ადგილის დედა, ანუ ხთიშობელი

მორიგესა და კვირაეს შემდეგ მესამე ადგილზე დგას ხთიშობელი, ანუ ადგილის დედა. ხთიშობელში ხევსურები გულისხმობენ არა ღვთისმშობელს, არამედ უზენაესი ღვთაების, ქვეყნიერების დედას. ადგილის დედა – ხთიშობელი, რომელიც ხევსურეთის ყველა სოფელს საკუთარი ჰყავს, ხალხის წარმოდგენით სხვადასხვა სახეს ატარებს. ზოგან იგი მამრობითი სქესის მატარებელია, ზოგან ხარის, ზოგან გველის ან რაიმე არსების “აღითაა”. ადგილის დედას ჰყვანან “დობილნი” (ასევე სხვადასხვა სახის), რომელთაც ცალკე კოშკები უდგას და ცალკე სამსახურს მოითხოვენ.
ფხოველთა შიდა მიგრაციების დროს, ხშირ შემთხვევაში ხევსურთა ახალი განსახლების ადგილებში, ადგილის დედა – ხთიშობელი ახლიდან იჩენს თავს “წინა კაცთა” ნადგომში ან მათ ნაციხვარ-ნაკერპავში. ჭინჭარაულთა გვარის უმთავრესი სალოცავი “ნახარელა” ადგილის დედა – ხთიშობლის სახელით მოიხსენიება. თუმცა სოფელ ლებაისკარში ნახარელა და ადგილის დედა დამოუკიდებელი სალოცავებია.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით