გიორგი არაბული – ხევსური

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.

გიორგი არაბული

ეს საინტერესოა

  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • მთასიქითი მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები - კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა […]
  • ხევსური ეროვნული გმირები ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური […]
  • ვინ იყვნენ ფხოველნი ს. ჯანაშია წერდა: “ფხოველები დღევანდელი ფშავლები და განსაკუთრებით ხევსურებია”-ო. მაგრამ რომელიმე მხარის ფხოველად მიჩნევა არ იქნება სწორი. რამდენადაც “ფხოველთა ქვეყანა” ვრცელი და ხალხმრავალი იყო, ამიტომ […]
  • ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე […]
  • ადგილის დედა, ანუ ხთიშობელი მორიგესა და კვირაეს შემდეგ მესამე ადგილზე დგას ხთიშობელი, ანუ ადგილის დედა. ხთიშობელში ხევსურები გულისხმობენ არა ღვთისმშობელს, არამედ უზენაესი ღვთაების, ქვეყნიერების დედას. ადგილის დედა – ხთიშობელი, რომელიც […]
  • შატილი შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ […]