გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა ქერაულთა და ზაიელთა ძლიერი გვარები, რომელთაც ჰყავდა მენადირე – მეკოპრეთა მფარველი და წულის მიმცემი ღვთაება – ‘’სანება ცროლის წვერისა’’ (სოფ. ხადუ).
გორშეღმის ხეობის ცენტრალური სოფლები იყო ზეისტეჩო (არაბულთა თავდაპირველი საცხოვრისი, აერთიანებდა ხუთ სოფელს) და ბაცალიგო. სოფ. ზეისტეჩო მდებარეობს გუდანის ჯვრის მოძმე ‘’სახმთოს’’ ჯვარი. სოფ. ბაცალიგოში მდებარეობს ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავი, მჭედლობის ღვთაება ‘’პირქუში’’, რომელიც დღეს ველგუჯაურთა სათემო სალოცავს წარმოადგენს. სოფ. ატაბეში მდებარეობს ღვთაება ‘’კვირაეს’’ (კვირიას) უმთავრესი სალოცავი. სოფ. აყნელში, ‘’მუხათკარს’’, არის გუდანის ჯვრის თავდაპირველი საბრძანისი.
გორშეღმის ხეობაში შევდივართ ხარხოს, ბეგენგორისა და სანეს უღელტეხილის ბილიკებით. გორშეღმიდან კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ბილიკები არხოტსა და მთასიქითში.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

3 thoughts on “გორშეღმა

  • 05/02/2011 at 19:17
    Permalink

    ჩვენი ფიცხელაურთა გვარმოდენილობაც ბუდე ხევსურეთის გორშეღმის ხევის სოფელ ბაცალიგოდან მომდინარეობს და აღნიშნული არაა აქ…

  • 28/03/2011 at 21:44
    Permalink

    ნამდვილად მოხარული ვარ რო ასეთი ისტორიები ვრცეიდება რათა საზოგადპებამ გაიგოს ხევსურეთის შესახებ.ბევრჯერ ვარ ნამყოფი ხევსურეთის ამ სოფლებსში მაგრამ ამდენი ინფორმაცია ჯერ არ ვიცოდი რაც ეხლა სშევიძინე ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოადგება მომავალ თაობას.

  • 06/11/2011 at 02:01
    Permalink

    უკანხადუ…

Comments are closed.