აშექალი

აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა და ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო და ვეღარავინ ნახისავ ისივ. ხანავ კი გამაცხადებით დავიდოდისავ. ერთხან გადამხტარ აშექალი ალაღებულს წყალში მოწმაოს ძირა, დაკარგულას, წაუღავ წყალს აშექალი და ყველას ის ღგონები, ქვე თუ მაკვდავ.
მაშინ ჟინვან რუსის ჯარ მდგარ წყლის პირშია და აშექალი, აი, ჯარის ბოლოში ამამაძვრალ წყალშიით. წამასულას, შუას ჯარზე გამაუვლავ. ჯარს რო უნახავ აშექალი წყალშიით ამამძვრალი და ტალავარივ არც კი ხქონდავ დალაფებულივ, რუსის ჯარს გახკვირებივა და თანაც დაშინებულან, ეს რა ამაძვრავ წყალშიითავ. ტალავარივ დალაფებულ არ აქვავ. მიმდგარ-მამდგარას რუსის ჯარი და შუაზე აშექალს გამაუვლავ.
აშექალმ თქვისავ, რო სამს წელსავ ხახმატის ჯვარის მეჯინიბე ვიყავივ. ხახმატის გიორგისავ წითელივ ცხენი ხყვანდისაო და შუბლზედავ საღარი იყვისაო. რახან საისკე გაემართისავ, გიორგისავ ნისლის კოტორ გახყვისავ თანავ. ხალხ ვერ ხედევდისაო და მე კი ვხედევდიდივ. რახან მავიდისავ გიორგივ, შორით მაგვედინისავ იმის ცხენის ბიბინიო და მემრავ ნისლის კოტორნ მავიდიანაო და გიორგი კი არ ჩინდისავ. თავის საარსოში რახან მავიდისავ გიორგივ, მაშინ ახხდიანავ ნისლის კოტორნივ. თაოდ თავის საკადრის ადგილზე წავიდისაო და ცხენივ იმაში დარჩისავ. მე შავიყვანიდივ ცხენიო და გაუშვიდივ საჯინიბოშიავ. ასეთ საჯინიბო იყვისავ, რო შიგ შასვლა მეხათრებოდისავ. ცხენიც ისეთ გაწმედილი ხყვანდისავ, რო შუქთ უტევდისაო და თავლაშიავ სრუ თამაშობდისავ, სრუ ტოტებზე დგებოდისავ. სხოივ ვერვინ თავლას ღნახევდაო და ვერც ცხენსავ ჩემ მეტივ. ცხენივ სრუ შაკაზმულ იდგისაო და საითაც ვინ შველასაო და დახმარებას შამასძახნებდავ, გაუღიდივ კარივ, ცხენივ გამავარდისაო და გიორგი ხახმატის ჯვარ რო შაჯდისავ, ვერ მივასწვრიდივ თვალიო და ნისლის კოტორნ გაემართნიანაო და დაიკარგისავ, წავიდისავ მისაშველებლადავ. ცოტაი ხნითგეს იქავ დაბრუნდისავ. იმ ცხენის საჯინიბოში რაპრაპი იყვისავ, რო თვალთ არ იყრიდავ. იმ ცხენსავ არც სმა უნდოდაო და არც ჭამაივ. ეეგრ იყვავ. ბოლოსავ გამიწყრავ ხახმატის ჯვარიო და გამამაგდავ მეჯინიბობაზეითავ. სრუ ცოტას საქმეზე კი გამიწყრავ: შამაზძახნავ საითამ ვინამავ შველვაივ. მე იმ დროს იქ არ დავხვდიო და ცხენსავ კარ აღარ გაუღივ. რო მივედივ, მიაც საფარველს ამეხადაო და ვეღარც ცხენი ვნახეო და ვერც საჯინიბოივ. მემრ გავიგივ, რო გიორგი გამწყრალიყვავ ჩემზედაო და იმით მამსვლიყვავ ეს ამბავივ, რო საფარველ ამხდიყვავო და იმ დღიდგესავ აღარც ხახმატის ჯვარ მინახავაო და არც იმის საღარ ცხენივ. ხოლოთ ეგრ კი გავიგონებავ ხახმატის ჯვარის ცხენის ფეხის ხმასავ, რახანავ დასაშველებლად ვისად მივიდოდისავ, ისით გრიალს გაიტანისავ, რო კაც იტყვისავ, მიწა თუ იძვრისავ.
ბოლოს აშექალი ისრ გამკითხავებულ, რო ფშავლებიო და ხევსურებივ საკითხვიებლად მისულებივ ჯარ იყვისავ იმის კარზედაო და კაცის დღეს იგებდისავ აშექალივ.
აშექალ მოკვდა ძალიან დაბერებული და სიკვდილამდინ არც მკითხაობისად დაუნებებავ თავი.

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით