ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი

ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. ბისო-ხახმატის დღევანდელ სხვადასხვა წარმომავლობის გვარებს ერთი გვარი – “ქეთელაური” და “ალუდაური” მიუღიათ.
ბისოსა და ხახმატს შორის მდებარეობს ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “გიორგი ნაღვრისპირისა”, ანუ “ნაღვარმშვენიერი”, დედათა, მესაქონლეობის, მიწათმოქმედების ღვთაება, რომელიც ამავე დროს არის “ქაჯავეთის გამტეხი”, “დიდი დიდოეთის გამბეგრავი” და “რჯულიან-ურჯულოთა სალოცავი”. ხახმატში მდგარა “თამარ მეფის მიერ აგებული” ეკლესია.
ბისოელ-ხახმატელნი საგოგოჭუროში შედიან და მათ მოძმეებად ითვლებიან ჭორმეშიონნი, რომელთა ბიძაშვილები სოფელ ბუჩუკურთასაც დგანან.
ხახმატიდან დათვის ჯვრის უღელტეხილით სამანქანო გზა მთასიქითის ხეობაში შედის.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • სამაგანძუროს ხევსურნი “ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ქეთელაურთა გვარის ანდრეზი ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ […]
  • გორშეღმა გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ […]
  • ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა […]
  • ქეთელაურები ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. […]
  • ალუდა ქეთელაური / Aluda Ketelauri (Audio) Aluda Ketelauri - mogwons arxvati / ალუდა ქეთელაური - მოგწონს არხვატი Aluda Ketelauri - moval rodisme / ალუდა ქეთელაური -მოვალ როდისმე Aluda Ketelauri - saqartvelo / ალუდა ქეთელაური - […]
  • ლიქოკი ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ […]