ათენგენობა

ათენგენობა

ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მსახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. ის მოძრავ დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა.

ეს დღესასწაული დღესდღეისობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია შემორჩენილი. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას ეძახიან, თუშეთში – ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და ა. შ.).

თუმცა დღეს მთიელთა ათენგენობას სახელწოდების გარდა თითქმის აღარაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ დღესასწაულთან. ეს არის ტიპობრივი ხალხური დღესასწაული, რომელიც იმართება ივლისის II ნახევარში სხვადასხვა დღეს. (ივლისის ბოლოს, 20 რიცხვის შემდეგ პირველ შაბათიდან).

ამ დროს ხევსურეთის ნახვა უდიდესი სიამოვნებაა. ვინც ყოფილა ალბათ გამოუცდია კიდეც ეს სიხარული და სიყვარული, რომელიც თითოეული ხევსურისგან მოდის, ამ დღეს ხატებთან იკრიბება უამრავი ადამიანი, ყველა ხარობს, ქეიფობს, ყველგან სუფრაა გაშლილი,ხუცესები “ხუცობენ”,  ხატებთან იწირება საკლავი და რაც მთავარია ხევსურული ლუდის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ხევსურების სიკეთის და პატივისცემის ამბავი სტუმრის მიმართ ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ ამ დღესასწაულზე ეს ერთიორად არის გამძაფრებული და ჩემი აზრით ეს უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ.

2011 წელს ხევსურეთში ათენგენობა იმართება 23 ივლისიდან მოყოლებული და გრძელდება მთელი კვირა. ამ შაბათს ხევსურეთი უამრავ ადამიანს ელოდება და ბევრს დაუვიწყარ წუთს პირდება.

ასე რომ შევხვდებით ხევსურეთში…

ეს საინტერესოა

  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • ხევსურთა უქმეები ხევსურთა, განსაკუთრებით პირიქითა მხარის, ყოფა გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლით და ნაირგვარობით. გარდა შაბათ-კვირისა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დათქვამენ უქმედ […]
  • ნიადაგი აღწერილ რაიონში სიმაღლეთა ცვლის მიხედვით სხვადასხვა ტიპის: ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მთა-მდელოს ნიადაგებს ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი (2000-3500 მ.) უჭირავთ. მათ შემადგენლობაში […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]
  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus) მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). […]
  • www.khevsureti.ge-ს შრიფტი შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის […]

14 thoughts on “ათენგენობა

  • 03/08/2011 at 20:50
    Permalink

    როგორ გამიხარდა,ათენგენობა ქრისტიანული წიაღიდან რომ ყოფილა წამოსული. მე სადღაც წავიკითხე(მგონი ვაჟა-ფშაველასთან) რომ ათენგენა ნიშნავს ველური ვარდის(ასკილის)დღესასწაულს.ამაზე იცით რამე?

  • 10/08/2011 at 15:37
    Permalink

    Avtori Shegeshala 20-21 DaN iwyeBa Atengen0ba … Ar gam0t0v0t XevsureTi YVeLaM nAxe Shatili MuCo XonisChala Ard0ti … VchedAv XevsuretZe Da XevsuR xAlxze … ))))

  • 04/02/2013 at 06:03
    Permalink

    ხევსურეთისა არ ვიცი და სნოს ქრისტიანულ დღესასწაულად ითვლება ათენგენობა და ხატიც გოქ ათენგენობისა და როგორც ვიცი სნოსაა მთავარი ხატი ათენგენობისა…

    • 04/02/2013 at 11:13
      Permalink

      ათენგენობის დღესასაწაული საბერძნეთიდანაა შემოსული და ზოგიერთი ხევსურთა წარსულს ასევე ამ დღესასწაულის მომდინარეობას უკავშირებს რაც აბსოლიტური სისულელეა

      • 08/09/2013 at 14:20
        Permalink

        შენ რას ფიქრობ, ქრისტიანულია? ღომელ ქრისტიანობაზე საუბრობტ3_4საუკუნეს, რაგაც არა ლოგიკურია და ცოტა მეტის ცოდნაა აუცილებელი

    • 08/09/2013 at 14:41
      Permalink

      Mოხევე, ეს დგე არის ჩვენტანაც ხევსურეტ და ამ დგეს მოიხსენიება იაღსარიც, კოპალეც… და ქრისტიანული მსახურებაც მიდის….

  • 10/08/2013 at 13:43
    Permalink

    არარის ნამდვილი, დგეს არ არიან ქრისტიანები და მესამე საუკუნეს რას ადიდებდნენ მიტუმეტეს, რას წერტ

  • 10/08/2013 at 14:02
    Permalink

    ეს რკინის მცოდნეებიდან მოდის, და დაკავსჰირებულია არგონავტების მოპარულ რკინის დამუსჰავების ხერხებტან და მატი, არგონავტების მფარველ ხვტაებასტან ატენასტან, რომელტა მფარველი გმერტი ყველაზე დზლიერი გამოდგა და სხვა გმერტებს ადჯობა რადგან ხელი მოემარტატ ამ განდზის წაგებასჰი. ეს დგეობაც მცედლების დაარსებული და მატი მოტანილია..იმ გრაგნილებზე რაც არგონავტებმა წაიგეს მანდ მაცხოვრებელი ხალხის რკინის დამუსავების საიდუმლოც იყო…და ხევსურები დგეს ასე ვედზახიტ რკინის საუკეტესო დამამუსავლები და საუკეტესო მცედლები დგესაც არიან, მასინდელი ასე ვტქვატ ქარტული დასახლების საზგვარი ცროლის მტაზე გადიოდა რომელიც ხევსურეტსჰია………

  • 28/08/2013 at 14:59
    Permalink

    III-IV საუკუნეებში მთა გაქრისტიანებული არ იყო, ის იძულებით გააქრისტიანეს უფრო შემგომ საუკუნეებში, ამიტომ ვფიქრობ რაღაც შეგეშალათ…

    • 08/09/2013 at 14:31
      Permalink

      3-4 ს კი არა15-16 საუკუნესჰიც კი არ იყო ქრისტიანობა, იციტ დზველი ფხოვი რატო დაისჰალა? შადამდეც მეტად სჰევიდა და ფეხი მოიკიდა ქრისტიანობამ იქ გაიარა საზგვარმა, ტორე ეს ერტი ხალხი იყო, ავიგოტ ფსჰავი ტუ გინდაც ფხოვის მოსახლეები და ერტი სისხლის ხალხია ხევსურნი და თუშების დასავლეთ ნაწილი,ცობერნი არიან საერტო წინა ხალხი…

  • 08/09/2013 at 14:11
    Permalink

    შისულელეა, რომელი ქრისტიანობისტვის წამებული, ან რა წამებიტ დაიგუპა ის სულმნატი ბერი რომ, მასჰინდელი ხევსურები გაეკვირა, უფრო ადრინდელია, სიბრდზნის და სიმამაცის მფარველ ბერდზნულ ქალგმერტტან არის დაკავსჰირებული , ატენა გენოს-ის სახელტან….

  • 24/01/2014 at 19:08
    Permalink

    ვეთანხმები ზვიადის. სიტყვა ათენგენობა ბერძნულად რომ ვთარგმნოთ მივიღებთ ათინას დაბადებას. გენა ნიშნავს დაბადებას. ესეიგი ბერძნების ქალღმერთის ათინას დაბადება. სწორედ ამას ნიშნავს ეს სიტყვა.

  • 25/08/2014 at 15:42
    Permalink

    გაიხარეთ ხევსურებო სულ მაინტერესებდა ათენგენობის ისტორია და ახლა გავიგე უფრო კარგად ყოველივე იმრავლეთ და იხარეთ მაჩნიხართ გულში

Comments are closed.