khevsureti

ლადო ჭინჭარაული – “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს”

გრძნობები ვცდილობ, დავცალო გრძნობები, როგორც სასმელი რქაშია. რაცა ვცლი, უფზრო ივსება, ვერ ვხვდები, საქმე რაშია. ბარში ვერ ვნახე პასუხი, იქნებ ვიპოვო მთაშია. ლოთობა ვერას მიშველის, არცა რა ყრია სმაშია. სულით გულს მინდა ვუშველო, ღრენა დამჩემდა ხმაშია. მჭირდება ერთი გორდაი, ერთიც ლურჯაი რაშია. ჩავიცვამ ჯვრიან პერანგსა, გავჩნდები მეცხრე ცაშია. უკენახოელი უკენახოელი, პაპა წინაპარი. ბარში დაბადება, ბედად [...]

ფოტო კონკურსი: მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული

ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ ატვირთე ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://www.facebook.com/khevsureti.ge ან გამოგვიგზავნეთ მეილზე info@khevsureti.ge 22 აპრილს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. *აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე (მაგ:სადაა გადაღებული,რა არის ფოტოზე…) ატვირთვის შემდეგ, ჩვენ ყოველი დღის ბოლოს [...]

რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური

თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს – “რა არის სწორფრობა?!“ ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი წაიკითხოთ. ქვემოთ კი ცოტა წიგნის წინასიტყვაობიდან: სწორფრობის არსისა და რაობისთვის. ლელა გაბურის მიზანია  გასაგებად აქციოს სწორფერთა –  ”სიყვარულში სადარ-მხვედრთა”(გრ.რობაქიძე)   გარშემო  შექმნილი  შეხედულებების  ძირები, თავისთავად  საგულისხმო  და მნიშვნელოვანი. ავტორი საკმაოდ რისკიან და საინტერესო გზას ირჩევს: ნაცნობი თემის, თუ თვალსაზრისების ვარირებას კი არ [...]

ქეთელაურთა გვარის ანდრეზი

ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ ამასვლისას წითელ გველ ამახყოლივ ხეს. ამის მემრ აყრილან. ზუსტა იმ ადგილში ეკლესია იყვ აშენებული და მემრე ის ეკლესია ჯარებმ დაანგრიეს და სკოლა გაიკეთეს. ეკლესიის მემრ კიდევ ამავიდ [...]

ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი [...]

ფუძის ანგელოზი

ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და ხალხს უთხრა: ძროხა ვიპოვე, ხბო მოუგია, მაგრამ ვერ მოვერიეო. როგორ ვერ მოერიეო? გაიკვირვეს. წავიდნენ, თავადაც სცადეს, მაგრამ ვერც ისინი მოერივნენ, ვერ გაიყვანეს [...]

ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება

ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა შარის ძირსა, შარის თავსა. ხალხს მკითხავისათვის ყური არ უგდია. ხატს ხალხი დაუმიზეზებია, ავად გამხდარან. ახლა დათვისიდან მოსულა სხვა ქადაგი, რომელსაც ხალხისთვის ხატის მიზეზი აუხსნია: დათვიას ნაციხვარში [...]