არხოტი

არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს და ჩრდილოეთ საზღვრის ერთ-ერთ კარს კეტავს, საიდანაც მას ინგუშეთი ესაზღვრება.
არხოტის თემის უმთავრესი სალოცავია სოფ. ახიელის მიქიელ მთავარანგელოზის ჯვარი.
არხოტი პირაქეთ საქართველოს მხოლოდ უღელტეხილებზე არსებული საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება და დედასამშობლოს მოწყვეტილი არის.
დღეს არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი. დანარჩენი სოფლები ადრევე აყრილა და გაუკაცრიელებულა. არხოტის უძველესი გვარებიდან “თათარი” ჯაბუშანურები და ჭოლიკაურები შემორჩენილან. ოჩიაურებისა და ცისკარაულების წინაპარი ჯურჯიაული “ხევიდან მოსულა”. დანარჩენი გვარები (წიკლაური, თეთრაული, ბალიაური, გიგაური) კი პირაქეთ ხევსურეთიდან გადასულან.
არხოტში შემორჩენილა ნაშთი უძველესი ციხე-სოფლის ორბეულთის, რომელიც სტრატეგიული ცენტრი უნდა ყოფილიყო და იქ მდგარი ორბელთ გვარის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ არხოტის მხარეს.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • საარაგვო “საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, […]
  • ხევსური ხალხის მკურნალობა ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში აშენდა საავადმყოფოს მშვენიერი შენობა, სადაც ფშავ-ხევსურეთის საექიმო პუნქტია მოთავსებული. აქ მუშაობს ერთი ექიმი, რომელიც […]
  • მიღმახევი მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად […]
  • ჯუთა და ართხმო როშკიდან საძელის უღელტეხილით ისტორიულ ხევში გადავდივართ. აქ, სნოს ხეობაში , ყოფილა სამთრეხლოს ტერიტორიაზე ორი ხევსურული სოფელი – ჯუთა და ართხმო მდებარეობს. (ერთხანს კარკუჩაშიც ხევსურები მდგარან, მაგრამ […]
  • წყალსიქითი წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან […]
  • ტალავარი (ტანსაცმელი) ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • შატილობა 2015 5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური […]
  • ქორწილი ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს […]

5 thoughts on “არხოტი

  • 16/12/2011 at 23:26
    Permalink

    მიყვარხართ ხევსურებო,გაიხარეთ და გამრავლდით,ჩემი წინაპრებიც არხოტიდან გადმოსულან და ერწოში დასახლებულან. მე საქართველოდან ძალიან შორს ვცხოვრობ და ძალიან გამეხარდა თქვენი საიტის აღმოჩენა.გკოცნით და გეხუტებით

  • 12/01/2013 at 02:19
    Permalink

    მეც არხოტიონი ვარ. კალოთანა კიდევ ერთი სოფელია არხოტში, სადაც ქიბიშაურები სახლობდნენ. დავბრუნდებით…

  • 08/08/2013 at 13:24
    Permalink

    მითხარით რა რამე წიკლაურების შესახებ რა

    • 21/10/2013 at 15:08
      Permalink

      მაგარი გვარი გაქქვს წიკლაურო

  • 05/02/2014 at 22:10
    Permalink

    გთხოვთ ამ გვერდის ადმინტრაციას რომ გიგაურების შესახებ თუ მოგეძიებათ მეტი მასალა გამოაქვეყნეთ წინასწარ დიდ მადლობას გიხდით

Comments are closed.