ სულ დაავიწყდათ მეხსიერებაში ის რომ მათი სამშობლო ისრაელია!

    ბაგრატიონთა ებრაულობა ისეთივე აბსურდია როგორც ხევსურთა ჩინელობა

    ბაგრატიონები რომლებიც ცეცხლითა და მახვილით ქრისტიანობას ავრცელებდნენ,ქრისტიანობის გამო თავებს სწირავდნენ დაქრისტანობის უდიდესი დამცველები იყვნენ ამის შემდეგ ვინმემ მათ ებრაულობაზე ილაპარაკოს უმეცრება იქნება.

    ბაგრატიონები ერთერთი ქართული ტომიდანბ სპერიდან იყვნენ და მათი ერთი შტო სომხეთშიც დაწინაურდა და მეფობა მიიღეს იქაც,რომელი ებრაელი მოვიდოდა და საქართველოსა და სომხეთის მეფეები გახდებოდნენ? პრიმიტიულად რომ ვიმსჯელოთ

    პირველად ეს წოდება გრიგოლ ხანძთელმა გაავრცელა ბაგრატიონებზე,ბაგრატის პაპის აშოტ კურაპალატის წინაშე როდესაც გრიგოლ ხანძთელმა მეფეს უწოდა “დავით წინასწარმეტყველისა შვილად წოდებულო და უფლის ხელით დასმულო მეფეო”.აქედან წამოვიდა ეს იდეა რომელიც ზოგმა სინამდვილედ მიიღო და დღეს ბევრ ჩლუნგს სჯერა!

  • 28/05/2013 at 20:10
    Permalink

    ,,პირიქითა ხევსურეთია ვაინახურია” რას ამბობ ?, გივლია საერთოდ ვაინახების მხარეს?. გინახავს და გაცნობიხარ მელხისტებს და ჭანთელებს?. იქაური სოფლები: გველეთი, ჯარიახი(ჯვარიახი), ბერკინო, ბარა და სხვა. გინახავს იქური ,,მკვდართა აკალდამები” რომელიცშიც ვერცხლის სამკაულებია და 1500- 2000 წლიანი ჯვრის სიმოლოებიანი და ასომთავრულის მსგავსი ორნამენტებითა სავსე (დიდი ნაწილი გროზნოს მუზეუმშია დაცული). მთელი ფშავ-ხევსურეთი-თუშეთი ქვა-ქვა მაქვს შემოვლილი და არსად არ შემხვედრია ებრაული კულტურის ნაშთი, არც მიწის ქვეშ და არც მიწის ზედა ძეგლებზე. ხალხი შეცდომაში შეგყავს და წერ ამხელა უაზრო და უშინაარსო წერილებს. აუცილებელია ვინმე გაამწარო და გაგინოს?. შენ ეს გინდა?, მერე ამ საიტსაც გათიშავენ და ესაა შენი მიზანი?.

  • 07/06/2013 at 21:32
    Permalink

    ,,თავდაპირველი ხევსურული გვარები არაბული, ჭინჭარაული, გოგოჭური” საეჭვოა რომ ეს გვარები ყოფილიყვნენ ,,თავდაპირველი” გვარები, რადგან ისეთ, ლამაზ გამოსაჩენ, ადგილები როგორიცაა პირაქეთ ხევსურეთის სოფლების როშკის, ქმოსტის და ღელისვაკის ადგილებია სხვა გვარების საცხოვრისებია უძველესი დროიდან, წიკლაურების, ბურდულების, აფციაურების და სხვა. ხევსურეთში ფხოური გვარები იყო უძველესი დროიდან და ტოპონიმიკაც შემორჩენილია ,,ფხიტური” (უკანახო), ,,ფხაჭეხო” (ლიქოკი), ფახვიჯი (ბაკურხევი) და სხვა

    • 13/06/2013 at 17:09
      Permalink

      ჯერ კიდევ ვერ გაიგე სისწორე,რატომაა მერე გუდანზე ბევრად უკეთესი ადგილები სამოსახლოდ როშკა,ქმოსტი ღელისვაკე,ღული….?იმიტომ რომ ხევსურების წინაპარი გვიანაა მისული ფხოვის ტერიტორიაზე და ვინ მიუშვებდა კარგ ადგილზე დასასახლებლად!

      ხევსურები არიან გუდანელები და გუდანიდან შემდეგ სხვადასხვა სოფლებში წასულები

      დღეს ვინც ხევსურობას ამბობს მათი უდიდესი ნაწილი სინამდვილეში ფხოველია ან სხვა წარმოშობისაა.გიგაურები,ბურდულები,ბექაურები,წიკლაურები,ქეთელაურები,გოგოჭურები,ფიცხელაურები და ბევრნი კიდევ არ არიან ხევსურები.

      საეჭვო ის კი არაა რომ ეს სამი გვარი ყოფილიყო(უფრო სწორად ორი,გოგოჭურები ხევსურები არ არიან,ფუძე ფშავში აქვთ) თავდაპირველი ხევსურული გვარები არამედ ისაა ფაქტი რომ გვარების უდიდესი ნაწილი ფხოვური წარმოშობისაა.

      როგორ გგონია დარწმუნებული ხარ რომ გუდანელებმა შექმნეს “ხევსურული ტალავარი”?
      “ხევსურული სამოსი”არის ტიპიური ფხოვური ადგილობრივი ტიპის სამოსი და ზუსტადაც რომ იდენტური ნიშნებია სამოსზეც თუ ფარულ ნიშნებზეც.

      მე დავამტკიცებ უახლოეს მომავალში რომ ეს ეგრეთწოდებული ხევსურული სამოსი არის ადგილობრივი ფხოვური გადმონაშთი,ხევსურეთი მხოლოდ სახელწოდებაა და ხევსურთა წარმოშობის დამადასტურებელი ვერ იქნება ვერც ტალავარ-ჩაცმულობა,ვერც ფარული ნიშნები და ვერც ის რომ გუდანის ჯვარი ძალით რომ დაუშენეს ხევსურებს ბაგრატიონებმა!

      სანამ იმას არ შეიგნებ რომ ებრაელობა მთელი დედამიწის ზურგზე არიან გაფანტულები ვერ მიხვდები მე რატომ ვსაუბრობ ხევსურთა ებრაულობაზე.მცხეთაში შემოსული ებრაელობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფანტა შემდეგ,ბევრი საქართველოდანაც წავიდა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ბევრი აქ დარჩა.

      შენი თავი შეცდომით გგონია ხევსური და ალბათ ამიტომ შენს იდენტობას ჩემს იდენტობაში ურევ!
      მე ხევსური ვარ და არა ფხოველი თუ შენ ასე არ ფიქრობ მაშინ ნუ მეკამათები,ჩემი წინაპრები ფხოველები არასდროს არ ყოფილან რადგან ხევსურები ვართ ხოლო ხევსურების წინაპარი მისულია მთაში და ხევსურეთი ამიტომ ეწოდა ადგილსაც.

      პაპაჩემი,მამაჩემი მთელი ჩვენი ოჯახი იმთავიდანვე ვხმარობთ გამოთქმას მაგალითად როგორიცაა “მამა აბრაამი”

      ეხლა კითხვას გისვავ თუ ფხოველები ვართ ხევსურები შენი ლოგიკით გამოდის რომ ფხოველებმა მამა აბრამის შესახებ იცოდნენ? თუ ის უფრო მეტი ფაქტია რომ ხევსურების წარმოშობას უსმევს ხაზს კიდევ ერთხელ ეს გამოთქმა – მამა აბრაამი! ეს ებრაელებისგან გვაქვს გადმოღებული?თუ ფხოველებს საუკუნეების წინ მთელი ბიბლია ჰქონდათ გადაღეჭილი და აბრაამის ხსენება შემდეგ დაიწყეს? სწორედ ეს გამოთქმა ცნობიერად თუ გაუთვიცნობიერებლა გულისხმობს იმას რომ ჩვენი მამაა აბრაამი,ხევსურების ანუ მამა აბრაამის შვილები ვართ ასე რომ ვთქვათ.

      შენ მიზეზები უნდა დაასახელო რატომ წარმოიქმნა ფხოვის ადგილზე ხევსურეთი გვიან საუკუნეებში -მორჩა და გათავდა ან გაეცი პასუხი ან არადა ხალხი ჭეშმარიტებას დაინახავს.

      კიდევ ერთი პავლე რაზიკაშვილი დაბადებული იყო 1828 თუ 1830 წელს,მის ახალგაზრდობაში ერეკლეს მომსწრე ხალხი ბევრი იქნებოდა ისევ,როგორ გგონია პავლე რაზიკაშვილს ეს მიქელამ უკარნახა?თუ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო ხევსურთა ებრაელობა?
      ერეკლეს დროს დარწმუნებული ვარ ნებისმიერმა ხევსურმა იცოდა ის რომ წარმოშობა ებრაული ჰქონდათ უბრალოდ მძიმე სოციალური პირობების გამო ასეთ რამეს დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ამიტომ ხევსურები მათი წარმოშობის შესახებ ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდნენ.

      შენ ალბათ ისაც არ გეცოდინება რომ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა ვინ არიან,დღევანდელი სამხრეთ ამერიკის უდიდესი ნაწილი ებრაელები არიან,აფრიკელი ებრაელები რომლებსაც ზანგებთან ერთად კოლონიზაციის პერიოდში ევროპელმა კოლონიზატორებმა უკრეს თავი სამხრეთ ამერიკაში მონური შრომისათვის.დღეს სადღაც 50 მლნ ებრაელია სამხრეთ ამერიკაში.

  • 13/06/2013 at 22:41
    Permalink

    რა ებრაელი და ვაინახი რაებს არაკუნებ წადი წაიკითხე სამეცნიერო კომპლექსური კვლევების ნაშრომები და მერე წერე აქ. ,,ფხოტრერი” ძველი ადგილი სვანეთშიცა და აჭარაშია ჩაწერილი ხალხური ლექსი ,,ჩამოდიოდეს ხევსურნი დიასამიძის ქალნიო”…(ალ.ჭინჭარაული ,,ხევსურული ლექსიკონი”). ხევსური მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მაცხოვრებელს კი არ ერქვა. თქვენ ოჯახში რა აბარამს ახსნებდნენ და რა ,,აბრამის ტაბლას” (ქიზიყელებმა ასე იციან)ეს კიდევ თქვენი გამრუდებული წარმოდგენის ბრალია. ფხოვის ტერიტორიაზე ხევსურებიც იყვნენ და ფშავლებიც და მელხისტებიც და ჭანთელებიც. გვარებიც ამიტომაა აქვთ ,,ურზე” (ან ულზე) დაბოლოებული. გივლია ბაკურხევში? იქაცაა ,,ფახვიჯი” ადგილის სახელწოდება, ისე როგორც პირაქეთ ხევსურეთში ,,ფხიტური” ,,ფხაჭეხო” და სხვა. ვერ ატყობ რომ შენს ბოდიადზე ღადაობენ მარტო ფორუმებში და ფეისბუქებზე?. გვარს ნუ არცხვენ გუჯო საბაურო (მახევეო). უსაქმო კაცი მახათით ერთობოდაო ნათქვამია და შენ გეტყობა მახათი ვერ იპოვე ან დედმამის ტანი არ დაგსახვია !!!!!.

  • 14/06/2013 at 12:24
    Permalink

    იდოტო,გამიკვირდება კიდევაც პირაქეთა ხევსურეთში რომც არ იყოს ასეთი სახელწოდებები როგორიცაა ,,ფხიტური” და ,,ფხაჭეხო” სანამ ხევსურები ფხოვის ტერიტორიაზე დასახლდებოდნენ მანამ იყო ფხოვი და იყვნენ ფხოველები და ხევსურების ხსენება არ იყო 12-ე საუკუნემდე და ეს ფაქტია რეალობის და ხევსურთა ებრაულობას ვერ უგულებელყოფს!

    იდიოტო პაპაჩემს ყოველ მეორე სიტყვაზე ეკერა ასეთი გამოთქმა – “არ მყავდე მამა აბრაამის ბატკანიო”ასე რომ ენას კბილები დააჭირე და რაღაცეებს ნუ როშავ და შენნაირ წვერმოუპარსავ ფხოველს არ ვაკითხებ და არ ვარჩევინებ ჩემები რას ამბობდნენ და რას ვამბობთ,შე ფხაჭეხო.

    გაუნათლებელო, როგორ ხარ ასეთი სატანის მოციქული რომ ვერ გაგიგია ფხოველი,ხევსური და ვაინახი ვინ ვინაა.

    ხევსურეთამდე ფხოვი იყო და სახელწოდებებიც ისევეა დღესაც შემორჩენილი როგორც მაშინ,და ტანსაცმელის ორნამეტიკაც ფხოველებისაა და არა ხევსურების.შეიგნე რომ ხევსურები მისულები ვართ ფხოვის ტერიტორიაზე ხოლო ფხოველთა უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში წავიდნენ ფხოვიდან,ხოლო ხევსურები გუდანიდან შემდგომ არიან სხვადასხვა სოფლებში გადასულები და ზოგადად ამ ადგილსაც ჩვენი ურიობის გამო ხევსურეთი ერქმევა,თუმცა ფხოვური მატერიალური და კულტურულ ძეგლები ადგილზე რჩება.

    ორჯერ ორის არ მცოდნე სანამ შატილში ჭინჭარაულები მივიდოდნენ მანამ იქ ჩეჩნები ცხოვრობდნენ,ჭინჭარაულები შატილში კისტანიდან არიან გადასულები,კისტანში კი გუდანიდან,შატილში მისვლისას შატილელები მერე დაეწერნენ ჭინჭარაულთა გვარზე(ჯალაბაურები,თიაყანი,ბელოურნი) კისტანში კი პაპკიაურები,ასევე ჭიელი ყურაულები.თვით გუდანშიც ადგილობრივი გვარები ცხოვრობდნენ ხევსურებამდე,წადი მოხუც ხალხს ჰკითხე მოდიოდნენ თუ არა ქისტები გუდანში სალოცავად და მერე მელაპარაკე ისტორიაზე.წადი იკითხე არაბულები რატომ უხდიდნენ გადასახადს გიგაურებს მათი ადგილის დამკვიდრების სანაცვლოდ.

    შენნაირი უნამუსო ხალხის ხელში იკარგება ისტორია.

    იცი რა არის ამ ლოგიკით რომ ვისი გვარიც ური-ული-ზე ბოლოვდება ებრაელია გამოდის რომ ნახევარი საქართველო ებრაელები ყოფილან,და ესე იგი ქართველი ებრაელების გვარები რომელთა 95 % გავრებისა შვილი-ზე უბოლოვდებათ ეგენი არ ყოფილან ებრაელები და ის ხალხი ყოფილა ებრაელი ვისი გვარიც ური-ული-ზე ბოლოვდება რაც სიცრუეა,ხევსურების წინაპარი როდესაც მივიდა ფხოვის ტერიტორიაზე როგორც ადგილობრივებში იყო გავრცელებული ურ-ულ სუფიქსები ასევე მათნაირად დაბოლოვდა ხევსურების გვარებიც.

    აქ საქმე ეხება კონკრეტულ საკითხს – ნიშნავს თუ არა ხევსურეთი ხევის ურიებს და ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი რომ ხევსურეთი გვიან წარმოიქმნა და 2 საუკუნის წინ დაბადებული ხალხის გადმოცემები,ასევე წყაროები რომლებიც დაცულია არქივებში რომ ებრაელთა განსახლება მთელი საქართველოს მაშტაბით მოხდა,მათ შორის მთიანეთისკენაც.

    რაც შეეხება ალექსი ჭინჭარაულის “ხევსურულ” ლექსიკონს ეს ლექსიკონი და სიტყვათა მარაგი ადგილობრივი ფხოვური დიალექტია 95% და ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი ნახევრად ალოგიკური ნაშრომები სიმართლეს შეესაბამებოდეს.პავლე რაზიკაშვილს პაპა რომელიც უეჭველი ერეკლეს თანამედროვე იყო ორი საუკუნის მირხწნილი იყო უკვე მას შემდეგ რაც ალექსი ჭინჭარაული დაიბადებოდა 1925 წელს შატილში,ფხოველთა საბუდარში! ასე რომ გონება ჯერ არ გიმუშავებს სრულყოფილად და თუ ასე გააგრძელე მალე სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდები ასათიანის შეშლილთა კლინიკაში.

  • 14/06/2013 at 12:41
    Permalink

    თქვენ სამეფო კარმა ვერ მოგარჯულათ და რას გიხსნი ნეტავ ხევსურების ებრაულობის შესახებ,ისევ ისეთი მოურჯულებლები და უგუნურები ხართ,ერთერთი უდიდესი მიზეზი იმისა რომ ხევსურთა ებრაულობა ასეთი გაბუნდოვნებულია არის ის რომ თქვენნაირ მთიელ და ტყიური ხალხის ხელში მოუწიათ დასახლება,ხევსურების წინაპარი რომ ბარში დარჩენილიყო დღეს მშვენივრად ეცოდინებოდა ყველას თავისი წარსული,მაგრამ როგორც ჩანს ფხიებმა ხევსურებს შესტენეთ თქვენი სამოსი,თქვენი აშენებული კოშკები და ფარული ნიშნები,უფრო სწორედ კი არ შესტენეთ ასე ჩანს გარეგნულად რელობა კი სულ სხვაა.ხოლო ბაგრატიონებმა კი ქრისტიანობა შესტენეს ძალით როგორც ფხოველებს ისე მათ ადგილზე დასახლებულ ებრაელებს და ამის გამო გვბრალდება ტყუილად ის რაც ჩვენი არაა,ისიც საკმარისია რომ მსოფლიოს ქრისტიანობა და ისლამი ჩვენი გენის მეშვეობით ემცნო და ჩემთვის ყოვლად ქარაფშუტობაა იმაზე ძალისხმევის დახარჯვა რომ როგორმე ხევსურული გავამდიდრო ფხოვური კულტურით და ის რომ რაღაც ნაქარგები დავიჩემო.

    მარტო ლანძღვაზე რომ არიან გადასულები ეს უგუნური მასა ფაქტებს ფაქტები დაახვედრონ და ისე წერონ კომენტარები თორემ ვინ ვის რას უზავს მაგასაც დავინახავთ მალე ფ ხ ი ე ბ ო !!!!!!!

  • 17/06/2013 at 13:23
    Permalink

    ალ.ჭინჭარაულის მიერ შედგენილ ლექსიკონში უცხო არაფერი არ წერია და არც ვიძახი რომ სიმართლე არაა,მაგრამ ის რომ ხევსურების ისტორიაზე და წარმოშობაზე არაფერი არ უწერიათ არც მას და არც სხვებს აი ესაა მათი სისუსტე,წერენ მხოლოდ იმას რასაც ხედავენ და არა ისტორიას,იქ ის წერია რაც დღეს ფაქტია და როგორც ლაპარაკობენ ხევსურეთში მაგრამ მას იმაზე არაფერი არ უწერია არის თუ არა მარტო ხევსურული ეს საუბარი თუ ადგილობრივი ფხოური დიალექტთანაა შერწყმული.

    ხევსურებად მხოლოდ პირაქეთელები თვლიან თავიანთ თავებს ესაც საყურადღებოა რადგან ხევსურეთში წიგნით არ იწერება ისტორია არამედ გადმოცემებით.

    სამეცნიერო ლიტერატურაში ყველგან მიღებულია თვალსაზრისი რომ ვითომ ხევსურეთი ფხოვის ერთერთი თემი იყო იმთავიდანვე და შემდეგ გაძლიერდაო,ვეთანხმები რომ ერთერთი ერთეულია ფხოვის ხევსურეთი მაგრამ იმთავიდანვე არა, ეს მოხდა მას შემდეგ რაც ებრაელები დასახლდნენ მანდ,კერძოთ გუდანში საიდანაც მერე წავიდნენ სხვადასხვა სოფლებში(ბუდე ხევსურეთიც ამიტომ ჰქვია პირაქეთა ხევსურეთს)

    არხოტიც ასევე ცალკე და ხევსურეთისგან დამოუკიდებელი ერთეულია(იყო) შემავალი ისტორიული ფხოვის ტერიტორიაზე.

    ძალიან ეჭვი მეპარება რომ “ხევსურული”ტალავარი თავდაპირველად გუდანელ ქალებს მოექსოვათ და მერე გავრცელებულიყო მთელს ხევსურეთში.რადგან საყურადღებოა რომ ხელსაქმე ძირითადად პირიქითა ხევსურეთიდან მოდის როგორც მიღებულია წესად ხევსურეთში,ამ საიტზე წავიკითხე რომ ყოველგვარი საყოფაცხოვრებო საკითხები და ხელსაქმე პირიქითა ხევსურეთიდან მოდისო,ხოლო პირაქეთელები კი თავიანთ თავებს უწოდებენ ნამდვილ ხევსურებს და რჯული და კანონებიც ამათმა იციან კარგადო-ეს ალ.ოჩიაურს აქვს თავის ნაშრომში რომ ხევსურებმა იცოდნენ ხევსურული რჯული და მათთან მიდიოდნენ გუდანში რჯულის საკითხავად.ქრისტიანობის შესვლამ გამოიწვია ის რომ ხევსურების ცნობიერება თანდათან დაიკარგა მათი რელიგიის მიმართ რაც გამოწვეული იყო გუდანის ჯვრის დაარსებით ბაგრატიონების ძალდატანებით(ებრაელები ჯერ კიდევ 4-ე საუკუნეში გაქრისტიანდნენ და ეს პროცესი მიდიოდა ყველა საუკუნეში)

    ზოგიერთი არასწორად უდგება ხევსურეთის ისტორიის შესწავლას და ძველი აღთქმის ნიშნებს ეძებს ხევსურეთში,და რაღაც ადგილობრივი ნიშნებით ეძებს ხომ არაა კავშირი ებრაელობასთან ,ის რომ ამით დაამტკიცოს ვინმემ ხევსურთა ებრაულობა ძალიან ძნელია რადგან ებრაელებმა ძველი აღთქმით ცხოვრება დაივიწყეს 2800 წლის წინ და ამის გამო იყო რომ ისრაელის 10 ტომი დაისაჯა და გადაასახლეს მთელს აზიასა და აფრიკაში ასირიელებმა,ხოლო ორი ტომი იუდა და ბენიამინი მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებდა არსებობას რათა შესრულებულიყო აბრაამთან დადებული შეთანხმება ღმერთის მიერ რომ მესია უნდა დაბადებულიყო მის შთამომავლობაში იაკობის და იუდას ხაზში.ხოლო იესოს დაბადების დროს იუდას სამეფო უკვე რომის პროვინცია იყო და მისი სიკვდილიდან 32 წლის მერე იუდას სამეფომაც არსებობა შეწყვიტა და ამის შემდეგ ეს ებრაელებიც მთელს დედამიწაზე გაიფანტნენ უმეტესად ევროპაში,დღევანდელი ებრაელები არიან მაქსიმუმ 5 % გენეტიკური ებრაელებიდან.

    ისე რატომღაც ყველას ავიწყდება წანარეთის არსებობა რომელიც მოიცავდა მთელს ფშავს ხევსურეთს,ხევს,გუდამაყარს და ივრის ზემო წელს. და რომელსაც ხევისბერები ედგნენ სათავეში რომელიც საერო და სასულიერო პირიც იყო

    არაბთა ბატონობის დროს ბარელებიც წანარეთს აფარებდნენ თავს რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა არაბებს არ შეეძლოთ და ეს მხარე ვერ დაიმორჩილეს.10-ე საუკუნეში არაბი და სომეხი ისტორიკოსები წანარეთს მოიხსენიებენ როგორც მაშინდელი საქართველოს ყველაზე ძლიერ პატრონომიულ ერთეულს(არაბულ წყაროებში ას-სანარიას სახელით მოიხსენიება წანარეთი)

    ასე რომ ისტორიული ფხოვის,შემდგომ წანარეთის,მერე ისევ ფხოვს,მოგვიანებით ხევსურეთის,ფშავის,არხოტის მონაცვლეობა შემთხვევითი არაა ერთი და იგივე ადგილზე,ამასთან ზოგიერთი გვარის ფუძე ფშავშია რომლებიც შემდეგ გადავიდნენ ხევსურეთში,დაცული ანდერძები და გადმოცემები რომ ზოგი გვარი ჩრდილოკავკასიიდანაა გადმოსული(ლეკური,ჩეჩნურ-ინგუშური და სხვ..)საყურადღებოა.ხევსურების წინაპარი კი ყველა ანდერძით ბარიდანაა დასახლებული ფხოვში,დღეს ზოგიერთი გვარი ვინც ხევსურობას ამბობს სინამდვილეში ფხოველია(ან ადგილობრივი ან ფშავში აქვთ ფუძე) ან ლეკი,ან ვაინახი და ასე შემდეგ.

    ყველა ხევსური ვერ იქნება რადგან ასე რომ იყოს მაშინ გამოდის რომ ყველა ანდერძი ყალბი ყოფილა და მაშინ რა აზრი აქვს ხევსურეთის ისტორიის შესწავლას? ის ფაქტი რაც ანდერძებმა და გადმოცემებმა შემოგვინახეს გვარების წარმოშობაზე ყველაზე დიდი ფაქტია.დღევანდელი ხევსურეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ისტორიული პროცესებია განვითარებული.

  • 26/09/2013 at 13:56
    Permalink

    ქართული ენა უძველესია… ყველა სიტყვას გააჩნია ფუძე სიტყვა.
    ურია ებრაელს ნიშნავს ქართულად. ებრაულად სიტყვა ურია მდგმურს ნიშნავს თუ გადმოვთარგმნით… თვით ებრაელებმა დაირქვეს , რომ თავისი წარსული არ დავიწყებოდათ. ხევი კი ყველამ ვიცით რაც არის.

    ხევის+ურია … მაგიტომაც დაიცალა ხევსურეთი გული სხვაგან მიგიწევთ სამწუხაროდ.
    ე.წ. მწერლები შ.არაბული და ალ. წიკლაური ზღაპრებს წერენ, რომელიც თქვენთვის სასიამოვნო მოსასმენია. ფაქტები… თუნდაც ლოგიკა სად არის , რომელიც ფაქტზე ჯიუტია.

  • 28/09/2013 at 11:26
    Permalink

    ვინ არი ეს ფანატიკოსი, დააწყნარეთ ვინმემ :))) მე აღმოვაჩინე ხევსურების ებრაელობაო, ჩემი ფიქრებით მივედი ამ დასკვნამდე და ისე ვარ დარწმუნებული როგორც ღმერთის არსებობაშიო :)) ჯერ მარტო ამ სიტყვებისთვის ხარ სასაცილო.
    ნუ, ღმერთის არსებობა-არარსებობაზე კამათი შორს წაგვიყვანს და რა წაიკითხავს შენი სისულელეების პრუტუნს ახლა მაგაზე რო დაიწყო ლაპარაკი, ასე რომ არ გვინდა მაგ თემაზე. გასაგებია უკვე როგორი დარწმუნებულიც ხარ შენ ფანატიკურ აზრებში

    ამას გარდა, სხვებს რო უკიჟინებ წიგნი წაიკითხეთო, ადამიანს რომელიც ტალავარის მაგივრად ტალავერს წერს და ინფორმაციის მაგივრად იმფორმაციას, მინიმუმ ნაკითხობაზე არ უნდა ქონდეს პრეტენზია, არათუ სხვებს მოუწოდებდეს. ამ საკითხშიც გასაგებია ყველაფერი. ტალავერი არა ბაღ-ბოსტანი…

    ოჩიაური და სხვა მკვლევარები ზღაპრებს წერენ და თქვენც გჯერათო, თან შიგადაშიგ მაგათსავე დაწერილ ფაქტებს იშველიებ შენი ლენჩი ნაფიქრის დასამტკიცებლად. სად ბოდიში და უკანალში წაგივიდა ჭკუა და ლოგიკა ?

    და კიდე ათასი ნაბოდვარი..

    სხვებს მივმართავ, დალგებულ ადამიანებს, თუ გიფიქრიათ რო ხევსური შეიძლება მოდიოდეს სიტყვიდან ხევ-სული. ანუ ხევში მოსულადე, ხევის სული, ხევში მოსახლე. რა უფრო სარწმუნო იქნება გრამატიკულად, რომ დროთა განმავლობაში ხევსულიდან ‘ლ’ ‘რ’-დ გადაკეთდა თუ როგორც ეს მოლაპარაკე კიტრი ამბობს, ხევის ურიადან წარმოიშვა ‘ხევსური’ და ‘ი’ და ‘ა’ გაქრა

    იმ საფრთხობელამ არ მიპასუხოს თუ ნათესავ-გვარ-დამაარსებლების მოკითხვაზე არ უნდა რო გადავიდე. ადამიანების აზრი მაინტერესებს

  • 20/10/2013 at 21:56
    Permalink

    სისულელეა ხევსურთა ებრაელობა.ცნობილია რომ ფშავ-ხევსურეთს ერქვა ფხოვი.თუ კი ფხოვს ჩამოვაშორებთ ფ დარჩება ხოვი,ფხოველისაგან ხოველი,იმიტომ რომ ხოვი სინონიმია ხევის.(ესევე მიესადაგები ზოვი-ზვავი,ცხორი-ცხვარი…ეს კუთხური დიალექტია)ითქვა რომ ხევსური იშიფრება როგორც ხევის-ურია,სისულელეა რადგანაც ხევსური და ხოველი სინონიმებია.თუ ისე გავშიფრავთ როგორც ხევის ურიას,მაშინ მთიული გაიშიფრება მთის-ურია.მთიულები კი ძველად გვერქვა არაგვის,დარიალის ხეობებში მცხოვრებთ.ამ პრინციპით ხევსურები,მოხევეები, მთიულები, ფშაველები ებრაელები ვყოფილვართ.ზევით ითქვა რომ ურით და ულით დამთავრებული გვარები
    ”უდაოა კავშირია ებრაელებთანო” ეს მაშინ როცა აღმ.საქართველოს მთის თითქმის ყველა სათემო გვარი ურზე ან ულზე მთავრდები.გამოდის აღმ.საქართველოს მთიელები არ ყოლია.(იმედია ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს ვიღაც სერიოზულათ არ ჩათვლის და არ აღმოაჩენთ მთიელთა ებრაელობას.)
    რაც შეეხება გვარებს.მე პირადათ წიკლაური ვარ ესე იტყვიან წიკლაურები და ბექაურები ერთი გვარისები ვართ, ჯინჭარაულები ფუძე გვაქვსო დაჩემი ებრაელობა არსად გამიგია.ვიღაცამ თქვა პაპაჩემს პირზე ეკერა მამა აბრაამი ბატკანიო.ამას დღესაც
    ამბობს პაპაჩემი,ბებიაჩემმა ლექსადაც იცის აბრაამისაგან ცხვრის შეწირვა.
    (ხალხური)
    აბრაამ ზის დანას ლესავს,
    თვალზე ცრემლი არა შრება.
    ჩვიდმეთისა დღეს გამიხდა,
    და სიცოცხლეც დღეს მთავრდება.
    ამ დროს ღმერთმა გაიგონა.
    და საკლავი გადმოუგდო,
    ეს დაკალ და ამსახურე,
    შვისი საღმღთო არ იქნება.
    ის რომ ხახმათი ებრაული სიტყვაა,რატომ უნდა ჩავითვალოთ ებრაელება,მაშინ როცა ვცხოვრობთ საქართველოში. ვსაურრობთ ქართულად.ვართ მართმადიდებლები და არავითარი კავშირი ებრაელებთან. რატომ დაიკარგა ყველაფერი? ებრაული ენა და სხვა მრავალი. ჩვენ რატომ ვერ შევინახეთ როცა მთელი მოფლიოს მაშტაბით დევნაში მყოფმა ებრაელებმა შეინახეს და დავისუბალმა, უბატონო ”ხევის ურიებმა”
    დაკარგეს? ამიტომაც სისულელეა ხევსურთა ებრაელბა.დიახ ხევსურეთი საქართველოა.
    მე ვარ ხევსური და ესეიგი ვარ ქართველი.ჩემთვის სამშობლო ხევსურთდან იწყება.
    რაც შეეხება იმას რომ ვითომ ზოგნი გავხევსური და გვარი ეხლა თურმე უნდა გადავიკეთოთ ცოთა დაფიქრდით. ჩვენ გვაქვს სალოცავები, გვეკვლის საკლავი.
    და საუკუნეებია ხევსურები ვართ ვიღაცის ნათქვამს ნამდვილად არ მოუსმენ.ცნობისთვის წიკლაურები 14000 ათასამდე ვართ და ვისაც თავი ებრაელი გონია ყველა ქართველი ებრაელის გვარი შვილით მთავრდება.
    გაიხარე ლევან არ გიცნობ გვიან ჩავერთე თორე ადრა დავწერდი ამას.

  • 01/11/2013 at 12:56
    Permalink

    გიორგი ესეიგი რა გამოდის რო მე ებრაელი ვარ? 😀 ჩემი გვარი შვილზე მთავრდება. ისე კი მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ხევსურები და ზოგადად აღ.საქართველოს მთის ხალხი ებრაელები არიან!

    • 04/11/2013 at 17:39
      Permalink

      გაიხარე შენ ნამდვილად არ იქნები ებრაელი.მე ეს იმათ გასაგონად ვთქვი ვინებიც,ებრარლობაზე დებენ თავს,რადგან ქარველი ებრაელების გვარები შვილზე მთავრდება.შენთან ბოდიში თუ გეწყინა ჩემგან ალბათ ბევრი მომივიდა, გავბრაზდი როცა
      წიკლაურებზე და ხევსურებზე უსაფუძვლოდ რაღაცეებს მიედ-მოედებოდნენ,ნაწერსაც შეეტყო როგორი გაბრაზებული ვიყავი.აღ.საქართველოს მთიელთა ებრაელობა,იმ პრინციპით ავხსენი, რითიც ხევსურთა ებრაელობას ხსნიდნენ,
      რომ მეჩვენებინა ამ აზრის და არგუმენტების სისუსტე.
      გენაცვალეთ ხევსურებო და მთლიანად ქართველებო,ებრაელებსაც გაუმარჯოთ,ნამდვილ ებრაელებს ისევე როგორც ნამდვილ ქართველებს გაუმარჯოს.

  • 21/11/2013 at 19:48
    Permalink

    ხევსურები = მოსოხებს იგივე მესხებს იგივე ანატოლიელებს

    ??????????

  • 11/12/2013 at 14:11
    Permalink

    ხევსუერეთი არის ხევის-ჰურეთი..ანუ ხევის ურიები..მარტო ხახამია ივრითული კითხვა ? რამდენი სიტყვაა აქვთ ებრაეული რომელიც კუთხური გონიათ თვითონ ? ეს მირიანის დროს გაქცეული და მთებს შეფარებული ებრაული ტომია ხევის ურიები..ისე რომ იცოდეთ

  • 11/12/2013 at 14:13
    Permalink

    არც დაბოლოებას არაა აქვს მნიშვნელობა და ვინ გითხრათ რომ ებრაელთა გვარები ამრტო შვილზე მთავრდება ? რა სისულელეა..ძეზეც მთავრდება და გინდაც გოგოლაური ავიღოთ აი ეგ ურის დამთავრება მეტყველებს იმაზე რომ ურია..ქართლის ისტორიაც ნახეთ მეგობრებო და იქ უფრო კარგადაა მოცემული და ახსნილი..რა არის ხევს-ჰურეთი

  • 11/12/2013 at 14:16
    Permalink

    გიორგის მინდა ვკითხო კარგით და იმ ებრაულ სიტყვებს კუთხური რომ გგონიათ მაგას რას უშვებით ?საიდან მოვიდა მაგ მთებში იძველი ივრითული ? ყველა სიტყვას გეტყვი რა რას ნიშნავს ივრითულად..აი ეგ ახსენი ენა ივრითული თან ლოცვის ენა როგორ ავიდა ხევსურეთში

    • 24/12/2013 at 20:09
      Permalink

      (მე არ მითქვამს რომელიმე ებრაული სიტყვა კუთხურია მეთქი)(კარგდა წაიკითხეთ ბოლომდე და მერე მიპასუხეთ მოდავეებმა)
      გიპასუხებ: მოგეხსენება ქრისტიანობის მთავარი წმინდა წიგნია ბიბლია ძველი აღქმა და ახალი აღქმა (სახარება).ისე ბიბლია მის რელიგიურ მნიშვნელობას რო თავი დავანებოთ,ბიბლია ის წიგნია რომელიც ყველაზე დიდი ტირაჟით არის დაბეჭდილი, ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ყველაზე მეტ ხალხშია გავრცელებული,შესაბამისად ებრაული სიტყვები,არა მარტო ხევსურეთშია, არამედ მთელს საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული.(ებრეულის გარდა საქართველოში (და ხევსურეთშიც) ასობით სპარსული,თურქული,ურატოული,არაბული…….სიტყვაა გავრცელებული, რომლებიც სრულიად ორგანულად არიან შერწყმულნი ქართულთან) თუ გაეცნობით ქართულ ენაში არსებულ არა ქართულ სიტყვებს მიხვდები ეს არაფერს ნიშნავს.
      იუდეიზმი ებრაელთა ეროვნული რელიგიაა.იგი უძველესია ეროვნულ რელიგიებს შორის და მკაცრად მონოთეისტურია.იუდეიზმის მთავარი წმინდა წიგნია ბიბლია (ძველი აღქმა)და ბიბლიის განმარტებითი კრებული თალმუდი. იუდეიზმს და ქრისტიანობას ერთი უდევს საფუძვლად ეს არის ძველი აღქმა.ხომ გასაგებია ამ სიტყვების არსებობის მიზეზი ხევსურეთში.
      შენ ამბობ გოგოლა-ური უკვე ნიშნავს მის ებრაელობასო. ამიხსენი რატომ?გოგოლაური სათემო გვარია ფშავში რომელიც ლაშარის ტახტის მფლობელები არიან.ესეგი სადაც ურს იგებთ ებრაელი გელანდებათთ.ხევს-ური იმიტომ დაირქვეს თავისი ებრაელობა არ დავიწყებოდათო აბა გ-ურია (გურია-გურული) რას ნიშნავს ესენიც ებრაელები არიან,გვარები ბაღათ-ურია,ჯამბ-უეია….ებრაულია?ანდაც აზნა-ური ამ წოდების ებრაულ წარმოშობას მიუთითებს? ვინც რჯულს მომიყვანს მაგალითად გეტყვით რომ მსგავსი კანონები მოქმედებდა მთიულეთში, (ხადა ცხავატის ხეობა)ფშავში,ხევში,თუშეთში,სვათეთში ოღონდ სხვა სახელებით,ვინც იტყვის რჯული ებრაულია და იმიტომო. მე მის ხევსურეთში არსებობას მაშინ აგიხსნით როცა თქვენ ამიხსნით სიტყვა მსაჯულის მნიშვნელობას (ქართული სიტყვაა).აქ ამტკიცებენ ხახმატი ებრაელობას ამტკიცებსო,ესეიგი მარტო ნაღდი ხევსურებისაა.ეს როგორ როცა ხევსურების თქმით ხახმატის-ჯვარი საქონელს იცავს ქურდისა და მავნე ნადირისგან.თუ არა ხახმატის-ჯვარის ნებით,ქურდი საქონელს ვერ მოიპარავსო,ამიტომ ქისტებიც თურმე ლოცულობენ ხახმატის-ჯვარს,რომ ხევსურეთის ამ ხატმა მათ ხელი მოუმართოს საქონლის ქურდობაში.საინტერესოა ქისტები რა შუაში არიან?ებრაელთა 10 მცნებიდან მე-2 ამბობს „არ სცე თაყუანი ადამიანის ხელით შექმნილ კერპებს“ხოლო ხევსურეთი მდიდარია წარმართული ღმერთების პანთეონით. ესეიგი ებრაელები მირიანის დროს გაიქცნენ მთაში,რათა რჯულს არ დაეკარგათ, და სასწაული მიიღეს ქართველ-მთიელთა წარმართული რჯული და დაივიწყეს იუდეიზმი ისე რომ კვალიც არ დარჩენიათ,მერე ცეცხლით და მახვილით ძლივს მიაღებინეს ქრისტეს რჯული და თან კერპები და მათი დღეობები დღემდე დარჩათ. რამდენი ღვთაებაა დღებდე მოსული:კოპალა, იახსარი,პირიმზე, პირქუში…. არ არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტი რო ხევსურები ოდესღაც იუდეველები იყვნენ და შესაბაბისად არც ებრაელობისა.ებრეული სიტყვები ძველი აღქმიდან არის გამოწვეული და არ ადასტურებს იუდეიზმის არსებობას.ხევსურების წარმართობას ამტკიცებს ტალავარიც,მკვლევარები მიიჩნევენ რო ტალავარი უძველესი ქართული სამოსია ჩოხაზე ძველიც კი და აქ გამოსახული ორნამენტები ხევსურთა უძველეს რწმენას უკავშირდება.რწმენასთან დაკავშირებით დამტკიცებულია რომ ეს ასეა.შესაბამისად ეს სიტყვები ქრისტიანობასთნ ერთად ხვდება ხევსურეთში.მაშ როდის გაქრისტიანდნენ ხევსურებო? ქართლის ცხოვრება გადმოგვცენს: მოქცევაი ქართლისაში როდესაც წმინდა ნინომ უქადაგას ქრისტეს რჯული „დან წარვიდა წმინდა წმონდა ნინო და იოანე ეპისკოპოსი და მათ თან გააყოლა მეფემ ერთი ერისთავი.
      მივიდნენ და დადგნენ წობეში და მოუწოდეს მთეულებს (მთიულებს),პირუტყვის მსგავს ხალხს:ჭართალელებს, ფხოველებს (ფშავ-ხევსურებს)წილკნელებს და გუდამაყეელებს(დღეს გუდამაყარში სხვა ხალხი ცხოვრობს) და უქადადეს მათ ქრისტიანობის ჭეშმარითი რჯული,საუკუნო ცხოვრებაში მიმყვანი,ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება.მაშინ მეფის ერისთავმა ცოტათი მიმართა მახვილი მათზე და ძალით შემუსრა მათი კერპები.გამოვიდნენ იქიდან და დადგნენ ჟალეთში და უქადაგეს ერწო-თიანელებს,ხოლო მათ შეიწყნარეს ქადაგება და მოინათლნენ,ხოლო ფხოვეკებმა დატოვეს თავიანთი ქვეყანა და გადავიდნენ თუშეთში.და სხვა მთეულების უმრავლესობა არ მოექცა,არამედ დაუმძიმა მათ მეფემ ხარკი,როცა არ ინებეს ნათლისღება.ამისათვის გაიკრიბნენ ისინი და შეცდნენ და ზოგი მოაქცია აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა“ მეორე შომთხვევაში ფხოვია აჯანყებიდან ვიგებთ.ქართლის ცხოვრება გადმოგვცენს: როგორც მემატიანე აღნიშნავს: `მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის –ცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ხოცად და ტყვუეობად, ცხადად და ღამით. მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკერძო დიდოეთი და ფხოეთი.
      ამ წყაროს მიხედვით ფხოველები ქრისტიანებად და მთეულებად(მთიულებად)არის მოხსენიებული ქართლელი მთიელთა თავდაპირველი სახელშიც ერია ური-ული,ქართლელ მთიელებს უძველესი დრეიდან მთეულები იგივე მთიულები ეწოდებოდათ.დღეს ეს სახელი მხოლოდ ხადა-ცხავატის თემებს შემორჩათ. ზევით ქართველი ისტორიკოსი მიჯნავს ფხოველებსა და დიდოელებს რაც დიდად ამცირებს ხევსურების ვიანახობასაც.აქედან ჩანს რომ 1212 წლისთვის ფხოველები ქრისტიანები იყვნენ.ვიანახებისთვის ფხოველები იყვნენ „ფხი“.ფშაველთა ჩეჩნური სახელი „შუა“ და ხევსურებისა „ფხი“_ ნათლად მეტყველებს ისტორიულ რეალობაზე..მეტი რა გინდათ რომ ფხოველი და ხევსური ერთი და იდივეა.შეიძლება მართლაც იყონენ ებრაელები ხევსურეთში,მაგრამ მთავარ დიდ სათემო გვარებზე წიკლაურებზე,ჭინჭარაულებზე,არაბულებზე,გოგოჭურებზე,ბექაურებზე,ბურდულებზე, გიგაურებზე , ზვიადაურებზე,ქისტაურებზე, ქეთელაურებზე ეს არი ითქმის. ჩემი აზრით თუ იყვნენ ალბათ ხახმატში იცხოვრებდნენ,ხომ ამბობენ ალუდაურ-ქეთელაურები,ბისო-ხახმატში მეოთხე საგვარეულო ვართ აქამდე აქ ვერავინ გამრავლდა ვერავინ გაიხარაო,თუ იყვენ ჩვენამდე ვერ მოაღწიეს.ამასი იმიტომ ვამბობ ჩემს მიერ მოყვანილ ისტორიულ ფაქტებში და წყაროებში წამყვან ძალას ქართული გვარები წარმოადგენდენ.
      კიდევ ის რომ ებრაელებში გვარი დედის ხაზით გადადის,თუ ხევსურები ებრაელები არიან,ისეთ ფაქიზ და საამაყოს როგორიცაა გვარი მამის ხაზით გადადის ხევსურეთში. გუდამაყარში ცხოვრობენ აფციაუერბი და ჩოხლები (ვარ მათთან ნამყოფი) მათი ანდრეზი ამბობს: ძმა თაგაურს აფსასა და ჩაღას ქისტებს კაცი მოუკლავთ,მესისხლეობას გამოქცევიან ჯერ შატილში, შემდეგ გუდამყრის ხეობაში შეხიზოულან.აქ აფისაგან აფციაურები წაროშობილან, ჩაღისაგან ჩოხლები.გუდამაყარი რომელიც პრაქტიკულად ხევსურული თემია(გუდამაყარში მცხოვრები ბექაურები უკანახოდან არიან,ფიცხელაურები ბაცალოგიდან,წიკლაურები როშკა-უკანახო,სულ ეს არის გუდამაყრის გვარები და ყველას წარმოშობა ხევსურეთს უკავშირდება) და ამ უძველესმა გვარებმა აფციაურ-ჩოხლებმა შემოინახეს ეს და სხვებმაც იციან მათი (არა ქართული წარმოშობა)რატო სხვა არც ერთი გვარი არი ინახევს თავისი ებრაული წარმოშობას ამბავს,ან სხვები რატომ არ ამბობენ მაგალითად მოხევეები ხევსურები ებრაელები არიანო ან მთიულები რატომ არ ამბობენ,ფშაველები მიპასუხებთ?.კიდევ ერთი პირველი ხევსურები არაბა და ჭინჭარე არა ებრაულ სახელებს ატარებდნენ,ასევე ხევსურეთში გავრცელებული სახელები მიიჩნევა წმინდა ქართული წარმოშობის სახელებად,მაგ:მამუკა,ზვიადი,ბექა…… იგივე მდგომარეობაა ქალთა სახელებში.კიდაე უძველესი გვარების სახელთა ფუძეც ქართულია:წიკლა-ური,ბექა-ური,გიგა-ური,ზვიადა-ური,….ებრაული სახელები საქართველოს ბარში მრავლადაა გავრცელებული ხევსურეთში კი თითქმის არ არის.ჩემი აზრით ებრაული სიტყვები ქრისტიანობასთან ერთად ხვდება.
      ესე შეიძლება კიდევ ავიღოთ ხევისბერები მათი ფუფქციები,თუ ხევსურები ებრაელები არიან რაბიბები სად გაქრნენ?ანაც თალმუდის საზოგადოება? რომლებიც ებრაელთა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.არსადაც არ გამქრალან და არც ყოფილან რადგანაც მთიანეთში ხევისბერებს ეჭირათ ხელისუფლება,ხოლო სასულიერო ფუნქციები ხევისბერებმა მოგვიანებით შეითავსეს.ხევისბერეი უძველესი ქართული საზოგადოებრივი თანამდებობაა.ჩვენთვის ცნობილია რომ მეფე ფარნავაზამდე იბერია იმართებოდა ხევურ-მამასახლისური ფორმით,მოგვიანებით ფეოდალიზმის გავრცელებასთან ერთად ესეთი მმართველობა მხოლოდ მთაში შებორჩა.ფეოდალიზმის გაღრმავებას მთაში მეფეებიც და მთიელებიც ეწინაახმდეგებოდნენ,ქართლელ მთიელებს მთიულ-ფშავ-ხევსურ-მოხევეებს გლეხებსაც კი არ ეძახდნენ მათ უბრალოდ მოლაშქრე ყმებს უწოდებდნენ,გაუგებარი ფეოდალური გადასახადებსაც არ ადებდნენ რომ ერთგულება არ დაეკარგათ,ესეთი პოლიტიკა მთიელებთან მიმართებაში ვახტანგ გორგასალმა დაიწყო.ფეოდალიზმიზ წინააღმდეგ მთიელები არა ერთხელ აჯანყებულან მაგალითდ ფხოვის აჯანყება 1212,მთიულეთის 1743,ესეთი აჯანყებები ბევრია,იმის თქმა მინდა რო მთიანეთში მმართველობის უძველესი ფორმა შემორჩა და ეს ფორმა ქართულია,აქ არავითრი ებრაული,ვიანახური და არც სხვა ხალხთა მმართველობის ფორმა არ არის.იმ შემთხვევაში თუ ხევსური ებრაული თემია შესაბამისად შესაბამისად ებრაულად უნდა ემართათ,ჩვენ ვხედავთ რომ ხევსურეთის მმართველობა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება მთიულეთის,ხევის და ფშავისაგნ პირიქით აქ უფრო კარგადაა შემონახული ხევური მმართველობის ფორმა.

      აქ ერთი ბრწყინვალე ებრაული გონების პატრონი ამბობს,ეს გენიოსი გვეუბნევა ხევსურებს,გაუპარსავი შეუგნებელი მთიელების შთამომავლები ხართო და ჩემამდე ვერ მოხვალთო,ეს ადამიანი გამოხატავა ზიზღს მთიელთა მიმართ და თავისი თავის გადიდება სურს.დიახ მე იმ გაუპარსავი მთიელების შთამომავალი ვარ,რომლებსაც საკუთარი ღირსება და სამშობლო არასოდეს დაუკარგავთ,განსხვავებით ებრაელებისგან.მინდა ვთქვა რომ თუ იუდეველი არ ხარ არც ებრაელი ხარ.თუ ქრისტიანი არ ხარ ვერ გაერევი შენს ხათში და ვერც გუდანის ყმა იქნები,შესაბამისად ვერც ხევსურად ჩაითვლები.ერთ დროს ითვლებოდა რომ ქართველი აუცილებლად ქრისტიანი უნდა იყოფილიყო,ეს მხოლოდ მთაში შემორჩა,როგორც ხედავთ ხევსურის ადათი და ებრაელა არა ერთი და იგივი, პირიქით ურთიერთ გამომრიცხავია. ზოგადად კი ქართველები და ებრაელები საკმაოდ გვანან ერთმანეთს ამას ისრსელშიც აღნიშნავენ.თავის მხრის საქართველოში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს ეწოდებოდათ ჰურიანი ქართველებ რაც ნიშნავს იუდეველ ქართველს,აბა მართლმადიდებელი ხევსური როგორღა უნდა ჩაითვალოს ებრაელად?
      მე მინდა ყველას ვკითხო ვინც ამტკიცებთ ხევსურების ებრაელობას.რა გინდათ?რის დამტკიცებას ცდილობთ?იფიქრეთ რა მოყვება რომც მოხდეს სასწაული და დამტკიცდეს ხევსურთა ებრაელობა ვის ავნებს,პირველ რიგში საქართველოს და რა ხევსურები ხართ როცა საქართველოს ვნებთ და მის წინააღმდეგ მიდიხართ.ხევის-ურიობა მართალიც რომ იყოს დღეს ამაზე ლაპარაკიც კი საქართველოს ღალატია.ხევსურულად რომ გითხრად გონდ ხართ გასულნი ჩვენი მამა-პაპთ ათათი-წესი რომ გადადიხართ.მოგმართავთ ყველა ხევსურს და პიპველ რიგში წიკლაურებს არ დავივიწყოთ ჩვენი ადათი და წესი,როგორც ყოველთვის დღესაც უნდა ვიცაცდეთ ჩვენს ადათს, რომელიც დღეს ნამდვილად ქართულია.

  • 19/01/2014 at 20:09
    Permalink

    კარგით რა ხევსურებო!!ყველას ნაბოდვარს პასუხს ნუ მისცემთ:))საუბარზე არ ეტყობა რა ვირიცაა?!ხევსურები რომ ძირძველი ქართველები არაინ რად უნდა ამას მტკიცება!

    /

  • 16/02/2014 at 19:19
    Permalink

    *ლე-ური თეორიების გამტარებლებს მინდა მოვუწოდო აიღონ DNA(დნმ) გენეტიკური ტესტი, აგერ 140 დოლარად აკეთებს NATIONAL GEOGRAFIC-ი. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ხალხი მართლაც ებრაული (სემიტური) გენეტიკის მატარებელია, დავიჯერებთ. თუ არა, ეს თეორია დარჩება იმ თეორიად, რაც ზემოთ დავწერე. მაპატიეთ არალიტერატურული ლექსიკისათვის.

  • 27/02/2014 at 20:43
    Permalink

    გოგოჭურებიი ხევსურები არ არიანო ეს მაგარი იყო! ყველას ნაბოდვარს, რომ ვუსმინოოთ ცუდად იქნება ჩვენი საქმე! დაწყნარდით და ყველაფრისს თქმა საჭირო არაა, მითუმეტეს პირადად დამტკიცებულიი სისულელეებისს,,, ლანძღვა-გინებას კიდევვ შევეშვათ!!!!!

  • 26/05/2014 at 19:03
    Permalink

    აბა სადაა ის ,,ჭკვინი” ხევსურთა ებრაელობას, რომ ამტკიცებდა? ჯერ მარტო მისი ცხვირაწეული ტონი ამტკიცებს, რომ პროვოკატორია, ,,ბრწყინვალე გონებისა და აზროვნების უმაღლესი მატერიის მატარებელი”
    ,,ჭკვიანო”, მაშინ აგვიხსენი, ტოპონიმი გურია რას ნიშნავს და და მისი მოსახლეობა ვინ
    არიან?

  • 24/11/2014 at 17:29
    Permalink

    გეტყობატ მცოდნე ხალხი ხარტ საიდან იციტ ამდენი ხალხი ოგორ ოიზიდოტ

  • 09/01/2015 at 17:02
    Permalink

    ტიმოთე 1.4.და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.

    ტიმოთე 1.7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.

    ტიტე 3.9. ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო.

Comments are closed.